X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
MINI-მ შესაძლოა სამოდელო გამა შეათხელოს
  • MINI-მ შესაძლოა სამოდელო გამა შეათხელოს

    სამწუხაროა, მაგრამ როგორც ირკვევა, BMW-ს თავის ბრიტანულ ბრენდ MINI-ს სამოდელო გამის შეკვეცა აქვს გადაწყვეტილი. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ კომპანია Coupe-ს, Roadster-ის და Paceman-ის შემცვლელებს აღარ შეიმუშავებს. არადა, სულ ახლახანს, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ MINI-ს მოდელების რიცხვი ათამდე გაიზრდებოდა.

    მოკლედ, „მინი“ აქცენტს დიზაინის დახვეწაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ავტომობილების ხარისხის გაუმჯობესებასზე გადაიტანს. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ორ ძირითად მოდელზე (როგორც კომპანიაში უწოდებენ, საყრდენებზე) გადაიტანს. ასეთებად კი Cooper-ი და Countryman-ი მოიაზრებიან, მალე კი ასეთივე გახდება Clubman-იც.

    „მინის“ პროდუქციის მენეჯერმა ოლივერ ფრიდმანმა, თავისი კომპანიის გეგმები, გამცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას გაამხილა. მისი თქმით, Coupe, Roadster-ი და Paceman-ი არ არის ძირითადი მოდელები და შესაძლოა, Mini-მ მათი შემცვლელები აღარც გამოუშვას. ის დასძენს, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და არცაა პრიორიტეტული, რადგან თვლიან, რომ მთავარი კონკურენტუნარიანი პორტფელის შემუშავებაა და არა მოდელების რიცხვის გაზრდა, ან ახლანდელი რიცხვის შენარჩუნება.

    გაყიდვების მაჩვენებლები კომპანიის ხელმძღვანელობას არჩევანს უადვილებს. კერძოდ, შარშან მხოლოდ 3,858 ცალი „კუპე“, 2678 ცალი „როდსტერი“ და 8229 ცალი „პეისმენი“ გაიყიდა. შედარებისთვის, „ქანთრიმენს“ 47177 მყიდველი გამოუჩნდა, „კუპერს“ კი - 78102.

    იმავდროულად, პრობლემას წარმოადგენს ავტომობილების ხარისხი. J.D. Power-ის კვლევის მიხედვით, კომპანიებს შორის Mini-ს ბოლო ადგილი უკავია და მის მოდელებზე საშუალოდ 100 ავტომობილზე 185 დეფექტი მოდის. დიდწილად სწორედ ესაა ცუდი გაყიდვების მთავარი მიზეზი.
    წყარო
    902 ნახვა
    19-03-2014, 07:55