X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ტესტი – რა ფიგურებს ხატავთ და რას ამბობენ ისინი თქვენზე!
  • ტესტი – რა ფიგურებს ხატავთ და რას ამბობენ ისინი თქვენზე!

    თუ შემთხვევით ხელში ფანქარი, კალმისტარი და ფურცელი ჩაგვივარდება, მექანიკურად ვიწყებთ ხატვას ან რაღაც გაურვეველი ფორმების ჯღაპნვას. ამ ნაჯღაპნებიდან კი ადამიანის ბუნების ამოცნობა შეიძლება. დააკვირდით რას ხატავთ თქვენ და რას ხატავენ ყველაზე ხშირად ადამიანები, ვისი დაფარული თვისებებიც გაინტერესებთ. მაშ ასე:


    images (3) download (1)


    სპირალები და ხვეულები – მათ ხატავენ ადამიანები, ვისაც ,,ჩაციკლვა” სჩვევია, ისინი ერთი პრობლემის ირგვლივ ტრიალებენ და უჭირთ მისი გადაჭრა.


    42234068 Uglovojj-profil-PVKH-s-armiruyushhejj-setkojj_f


    გისოსები და ქსელები - ასეთ ხაზებს მექანიკურად ისინი აკეთებენ, ვინც თავს დაუცველად გრძნობს და გარკვეული სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავს. რაც უფრო მკვეთრი და დიდი ზეწოლითაა დახატული ფურცელზე, მით უფრო დიდია ადამიანის პრობლემა. მას მეტი სითამამე სჭირდება.


    vn6PPXOftMk


    გემები და სახლები - ასეთ სურათებს საკუთარ თავში და გეგმებში დარწმუნებული ადამიანები ჯღაპნიან. მათ უყვართ შორს მიმავალ გეგმებიზე ფიქრი და ნებისმიერ სიტუაცუაციაში საკუთარი აზრის დაცვა.


    images (1) sketchy flowers


    ყვავილები, მზე და ღრუბლები - საუბრისას ამ ყველაფერს ისინი ხატავენ, ვინც პოზიტიურად მოაზროვნე და ოპტიმისტია. ასეთი ნახატები მიუთითებს ხატვის მომენტში დადებით განწყობაზე და კმაყოფილებაზე დიალოგის მიმდინარეობისას.


    kusok-sota-74


    ფიჭის მსგავსი ფორმები - ეს ნიშნავს სწრაფვას სიმშვიდისკენ, დალაგებული და ჰარმონიული ცხოვრებისკენ. შესაძლოა მსგავს ფიგურებს ისინიც ხატავდნენ, ვისაც ოჯახის შექმნის ფარული სურვილი აქვთ.


    338704_abstrakciya_krugi_uzory_vektor_1920x1200_(www.GdeFon.ru)


    image102


    წრეები და ბეჭდები - ეს არის ყურადღების ნაკლებობის გამოხატულება. შესაძლოა ადამიანს, ვინც მრგვალ ფორმებს დაუფიქრებლად ჯღაპნის გარშემომყოფებისგან მის ცხოვრებაში მეტი ჩართულობა სჭირდება.


    ხეები – თხელი და გაშიშვლებული ხე – სულიერი სიმარტოვის ნიშანია, ვინც ასეთ ხეს ხატავს დათრგუნულია. ხეს, რომელსაც ბევრი მსხვილი ტოტი, ფოთლები ან ნაყოფი აქვს, პირიქით, ხალისიანი, ენერგიული და სიცოცხლის მოყვარული ადამიანები ხატავენ.


    images (5)


    ჭადრაკის დაფა – ასეთი ოთხკუთხედებით, ღია და მუქი ფერის კომბინაციით შესრულებული ნახატები ადამიანის ჩაკეტილობაზე და კომპლექსებზე მეტყველებენ.


    56_32_display1200


    ჯვრები - თუ საუბრისას ადამიანმა უნებლიედ ჯვრების ხატვა დაიწყო, ფსიქოლოგების აზრით ეს იმას ნიშნავს, რომ ის საუბრის მომენტში თავს დამნაშავედ გრძნობს.


    1281554141_terrys-signature


    პირადი ხელმოწერები – საკუთარი ხელმოწერით, ინიციალებით ან სახელით ფურცელს, როგორც წესი, ეგოისტი და საკუთარ თავში ზედმეტად შეყვარებული ადამიანები ავსებენ.

    2 123 ნახვა
    19-03-2014, 09:31