X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ჯარედ ლეტო აცხადებს, რომ იესო ქრისტეს არ ედრება
  • ჯარედ ლეტო აცხადებს, რომ იესო ქრისტეს არ ედრება

    "როდესაც ჯონ ლენონმა 1966 წელს თქვა, რომ The Beatles უფრო დიდი იყო, ვიდრე იესო ქრისტე, მას ფანატიკოსები დაწვით დაემუქრნენ", - წერს Daily Mail.

    მას შემდეგ 48 წელი გავიდა და ამჯერად საზოგადოების განსჯის საგანი მსახიობი ჯარედ ლეტოა, რომელმაც "ტვიტერში" საკუთარი და იესო
    ქრისტეს ფოტოები ატვირთა. ვარსკვლავმა ფოტოს პოსტიც დაურთო, სადაც წერს, რომ "ქრისტეს არ ედრება".

    "მოდა შესაძლოა, სტილს გაცდეს, მაგრამ სტილი არასდროს გადის მოდიდან. #კლასიკური გარეგნობა #მოდის მოწინავე #გმადლობ JC არ ვედრები ქრისტეს", - დაწერა მსახიობმა "ტვიტერში". (Haaaa! Fashion may go out of style but style never goes out of fashion. #ClassicLooks #FashionForward #ThanksJC #NotComparingToChrist xo).

    "ტვიტერში" დაწერილი მსახიობის პოსტი რამდენიმე დასავლურმა გამოცემამ გამოაქვეყნა. ვარსკვლავის განცხადებას მის გულშემატკივრებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
    1 280 ნახვა
    19-03-2014, 09:22