7
ჰორნერი ფავორიტად „მერსედესს“ მიიჩნევს
  • ჰორნერი ფავორიტად „მერსედესს“ მიიჩნევს

    „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი აღიარებს, რომ ამ ეტაპზე, „მერსედესი“ ფავორიტია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩემპიონებმა კიდევ ერთი უხეირო სატესტო სერია ჩაატარეს, ამჯერად ბაჰრეინში. ბაჰრეინში, ტესტების მესამე დღეს, „რედ ბულმა“ ვარჯიში მექანიკური პრობლემების გამო შეწყვიტა. ავსტრიული გუნდს ახალწვეულმა დანიელ რიკიარდომ მხოლოდ 28 წრის გავლა მოასწრო. თუმცა, ამის მიუხედავად მაინც განაცხადა, რომ გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება.
    ეს იმ დროს, როცა „მერსედესს“ პრობლემების გამო წყვეტა თითქმის არ ჰქონია და გარდა ამისა, ტრასაზეც უსწრაფესი იყო. სხვათა შორის, ხერესის ტესტებიდან მოყოლებული, „რედ ბულმა“ მეასე წრე მხოლოდ ბაჰრეინის მესამე დღეს გაიარა, რაც დაახლოებით 600 კილომეტრის ტოლფასია. შედარებისთვის, სამქიმიანებმა დაახლოებით 2 500 კილომეტრის გავლა მოახერხეს.
    „შემიძლია ვთქვა, რომ „მერსედესი“ ფავორიტია. უფრო მეტიც, „მერსედესის“ ძრავებით აღჭურვილი ყველა მანქანა ფავორიტია. ჩვენ ჩამოვრჩებით, მაგრამ ყველაფერი ჯერაც წინაა, სეზონი გრძელია, ჩემპიონატი რთული და სურპრიზებით გაჯერებული იქნება და ესეც რომ არა, ტესტებზე ჩემპიონატი ჯერ არავის მოუგია. რა თქმა უნდა, ეს ის არაა, რასაც ვისურვებდით, მაგრამ ახლა ამის გავლა მოგვიწევს“, - „სკაი სპორტსთან“ საუბრისას განაცხადა ჰორნერმა.
    მანვე განაცხადა, რომ იმედი აქვს ძრავების მიმწოდებელი „რენოსი“, რომლის ძრავებსაც ხერესში ასევე შეექმნა პრობლემები, თუმცა ბაჰრეინში ამ მხრივ თითქმის ყველაფერი წესრიგშია. ფრანგული ძრავები პრობლემები გაგრილებას და ელექტრონიკას უკავშირდებოდა, „რედ ბულს“ კი შეთანწყობა ვერ აქვს ოპტიმალური, რაც თავად გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ აღიარა.
    961 ნახვა
    23-02-2014, 07:34