7
ნუკა კვალიაშვილმა შვილის ფოტო გამოაჩინა
  • ნუკა კვალიაშვილმა შვილის ფოტო გამოაჩინა

    მომღერალმა ნუკა კვალიაშვილმა თავისი პატარა ლუკას ფოტო გამოაქვეყნა. როგორც უკვე იცით, მომღერალს ცოტა ხნის წინ ბიჭი შეეძინა. მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე ნუკა „რეიტინგთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ თავად მოუვლიდა შვილს, რომ დამხმარეები და ძიძების ინსტიტუტი დიდად არ ხიბლავდა. როგორც აღმოჩნდა მომღერალი პირობას ასრულებს. ჩვენ მომღერლის დედას დავუკავშირდით.

    - ეკა, როგორი დედაა ნუკა, მასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მოუცლელია.
    - ნამდვილად ასეა. თავად უვლის ბავშვს და ერთი წუთი დრო არ აქვს. მე, რა თქმა უნდა, ვეხმარები, მაგრამ ძირითად საკითხებში არ მრევს, თავად უნდა გააკეთოს ყველაფერი.
    - როგორ ჩაირა მშობიარობამ? რამხელა დაიბადა ლუკა?
    - ღმერთის წყალობით ნორმალურად. ნუკამ ფიზიოლოგიურად იმშობიარა. პატარა 3, 600 კგ და 51 სმ-გაჩნდა. ნუკაც ამხელა დაიბადა, 500 გრამით მეტი.
    - ეკა, დედები განსაკუთრებით განიცდიან შვილის მშობიარობას...
    - პირველივე წამიდან მასთან ვიყავი. მეც და ნიკაც (ნუკას მეუღლეს გულისხმობს. ავტ.) დავესწარით მშობიარობას.
    - როგორ შეძელი?
    - პირიქით, გარეთ უფრო ვინერვიულებდი. შეუძლებელი რა არის. ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი. მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი (იღიმება). სასიამოვნო გრძნობაა შენი შვილიშვილის დაბადებას რომ ესწრები.

    Rating

    ნუკა ნელ-ნელა ფორმაში დგება და სასურველ წონას იბრუნებს. ამას მისი ახალი ფეისბუქსტატუსი მოწმობს.

    „ასე მალე თუ დავიკლებდი წონაში თავისით, ნამდვილად არ მეგონა. 65 კილოგრამიდან 10 დღეში 53-ზე ჩამოვედი. მართალია დაფეხმძიმებამდე 44 კილო ვიყავი, მაგრამ ასეთ მცირე დროში... ყოჩაღ ჩემს ორგანიზმს. მეგონა სამომავლოდ დიეტები დამჭირდებოდა“.

    ჩვენ კიდევ ერთხელ ვულოცავთ ნუკას პატარა ლუკას დაბადებას და ფორმაში ჩამდგარს მალე სცენაზე დაბრუნებას ვუსურვებთ.

    1 572 ნახვა
    23-02-2014, 08:41