X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ჩემს უსაყვარლეს მეგობარს.
  • ჩემს უსაყვარლეს მეგობარს.

    პეპელივით ცეკვავს ნემსის წვერზე მზის ლურჯი სხივი და შენი ლამაზი თვალებივით

    ელვარე დილა აწყდება ფანჯრებს, ვოცნებობ შენთან ერთად ვისუნთქო ვარდისფერი რიჟრაჟი

    და ვიხეტიალო ცის წითელ კიდეზე იქ სადაც იმედი იბადება, საიდანაც სინათლე იღებს სათავეს,

    მინდა შენი უნაზესი სურნელით გაჟღენთილი ალიონი დამადნეს წამწამზე და ვნებიანი

    ტუჩებით დაგისერო ბროლის ყელი. ალერსისგან ათრთოლებულ მკერდზე დაგადო თავი და დავიკარგო ოცნებებში შენს გულთან ერთად.
    1 115 ნახვა
    21-03-2014, 07:59