X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
Peugeot 308: 2.85 ლიტრი 100 კილომეტრზე
  • Peugeot 308: 2.85 ლიტრი 100 კილომეტრზე

    საწვავის ეკონმიური მოხმარების რეკორდ დაამყარა Peugeot-ს უახლესმა ჰეჩბეკმა 308-მ, რომელიც ბენზინის სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი. ესპანეთის ალმერიას ავტოდრომზე მოწყობილი გარბენისას, ამ ავტომობილმა სრულად შევსებული ავზით 1810 კილომეტრის გავლა შესძლო, საწვავის საშუალო ხარჯმა კი ამ დროს 100 კილომეტრზე 2.85 ლიტრი შეადგინა.

    ფრანგლმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მართალია, გარბენი სპეციალურ ტრეკზე ჩატარდა, მაგრამ მასში სტანდარტული ავტომობილი მონაწილეობდა, როგორის შეძენაც მალე „პეჟოს“ ნებისმიერ ევროპელ დილერთან იქნება შესაძლებელი. გარბენს საფრანგეთის ავტო-მოტო და ველო ინდუსტრიის ტექნიკური კავშირის (UTAC) წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

    „პეჟო 308-ს“ სერია „პუარტეკის“ სამცილინდრიან ძრავთან ექვსსაფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული. რეკორდული გარბენი 32 საათი გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, ავტომობილმა 51.3 ლიტრი ბენზინი მოიხმარა. გარბენის დროს, ავტომობილის საჭესთან ერთმანეთს რამდენიმე მძღოლი შეენაცვლა. რეკორდული გამოდგა არამხოლოდ საწვავის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი, არამედ ერთი სავსე ავზით გავლილი მანძილიც

    1.2-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავი აღჭურვილია საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მაღალი წნევით შეფრქვევის სისტემა, რომლის სამუშაო წნევაც 200 ბარია. ძრავს ასევე უახლესი თაობის ტურბო კომპრესორი ემსახურება, რომლის ტურბინის ბრუნვის რიცხვიც 240 000-ს აღწევს. ასეთი ძრავით აღჭურვილი 308 ბაზარზე მარტის ბოლოს გამოვა. მისი საწვავის ხარჯის ოფიციალური მაჩვენებელია 4.6 ლ/100 კმ-ზე, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე კი 107 გრამია.

    ამ ძრავის გარდა, „პეჟო 308-ს“ ძრავების გამაში ბენზინზე მომუშავე კიდევ სამი და დიზელის ოთხი ძრავი შედის.რაც შეეხება „პუარტეკის“ სამცილინდრიან ძრავს, მალე მას ასევე „პეჟო 208-სა“ და „პეჟო 2008-ზეც“ დააყენებენ.
    წყარო
    1 024 ნახვა
    19-03-2014, 07:54