X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ცნობილი გეი ფიგურისტი რუს იურისტზე გათხოვდა
  • ცნობილი გეი ფიგურისტი რუს იურისტზე გათხოვდა

    სოჭის ოლიმპიადა დასრულდა და ბევრი ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა სპორტულ სამყაროში. უმეტესობამ სპორტული მიღწევებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას, თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომელთაც სულ სხვა მხრივ მიიპყრეს ყურადღება. ასეთთა შორის უპირველესი ფიგურისტი ჯონი ვეირია.

    Rating

    ჯონი ამერიკელი ფიგურისტია, აშშ-ის სამგზის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. ყინულზე ყოველთვის გამოირჩეოდა არტისტიზმით, ჩაცმულობით, პლასტიკით. სოჭში ამჯერად ტელეკომენტატორის რანგში იმყოფებოდა და ყოველდღე აოგნებდა საზოგადოებას ეპატაჟური სამოსით. ბევრმა სწორედ სოჭის ოლიმპიადაზე გაიგო ჯონი ვეირის სახელი, არადა, სპორტულ თუ მოდურ სამყაროში მას რა ხანია, იცნობენ. ის ამბავიც ბევრისთვის არის ცნობილი, რომ ჯონი გეია, მეუღლეც ჰყავს - სხვათა შორის, რუსი, ვიქტორ ვორონოვი, და ორ გვარს ატარებს - ჯონი ვეირ-ვორონოვი.

    განსაკუთრებული სამოსის მოყვარულმა რამდენიმე წლის წინ მოდის სამყაროშიც სცადა თავის გამოჩენა. გადაწყვიტა, პატარა შავი კაბები შეექმნა - რაც ასევე სიურპრიზად იქცა დიზაინერებისთვის. ჯონი ხომ ძირითადად ბეწვეულის სიყვარულით არის ცნობილი, უცნაური ფეხსაცმლით, ტყავის შარვლებით, მოკლე ქვედაბოლოებით ჩნდება საზოგადოებაში. ''პატარა შავი კაბის კოლექცია'' კი მისი მხრიდან მართლაც მოულოდნელი იყო.

    ''როცა ადამიანებს ჩემი სახელი ესმით, მაშინვე რაღაც უჩვეულოს ელოდებიან. ეს კოლექცია კი დაანგრევს ჩვეულ ჩარჩოებს და იქნება რაღაც ახალი, დიზაინში სრულიად არაფრის მგსავსი'', - გამოაცხადა მაშინ ჯონიმ.

    მისი ახალი კოლექცია დიდი ნახტომი არ აღმოჩნდა მოდის სამყაროში, მაგრამ ჯონის სახელმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და მისმა პოპულარობამაც იმატა. მით უმეტეს, სპორტსმენმა 2013 წელს დაასრულა კარიერა და სურდა, კვლავ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო, რასაც მიაღწია კიდეც.

    Rating

    ჯონი ნორვეგიულ ოჯახშია დაბადებული, ოღონდ, ამერიკის ქალაქ კოუტსვილში. დელავერის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ლინგვისტიკის განხრით. სწავლის პარალელურად თავისი საყვარელი საქმიანობით - ფიგურული სრიალით იყო დაკავებული. თავდაპირველად წყვილებში ცეკვავდა, მერე კი მარტო დაიწყო გამოსვლა.

    საკუთარ თავს რუსოფილად მიიჩნევს და ამბობს, რომ აღტაცებულია რუსული კულტურით. ალბათ ამიტომაც იყო, რომ დამოუკიდებლად ისწავლა რუსული ენა, მოგვიანებით კი საქმროც რუსი აირჩია. რუსეთისადმი სიყვარული რომ არა, ალბათ არც სოჭში ჩავიდოდა, რომელსაც გეებმა ღიად გამოუცხადეს პროტესტი.

    ვეირს მოდელადაც უმუშავია, გამოჩენილა მოდური ჟურნალების გარეკანებზე. სამოსს იგონებდა არა მხოლოდ თავისთვის, არამედ კოლეგების სასცენო კოსტიუმებზეც უმუშავია. აღიარებს, რომ ფიგურული სრიალის გარდა მისი ყველაზე საყვარელი სფერო მოდაა.
    პირველად 2011 წელს გამოაცხადა ღიად, რომ გეია. ეს ჟურნალ ''პიპლთან'' ინტერვიუში აღიარა და ისიც თქვა, რომ ბავშვობიდან გრძნობდა თავის ორიენტაციას. იმავე წლის ბოლოს იქორწინა ამერიკაში მცხოვრებ რუს იურისტ ვიქტორ ვორონოვზე.

    ვეირის შესახებ დოკუმენტური ფილმების სერიაა გადაღებული - ''პოპვარსკვლავი ყინულზე''. ამ სურათის პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმმა ვეირის პოპულარობა გააათმაგა. ფილმის შემქმნელებმა ვეირზე ტელესერიალიც გადაიღეს, რომლის ჩვენებაც 2010 წელს დაიწყო. 2011 წელს მისი მემუარები გამოქვეყნდა - ''კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამყაროში''. ასევე გამოუშვა საკუთარი სინგლი ''ბინძური სიყვარული''. ამჟამად ძირითადად პრესტიჟულ ღონისძიებებზე ჩნდება და ეპატაჟური გამოსვლით ''ანებივრებს'' საზოგადოებას.

    1 340 ნახვა
    20-03-2014, 08:59