7
ძვირფასი ქვების  სამკურნალო თვისებები
  • ძვირფასი ქვების სამკურნალო თვისებები

    ოქრო სამკურნალოდ ძველი დროიდანვე გამოიყენებოდა. თანამედროვე მეცნიერები ურჩევენ ამ მეტალის ტარებას, მათ ვისაც კანის დაავადებები აწუხებს. აგრეთვე ოქროს სამკაულების თარება რეკომენდირებულია გრიპის ეპიდემიის დროს, რადგანაც მას შეუძლია მავნე მიკროორგანიზმების გაუნებელყოფა. ოქრო დაგეხმარებათ აპათიის, დეპრესიის, უგუნებობის დამარცხებაში, საკმარისია აიღოთ ის რამდენიმე ხანი ხელში და გეჭიროთ.

    ბრილიანტი
    ბრილიანტი აუმჯობესებს გუნებაგანწყობილებას და მეხსიერებას. აქრობს თავის ტკივილს და ხელს უშლის პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.

    ტოპაზი
    ლითოთერაპიის მიმდევრები დღემდე თვლიან, რომ ეს ქვა მოქმედებს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ტოპაზი ხსნის სტრესს, ინარჩუნებს სულიერ სიმშვიდეს, აცხრობს რისხვა, აუმჯობესებს გემოვნების რეცეპტორების მუშაობას და დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვალზე.

    საფირონი
    თუ ხერხემლის, კანის, უძილობის პრობლემა გაწუხებთ გაიკეთეთ საფირონი. სპეციალისტები რომლებიც ლითოთერაპიას იყენებენ რეკომენდაციას უწევენ საფირონის ყელსაბამს, თუ თქვენ ამჯობინებთ ბეჭედს ან სამაჯურს, მაშინ ატარეთ ის მარცხენა ხელზე-ეს ასთმის და გულის დაავადებებისგან დაგიცავთ.

    მარგალიტი
    მას ოსტეოპოროზის, კარიესის, პაროდონტოზის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. მარგალიტი აუმჯობესებს სისხლძარღვების ტონუსს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მას მოაქვს სიმშვიდე და შველის უძილობას.

    ძოწი
    აუმჯობესებს სისხლის ფორმულას, ამაღლებს ჰემოგლობინს. შველის გულის ტკივილს, ვეგეტოდისტონიას. დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

    ლალი
    აძლიერებს ადამიანის ხასიათის ძირითად თვისებებს, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს და ტოქსინებს. აღადგენს ორგანიზმის ძალებს და მეხსირებას, აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. აღსანიშნავია, რომ დიდი ხნით ტარების შემთხვევაში იწვევს არითმიას.

    სარდიონი
    დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე, უნარჩუნებს პატრონს სულიერ სიმშვიდეს. ხსნის თავის ტკივილს და თავბრუსხვევას.

    ქარვა
    ეს ქვა ეხმარება კანის დაავადებების განკურნებას. სასარგებლოა ქარვის მძივის ტარება ყელ-ყურის ანთების და ჩიყვის დროს. ჰიპოკრატე მას უნიშნავდა თირკმლების, მუცლის, თავის ტკივილის, მოწამვლის დროს, აგრეთვე, ჭლექით დაავადებულებს. ქარვისგან იღებენ ასევე D ვიტამინს.
    2 208 ნახვა
    22-02-2014, 13:43