X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
Apple ავტომობილებს გამოუშვებს?
  • Apple ავტომობილებს გამოუშვებს?

    უცხოელმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს ერთი საინტერესო შეხვედრის შესახებ, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საავტომობილო ბაზარზე, ასევე მობილურ მოწყობილობებზე. გაზეთ San Francisco Chronicle-ის ინფორმაციით, Apple მოლაპარაკებებს აწარმოებს Tesla-თან ამ კომპანიასთან შერწყმის ან მთლიანად გამოსყიდვის თაობაზე.

    Tesla-ს ბანაკიდან ჯერჯერობით არავინ ადასტურებს ამ ინფორმაციას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ადრე კომპანიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა კონცენრის შესაძლო გასხვისების შესახებ. თან აღინიშნა, რომ თუ Tesla-ს ოდესღაც გაყიდიან, მას შეიძენს კომპანია არასაავტომობილო სფეროდან, თან შესაძენი თანხა ძალიან დიდი იქნება. ცხადია, რომ Apple ამ პირობებს ყველანაირად აკმაყოფილებს.
    1 260 ნახვა
    22-02-2014, 04:19