X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ოცნების ქალთან
  • ოცნების ქალთან

    ოცნების ზღვასთან,ფრთამალ ტალღეფთან
    ოცნების ქალთან,ოქროს ნაპირზე
    ამ ფანტაზიამ შექმნა პირუტყვი
    უფერო ცრემლის გამონათება.

    ბალახზე ვერცხლად მოფანტულ ცვარ-ნამს,
    კვლავ გადაფარავს შენი ცრემლები,
    ყვითელ ნაპირთან,უცნაურ ბაღთან
    ჩვენ ორს გვექნება გულის ფილები,

    ვერ ამოვტვიფრე,სახელი შენი
    ვერ გამოვხატე შენი დიდება,
    გთხოვ! მაპატიო თუ სადმე შევცდი,
    გთხოვ! მაპატიო ღმერთის ქმნილებავ.

    ღვინისფერ ტუჩებს,კოცნა უხდება,
    ოქროსფრად მნათობ თმას მოფერება,
    შენ ფაქიზ სხეულს ვნება სჩირდება,
    გულს სიყვარული კვლავ ეკიდება

    დროება მიქრის,ამაო ფიქრში,
    დიდების დრონი ქრება უსიტყვოდ,
    სიყვარულს სევდა,ვერ გადაუვლის
    ჩემ სიტყვას,გრძნობას,უწმინდურ ლოცვას

    ქრთება უსიტყვოდ ბაგე უფერო,
    მინდა ტალღებში კვლავ მოგეფერო,
    ზვირთებში კრთება გრძნობის ელფერი,
    შენ ხომ ხატი ხარ,ხატს ვერ ვემთხვევი!

    უნიჭო გრძნობის,უნიჭო ფიქრმა
    უნიჭო ცხოვრების,ნიჭიერ მიზანს
    უნიჭო ფერების,ნიჭიერ დიდებას
    უნიჭო სიკვდილის,ნიჭიერ ქმნილებას

    ვეღარ დავფრინავ,ფრთა მომამტვრიე
    ვეღარც დავდივარ,გრძნობა მამძიმებს
    ვით გვამი,უხმოდ ფიქრის ფერხულში
    ჩაბმულ ოცნებებს ცხადში ვერ შევცვლი

    გუშინ მე გნახე,ცხადი მგონია
    შენ ეს არ გემის,სიზმრად გესტუმრე
    გეძინა მშვიდად,იყავი მკრთალი
    გაკოცე შუბლზე და გაქრა ლანდიც.

    მე დავრჩი მარტო,როგორც ფიქრებში
    ცხოვრების გზას მე მარტო მივყვები
    გზა ხომ ვრცელია და უსასრულო
    ცხოვრების ბოლოს შენ ვერ გნახულობ

    ეს დიდი ტანჯვა,მუდამ გულს მაწევს
    არ ვიცი გრძნობის მსგავსი სიმძაფრე.
    უმწეო მიზანს,უმწეო მხატვარს
    მე ვცდილობ,მაგრამ ვერაფრით გხატავ.
    1 341 ნახვა
    19-03-2014, 08:01