X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
სოჭში სპორტსმენების სასტუმროში ვეებერთელა მგლები დაძრწიან?!
  • სოჭში სპორტსმენების სასტუმროში ვეებერთელა მგლები დაძრწიან?!

    სოჭის ოლიმპიადის მონაწილე ამერიკელმა მოციგავე კეიტ ჰანსენმა ვიდეორგოლი Epic Sochi Fail გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ დასეირნობს მგელი ოლიმპიური სოფლის სასტუმროში, სადაც სპორტსმენები არიან დაბინავებულნი.

    ვიდეორგოლში, რომლის ბმული გოგონამ თავისი "თვითერის" მიკრობლოგში დადო, ისე ჩანს, თითქოს ის ნომრის კარს ამოფარებული უთვალთვალებს და უღებს კორიდორში მოსეირნე ვეებერთელა მგელს.

    თუმცა, USA Today იუწყება, რომ ჰანსენის ვიდეო ნამდვილი არაა და ის ყალბი ვირუსული ვიდეორგოლების შემქმნელმა და გამავრცელებელმა, ვინმე ჯიმი კიმელმა დაამზადა. კიმელმა სოჭის სასტუმროს ფოტოსურათები ჰანსენისგან მიიღო, ყალბი კლიპი კი თავის სტუდიაში დაამონტაჟა.
    1 466 ნახვა
    22-02-2014, 05:36