7
საკუთარი მეს ძიებაში
  • საკუთარი მეს ძიებაში

    როცა შენს თავს ეძებ,ის სხვა ადამიანში უნდა იპოვო. აქედან იწყება საკუთარი მეს ძიება, ზოგ ადამიანში იმხელა სითბო და სინათლეა, რომ მასაც უნდა თავის დამნახველი და გამომძერწი.
    სხვაში რომ დაბინავდე ცხოვრების წესად ზნეობა უნდა აქციო, მხოლოდ მორალურად ამაღლებული პრინციპები მიგიყვანს უმოკლესი გზით შენს სულთან, იქ სადაც საწის იღებს შინაგანი მე. ჩვენ იმ დიდი სინათლის ნაწილი ვართ, რომელიც გვაძლევს საარსებო ძალას და ენერგიას. ნუ შეგეშინდება სხეულის, მისი საშინელი მოთხოვნილებების და ცველებოდობის, ის მხოლოდ ჭურჭელია შენი ნამდვილი პიროვნებისა. სხეული არის შუამდებარე კოსმოსა და სულს შორის, ადამიანი კი არის ორივეს ჰარმონიული შეწყობა, შეკავშირება. ძალიან მნიშვნელოვანია ის , რომ ფიზიკური ქმეება სულისაგან უნდა გამომდინარეობდეს. მე არ მჯერა ამ ქვეყნიური ბედნიერების, მაგრამ როცა სული და სხეული შეთანხმებულად მოქმედებენ, ბედნიერებასთან მიახლოებული ფორმა იქმნება ბუნებრივად და ადამიანი თავს კარგად გრძნობს.
    განცდები, ემოციები სხვადასხვა ქმედებები თუ უხილავი ვნებები ანარეკლია ადამიანის შეიგნით მყოფი პპიროვნებისა, მასში გროვდება ფრაგმენტები რომელიც მოსვენებას არ აძლევს რეალურ ცხოვრებას, ჩვენ ხშირად გადაგვიყლაპია წყენა, მოგვითმეია ტკივილი, დაგვიმალია სიყვარული და სიამაყეს უბატონია. არც გვიფიქრია ეს ამოდენა განცდები სად გადავყარეთ, ან გადავყარეთ და მოვიშორეთ რომმ??
    განა არ დამდგარა ისეთი მომენტი სულის რომ ეშინია სხეულს??
    რამდენი უსამართლობა აუტანია გულს, აბა დაფიქრდით რამდენ ტყუილს და სიყალბეს ატარებს ყოველ დღე ჩვენი ცოცხალი სხეული რომელიც იზოლენტასავით გდაკვრია უხილავი ენერგიის ნამდვილ გამტარს სულს, და ყოველ წუთს ასეთი ენერგა ტოვებს თავის კვალს და აზიანებს მას, შემდეგ იწყება ნერვოზები, ჩხუბები. გამალებით ეცემით მეგობარს ახლობელს ერთ სიტყვას ვერ არჩენთ, გული ლამის გასკდეს ისეთ დღეში გაგდებთ წინააღმდეგობა და მზად ხართ ტვალები ამოჩიჩქნოთ ნებისმიერს. შემდეგ კი გაკვირვებულები დიდხანს ვიყურებით სარკეში და გვიკვირს ჩვენი, ვნანობთ და გვიკვირსს.
    ამისგან თავის დაღწევის გზა და მზა რეცეპტი არ არსებობს რადგან ყოველი ადამიანში უსასრულო სამყაროა თავისი ფერებით, ჰარმონით, კანონზომიერებით და ყოველი სხვა კომპონენტით.
    ამიტომ როცა ადამიანს იცნობთ გეჩვენებათ რომ სხვა სამყაროში მოგზაურობთ, ყოველთვის რაღაც არის განსხვავებული თუგინდ უმნიშვნელო, რადგან დღეს ისე ერთმასაში შეიკრა ხალხი რომ დზლივს ვარჩევ ერთმანეთისგან.
    მოკლედ ვფიქრობ ისედაც გამიგრძელდა სიტყვა და ბოლოს ერთ წინადადებას დავამატებდი მხოლოდ.
    ადამიანი ბევრად უფრო დიდია, ბევრად უფრო კარგია ვიდრე წარმოუდგენია მაგრამ ზუსტად თავის-თავის პოვნა უჭირს ყველაზე მეტად.
    1 255 ნახვა
    22-02-2014, 04:24