X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
Local Motors-ი 3D პრინტერზე ავტომობილს „ამობეჭდავს“
  • Local Motors-ი 3D პრინტერზე ავტომობილს „ამობეჭდავს“

    როგორ ფიქრობთ, რა დროა საჭირო იმისთვის, რომ „სუფთა ფურცლიდან“ ავტომობილის დამზადება შეძლოთ? თანმედროვე საავტომობილო კომპანიები, ახალი ავტომობილის წარმოების დაწყებას რამდენიმე წელს ანდომებენ, ფორმულა ერთის გუნდებს ამისათვის თვეები ჰყოფნით. კომპანია Local Motors-ი კი ირწმუნება, რომ სამგანზომილებიანი პრინტერის გამოყენებით, სრულიად ახალი ავტომობილის შექმნა რამდენიმე დღეშია შესაძლებელი.

    ჩიკაგოს წარმოების ტექნოლოგიების საერთაშორისო შოუზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება, Local Motors-ი და მისი პარტნიორი, საწარმოო ტექნოლოგიების ასოციაცია, თავიანთი შესაძლებლობების ჩვენებას მოაწყობენ დამსწრე საზოგადოების წინაშე, ისინი ხუთ დღეში სრულიად ახალ ავტომობილს დაამზადებენ, რისთვისაც წინსწარ შემუშავებულ პროექტს გამოიყენებენ.

    „ლოკალ მოტორსი“ ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ტიპის ავტომობილის დამზადებას აპირებს შოუს დროს. ოფიცალურ რელიზში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ ეს ავტომობილი საქალაქო ტრანსპორტის საჭიროებათა შესაბამისად დაპროექტდება. საწამოო საშუალებათა ნაწილს „ლოკალ მოტორსს“ ოკ რიჯის ეროვნულმა ლაბორატორიამ მიაწოდა.

    აღსანიშნავია, რომ ჩიკაგოს იმავე შოუზე, ორი წლის წინ, Local Motors-მა მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარა - მაშინ შოუს დამთვალიერებელთა წინაშე, მისმა ინჟინრებმა მაკომპლექტებლებისგან ააწყვეს ორადგილიანი სპორტული ყველგანმავალი Rally Fighter-ი (ფოტოზე), რომელსაც შეკვეთებით აწარმოებენ.

    Rally Fighter-ი საკუტარი წარმოების პლატფორმაზეა აგებული, რომელიც ფოლადის მილებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოს ეყრდნობა. ძარა კომპოზიტია. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 6.2-ლიტრიანი V8 ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 430 ცხენის ძალას აღწევს. ძრავთან წყვილში 4-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს.
    წყარო
    1 115 ნახვა
    19-03-2014, 07:54