7
Nissan Leaf ყველაზე პოპულარული ელექტროკარია
  • Nissan Leaf ყველაზე პოპულარული ელექტროკარია

    2013 წელს, ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერი გახდა Nissan Leaf. გაყიდვების საერთო რაოდენობიდან 23 პროცენტი სწორედ ამ ავტომობილზე მოდის. როგორც ირკვევა, საერთო ჯამში, შარშან, 47 484 Nissan Leaf გაიყიდა.

    ელექტრომობილებში პოპულარობის მიხედვით მეორე ადგილზეა Chevrolet Volt. ბაზარზე მისი წილი 13 პროცენტს შეადგენს (28 252 რეალიზებული ავტომობილი). პირველ სამეულში მოხვდა Toyota Prius PHEV. ეს მოდელი 23 075 ეგზემპლიარად გაიყიდა და ეს საერთო რაოდენობის 11 პროცენტია.

    რაც შეეხება ამერიკაში პოპულარულ Tesla Model S-ს, პლანეტის ყველაზე ტექნოლოგიურმა ელექტროკარმა მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა Toyota Prius PHEV-თან მინიმალური ჩამორჩენით - 11 პროცენტი და 22 186 რეალიზებული ავტო.
    1 024 ნახვა
    22-02-2014, 04:18