7
ნინო გაჩეჩილაძე: "თითქოს მე და ზურა შეყვარებულები ვათ, აბსურდული ჭორია!"
  • ნინო გაჩეჩილაძე: "თითქოს მე და ზურა შეყვარებულები ვათ, აბსურდული ჭორია!"

    მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ 21 თებერვალს მასზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის და მოცურავე ზურა ხომასურიძე შეყვარებულები არიან, სრული აბსურდია.

    - შენ და ზურა შეყვარებულები არ ხართ?
    - არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს ჩვეულებრივი ჭორია, რომელსაც ადამიანები ხშირად ყოველდღიურობის გასახალისებლად იგონებენ... მახსოვს, ადრე მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთანაც "დამაწყვილეს" და ყველას შეყვარებულები ვეგონეთ, იმაზეც ძალიან მეცინებოდა და ამაზეც მეცინება. იმიტომ რომ, მე და ზურა უბრალოდ ვმეგობრობთ, თანაც, ორივეს გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და ძალიან იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს.

    - როგორ გგონია, რამ მისცა ასეთ ჭორს აგორების საბაბი?
    - ალბათ, სადმე ერთად დაგვინახეს და გადაწყვიტეს, რომ აუცილებლად შეყვარებული უნდა ვყოფილიყავით. ეს ინფორმაცია თქვენს საიტზე რომ აიტვირთა, ზურამ სიცილ-ხარხარით დამირეკა: "ნახე, რა "სიახელე" დაიდო ჩვენზეო?" მე ჯერ არ მქონდა ნანახი. რომ წავიკითხე, სიმართლე გითხრათ, ცოტა გავბრაზდი. მეგობართან დაწყვილებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს-მეთქი? 

    - როგორც ამბობენ, ნინო გაჩეჩილაძე მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებსო. რას გვეტყვი ამაზე?





    - რაც არ მაქვს, რა უნდა გავასაჯაროო?

    - ისე, შენზე გავრცელებულ ინფორმაციაში, იქ სადაც ზურა აკეთებდა კომენტარს, ყურადღება ერთმა ფრაზამ მიიქცია: მე და ნინო ერთმანეთს აღვავსებთო...
    - რომ არ მოეშვა ჟურნალისტი, გაიხუმრა...

    - რადგან ჭორებს გიგონებენ, ე.ი. ძალიან პოპულარული ხარ. რას იტყვი?
    - რა უნდა ვთქვა, სასაცილოა... ჭორი ჭორია და მას სიმართლესთან საერთო არ აქვს...

    - მაგრამ ხომ გაგიგონია, "კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო"...
    - ზოგიერთ შემთხვევაში ასეა. ამჯერად კი პირიქითაა... აბსურდი... და იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც გაიგებენ სიმართლეს.

    1 747 ნახვა
    22-02-2014, 05:42