X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ცხოვრება...
  • ცხოვრება...

    თურმე ცხოვრება უსასრულოა
    თავის სავალი გზებით.
    ახალგაზრდობას თურმე სიხარბით
    ან სიხარულით ვხვდებით.

    ის კი გაივლის და გაფრინდება
    წლები წააგავს საათს,
    მოიხედავ და შენი ბავშობა
    უკვე შენს ბავშვებს დააქვთ.

    ცხოვრების შარა თითქოს გრძელია
    ბოლო არ უჩანს თითქოს,
    როცა გაივლის გული ხარბია
    ისევ დასაწყისს ითხოვს.
    1 256 ნახვა
    20-03-2014, 07:44