X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ლექსი განწირულ გრძნობაზე
  • ლექსი განწირულ გრძნობაზე

    მინდა ლექსით გამოვხატო
    მე ცალმხრივი სიყვარული ,
    მინდა სიტყვებით დავხატო
    .ჩემი გრძნობა განწირული

    მე შემთხვევით გაგიცანი
    ,მომეწონე და მოგწერე,
    შემდეგ ეს გრძნობაც ვიცანი,
    და ლექსებიც დაგიწერე

    შენზე ფიქრში ღამე გადის,
    თანაც სიტყვები მელევა
    უკვე მგონი მთვარეც ჩადის,
    ძილი მაინც ვერ მერევა


    სიყვარულის ალი ამდის
    ვერ ვხვდები ნეტავ რა მომდის,
    დრო ძალიან ნელა გადის,
    გულში ეკლები ამოდის


    ალბათ შენ მე ამას მეტყვი,
    ისევ ვიყოთ მეგობრები,
    მაშინ მე თანხმობას გეტყვი,
    მაგრამ მაინც მეყვარები.
    1 666 ნახვა
    22-02-2014, 04:23