7
წერილი დედას!!
  • წერილი დედას!!

    დედა ძალიან მენატრები.. მენატრები, ისე მენატრები, როგორც არასდროს. გული მტკივა....
    ძალიან, ძალიან ადრე წახვედი ამ ქვეყნიდან... მართალი იყავი, სიკვდილის წინ, რომ ამბობდი:
    - სიკვდილის არ მეშინიაო... მხოლოდ თქვენ, რომ ვეღარ დაგინახავთ ეს მადარდებსო ... და მართლსაც ამბობდი.. ხვდებოდი, როგორ გაგვიჭირდებოდა უშენოდ ყოფნა .
    დედიკო! რა გითხრა სულ თვალწინ და გონებაში მყავხარ, როგორ შემიძლია დაგივიწყო... სიზმარში, რომ გხედავ ბედნიერი ვარ... გამოღვიძება აღარ მინდა, როცა გამომეღვიძება ვნანობ ხოლმე... და გული მწყდება . შენთან მინდა, შენი სიახლოვე მინდა , შენი ერთი სიტყვა მინდა.. მინდა....
    დედა! როცა თავთან მარტო ვრჩები სულ შენზე ვფიქრობ.. ვფიქრობ იმ დღეებზე, როცა ერთად ვიყავით და ვიხსენებ მწარედ, გულისტკივილით თვითეულ წუთს თუ ეპიზოდს...
    საშინელებაა იმის გააზრება, რომ შენ გვერძე აღარ მყავხარ.. ხანდახან თავს შევუძახებ ხოლმე და ვეუბნები:
    - გეყოფა წარსულს ვერ დააბრუნებ... დედას შენი კარგად ყოფნა უფრო გაუხარდება ვიდრე ტანჯვა თქო .... და ასე ვაძლებინებ თავს.
    დედა ! შენ განა მარტო დედა იყავი.. ყველაფერი იყავი ჩემთვის... ყველაფერი....
    დღესაც მწარედ მახსენდება ის დღე და ვერ მომინელებია ის მიყენებული ტკივილი, რაც მე მოგაყენე... ჩემი უგნურობით.. სულ უბრალო რამისთვის.
    შეიძლება შენ აღარც გახსოვს, მარა მე მოგაგონებ.. იცი რომელ დღეზე გეუბნები?
    იმ დღეზე დაბადების დღეზე პატარა 20 კაპიკიანი წიგნი, რომ მაჩუქე.. სადაც შენი დაღლილი ხელით ძალიან ტკბილად იყო შვილისადმი დაბადების დღის მილოცვა დაწერილი...
    მაშინ მახსოვს ერთი ამბავი აგიტეხე:
    - დედა ! 20 კაპიკიანი საჩუქარი როგორ გამიკეთე თქო. ისიც კარგად მახსოვს მითხარი
    - საჩუქარი თანხით არ იზომებაო... მთავარი ისა, რომ ეს დედის საჩუქარიაო...
    მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, თურმე მართლა რა შეუფასებელი ყოფილა დედის მიერ გულით მოძღვნილი საჩუქარი.
    დედის საჩუქარი მცირედიც კი ყველაფერია... და შეუფასებელი.
    დღესავით მახსოვს და მაწუხებს ის ტკივილი, რაც მაშინ მოგაყენე...
    -დედა! ეხლა გთხოვ პატიებას...
    -დედა! გჯერა? მას მერე ვეძებ იმ შეუფასებელ საჩუქარს და ვეღარ მიპოვია ... გადავატრიალე ყველაფერი, მარა ვერ ვიპოვე. გაქრა შენთან ერთად ... ეხლა ის საჩუქარი ჩემი მეხსიერების ნაწილია, სადაც ნათლად ვხედავ თვითეულ სიტყვას და გონებაში ყოველდღე ვკითხულობ.. იმ ლამაზ სიტყვებს , რომელსაც არასოდეს არავინ ასე გულიანად არავინ დაგიწერს.. დედის გარდა.
    დედა! ამას იცი რატო ვწერ? იქნება ამ ქვეყანაზე კიდევ არსებობენ .. ჩემნაირი უმადური შვილები, რომლებიც ფულით ზომავენ ყველაფერს. მათ შორის დედაშვილურ ურთიერთობასაც. მინდა ეს წერილი ზოგიერთისთვის მაგალითი იყოს. რატომ ხდება ასე ყველაფერს მაშინ ვხვდებით, როცა ყველაფერი უკვე დაგვიანებულია. რატომ , რატომ?
    - დღეს უკვე, როცა დაგვიანებულია ეხლა ვხვდები, თურმე დედასთან ურთიერთობაში თანხა... არასოდეს უნდა გახადო მთავარი. მთავარი დედა და მისი სიყვარულია...
    დედიკო! კარგად იცი ოჯახი მაქვს, მყავს შვილები , შვილიშვილები, მარა მე მაინც უშენობა მტკივა და მაკლიხარ... უშენოდ ძალაგამოლეული და ფრთა მოტეხილი დავიარები... თურმე რა ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა შენ მყავდი.
    ისე დედა! არ დაგიმალავ, მე შენ ძალას დღესაც ვგრძნობ... მამხნევებ, მაფხიზლებ და მიცავ კიდეც, სადაც საჭიროა.
    მახსოვს მეძინა და ცხადად ჩამესმა შენი ხმა მეუბნებოდი :
    - გაიღვიძე ადექიო... ისე ცხადი იყო ეს ყველაფერი, რომ თვალები გავახილე გაოცებულმა ნუთუ მართლა დედაჩემია თქო ? როცა გამოვფხიზლდი , გონზე მოვედი რაღაც ხმაც გავიგე კვნესის გვერდზე ოთახიდან.
    იმ წუთასვე წამოვხტი. მივიხედ მოვიხედე და ვხედავ .... მოხუცს, რომელსაც მე ვუვლი ძირს იატაკზე გდია, კვნესის და ვერ დგება....
    ასე გადაარჩინა დედის ძახილმა ის მოხუცი იმ ღამეს. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. დედამ ასეთი დახმარება რამდენჯერმე გამიწია. მისი სული სულ ჩემ გვერძეა და ამას მუდამ ვგრძნობ. ეგაა, რომ შეხება არ შემიძლია.
    რომ დაღამდება ვნატრობ სიზმარში დედა დამესიზმროს, თუ დამესიზმრა ე. ი. იმ დღეს ბედნიერი ვარ....
    (ავტორი თინათინ ჯმუხაძე)
    5 439 ნახვა
    21-02-2014, 10:04