X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
თქვენი ხაზები ხელისგულებზე იმაზე მეტყველებენ‚ რომ - უნდა დაიბანოთ
  • თქვენი ხაზები ხელისგულებზე იმაზე მეტყველებენ‚ რომ - უნდა დაიბანოთ

    – ექიმო, თქვენი გამოწერილი წამალი ძალიან მომიხდა.
    – არ გადამრიო! რომელ აფთიაქში იშოვე, გაფიცებ ყველაფერს?!

    * * *
    ავტობუსში ჭედვაა.
    – ცოტაც მოითმინე, ცოტაც და მეოთხე გაჩერებაზე ჩავალ.
    – კაი დაგემართოს, მარა ჩემი ფეხიდან რომელ გაჩერებაზე ჩახვალ?


    * * *
    კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ექსპერიმენტული სწავლებაა და რამდენიმე ახალი გაკვეთილი დაამატეს.
    ერთი თვის შემდეგ, თბილისიდან ჩავიდა კომისია. დაათვალიერეს სკოლა და დირექტორს ეკითხებიან:
    _ რატომაა, რომ "საგზაო მოძრაობის წესები" და "სექსუალური აღზრდა" სხვადასხვა დღეებში გაქვთ?
    _ მაი, ვირმა აღარ უნდა დაისვენოს, ჯო?!


    * * *
    ექსკურსიას მიმართავს გიდი:
    _ ახლა კი, თუ გურულები ცოტა ხნით გაჩუმდებიან, თქვენ გაიგონებთ ნიაგარის ჩანჩქერის ხმას!


    * * *
    რუსულ ქართულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს დაავალებენ, ტყიდან კურდღელს ვინ უფრო მალე გამოიყვანსო.
    ამერიკელები შეკრიბავენ ჯგუფს, ფსიქოლოგი, სნაიპერი, ლოგისტი, ერთი პოლიციელი და მონადირე. შევლენ, 2 საათში იპოვნიან კურდღელს და გამოიყვანენ.
    რუსები შევარდებიან ტყეში ტანკით და 12 მთვრალი სპეცნაზელით "ურას" ძახილით, ნახევარ საათში გადაწვავენ ტყეს, დახოცავენ სამოცდაათამდე ცხოველს და გამოიყვანენ მკვდარ კურდღელს .
    ქართველები შევლენ, სამი ღიპიანი პოლიციელი. ცოტა ხანში ისმის ცემის და დედის გინების ხმა ... გამოიყვანენ დათვს, დასვავენ და დათვი წერს: ვაღიარებ ! მე ვარ კურდღელი!


    * * *
    – რატომ წევს შენი ცოლი საავადმყოფოში?
    – ღილი ამაწყდა კასტუმზე, დააკერე–თქვა და არ დააკერა.
    – მერე?
    – მე დავაკერე და... გოუსკდა ცხვირი.


    * * *
    – აი, – ემუქრება ცოლი ქმარს, – დავწერ ახლა ჩვენს ზეწარზე, რომ არაფერი შეგიძლია და მთელი შენი ძმაკაცობა გაიგებს 24 საათში.


    * * *
    კახეთში მინდორში უცხოპლანეტელთა ხომალდი დაჯდება, იქიდან ლამაზი ქალი გადმოვა და იქვე მომუშავე მიხოს და შაქროს გამოელაპარაკება. შაქრო მიხოს ეუბნება:
    – ჯო, მიხო, მე გამგებელთან გავიქცევი, შენ კიდევა კარგად მოეპყარი, იცოდე, არ შაგვარცხვინო.
    რამდენიმე წუთში შაქრო გამგებელთან ერთად დაბრუნდება და ხედავს, მიხო და უცხოპლანეტელი ჩხუბობენ. გაშველების შემდეგ შაქრო მიხოს ეუბნება.
    – ჯო, ხომ გითხარი, არ შეგვარცხვინო თქო!
    – რა ჩემი ბრალია, ჯო! შევეკითხე თქვენთან ბალღებს როგორ აკეთებენო, მან კიდევა, რაღაც ჩემოდანი გადმოიღო, "კნოპკებსა" თითი დააჭირა და ბალღი გააკეთა. მერე მე მკითხა, თქვენთან როგორღა აკეთებენო და მეც ვანახე, ჰოდა გადამეკიდა, გინდა თუ არა, აპარატები გავცვალოთო...



    * * *
    სამი ნარკომანი მატარებლის ლიანდაგზე მიხოხავს. ერთი იძახის:
    _აუ რა მაღალი კიბეა.
    მეორე:
    _თან რა დაბალი მოაჯირი აქვს.
    მესამე:
    _არაუშავს, აგერ ლიფტი მოდის...


    * * *
    ღიპიანი მამაკაცი სკოლის წინ დგას და გაკვეთილის დამთავრებას ელოდება.
    უცნობი ქალი მიუახლოვდება და ეკითხება.
    -უკაცრავად თქვენც ბავშვს ელოდებით?
    -არა ქალბატონო მე ბავშვობიდან ასეთი ღიპიანი ვარ.


    * * *
    სასამართლო დარბაზში განიხილება საქმე.
    მოპასუხე – 86 წლის ქალბატონი.
    – ჩემთვის ვიჯექი პარკში‚ თბილი‚ წყნარი ამინდი იყო. ჩემს სკამზე ახალგაზრდა ყმაწვილი ჩამოჯდა. ვიგრძენი‚ თეძოზე დამადო ხელი‚ თავიდან მინდოდა‚ აღშფოთება გამომეხატა‚ მაგრამ ნაზად‚ ალერსიანად მისვამდა ხელს და ისე მესიამოვნა‚ გავჩუმდი – უკვე 40 წელია გასული‚ რაც მამაკაცის ხელი არ შემხებია. შემდეგ ხელი ზემოთ ამოაცურა‚ მკერდზე გადამისვა ნაზად... ეს ისეთი სასიამოვნო იყო, რომ წამოვიძახე:
    – შენი ვარ‚ შენი‚ დამიპყარი! – მან კი – პირველ აპრილს გილოცავ‚ ბებიაო!.. – მითხარით‚ თქვენო აღმატებულებავ‚ არ უნდა დამებრიდა ეს ლაწირაკი?!


    * * *
    დედა-შვილი პარკში სეირნობს. ბილიკზე მტრედი გამოჩნდა და მათკენ წამოვიდა.
    – დედა‚ პური გვაქვს?
    – აუ‚ ახლა ამან პურიც მომინდომა‚ უპუროდ ჭამე!


    * * *
    თქვენი ხაზები ხელისგულებზე იმაზე მეტყველებენ‚ რომ - უნდა დაიბანოთ


    * * *
    მიღწევაა: 3 წლის ასაკში მშრალ ლოგინში გაღვიძება.
    17 წლის ასაკში – ქალთან ღამის გატარება.
    25 წლის ასაკში – კარგი ცოლის შერთვა.
    35 წლის ასაკში – კარგი კარიერა და ოჯახი.
    45 წლის ასაკში – ოჯახი და კარიერა.
    55 წლის ასაკში – კარგი ცოლის შერთვა.
    65 წლის ასაკში – ქალთან ღამის გატარება.
    85 წლის ასაკში – მშრალ ლოგინში გაღვიძება


    * * *
    – მანდ რას აკეთებ?
    – მაროს სიცხეს ვუზომავ.
    მიხომ კარადიდან თოფი გამოიღო და ექიმს ეუბნება:
    – ერთი მაგ გრადუნიაზე ციფრები არ ეწეროს და დედას გიტირებ!


    * * *
    ჭიჭიკია ეკითხება ბიჭიკიას:
    – რავა ხარ?
    – რა ვიცი, ვარ ნელა-ნელა.
    – ნაზიკია რავა გყავს?
    – ქე არის ჰუმანიტარული დახმარებასავით.
    – მაგი რაფერ?
    – აღარ ვარგა და მაინც ვხმარობ



    * * *
    მამაკაცი პარკში გრძელ სკამზე ზის... მოღუშულია.. გამვლელი მიუახლოვდა და ეკითხება:
    – რა გჭირთ‚ რამე მოხდა?
    – დაჯექით და მოგიყვებით.
    მამაკაცი დაჯდა:
    – საქმე ისაა‚ რომ სკამი ახალი შეღებილია

    ქალო ხომ ხედავ ვკვდები და ახლა მაინც მითხარი, რომ მღალატობდი.
    -ვაი და რო გადარჩე?!


    * * *
    ზაქრო,–ეუბნება ცოლი კახელს,–ფარდები უნდა შევიძინო.
    – ფარდები რა ჩემ ფეხებად გინდა?
    – ეგე, ჩვენ წინ სტუდენტები ცხოვრობენ. უცებ შიშველი, რომ დამინახონ?
    – დაგინახავენ და თვითონ იყიდიან ფარდებსა.


    * * *
    გეპეის სტუდენტი გოგოსთან ერთად სეირნობს რუსთაველზე. ჩაუარეს სამწვადეს:
    -მწვადი გინდა?
    - არა?
    - კაი ბატონო.
    ცოტა ხანში ჩაიარეს სახინკლესთან.
    -ხინკალი გინდა?
    - არა?
    - კაი, ბატონო.
    მიუახლოვდნენ ლაღიძის წყლებს.
    -წყალი გინდა?
    -კი,-დაასწრო გოგომ.
    -გევიაროთ ცოტაც, კაი ფანტანი ვიცი.


    * * *
    მეგრელის მონოლოგი: მივდივართ 40 მეგრელი კანტიკუნტად... გევიხედეთ და მოდის 2 სვანი ჯგროდ... დეგვიწყენ ახირება.. გავლახეთ, იმდენი გავლახეთ დავრჩით ორი ორზე... ძაან რომ გაჭირდა ემევიღე დანა და დავარტყი, აგერა შრამი თუ არ გჯერა... გამოვეკიდე მეორეს... მივდევ - მირბის, მოვიხედავ - მომდევს... ბოლოს დევეწიე და იმდენი ვურტყი ძლივს მევედი გონს საავადმყოფოში...


    * * *
    სვანს ეკითხებიან რა მანქანა გყავსო და სვანმა უპასუხა ოთხი ნოლიო (ანუ აუდიო)


    * * *
    კაცი მიდის სამსახურში ჩალურჯებული თვალით. თანამშრომელი ეკითხება:
    - რა დაგემართა?
    - შვილმა დამარტყა.
    - რატომ?
    - დედა შევაგინე.
    - კიდევ კაი ფაქტზე არ წაგისწრო…


    * * *
    ღელვის დროს, მგზავრი მივა კაპიტანთან და ეკითხება:
    – რა მანძილზეა უახლოესი მიწა?
    – ორ მილში.
    მგზავრს გაუხარდება და კიდევ ეკითხება:
    – მარჯვნივ თუ მარცხნივ?
    – ქვემოდ, … მიოუგო კაპიტანმა.


    * * *
    შევარდნაძე კვდებააა ხოდა დაუსვამენ დიაგნოზს რომ უნდა გადაყლაპოს მამალი ჭიაყელა ამით გადარჩება მაგრამ ვერავინ ვერ რისკავს ბოლოს უკვე რაა აი ბოლო წუთები რომ აქვს მოვა კაციიი და მოიყვანს ჭიაყელას
    აი ეს გადააყლაპეთო იტყვიან ეს ხალხიც მოდი გადავაყლაპოთ ხუთი წუთი არც იქითაა და არც აქეთო ხოდა გადააყლაპებენ და მართლაც მამალი არ აღმოჩნდებაა. ხოდა გამოჯანმრთელდება დაიბარებს ამ კაცს თავის კაბინეტში შევარდნაძე და ეკითხება ეს ყველაფერი კაი შენი დიდი მადლობელი ვარ მაგრამ როგორ მიხვდი ჭიაყელა რომ მამალი იყოო ამ კაცმა გაიღიმა და უთხრაა ბატონო ედურად ამბროსოვიჩ როდესაც ეს ამბავი გავიგე ძალიან შევწუხდი მივედი ჭიაყელებთან და ვუამბე თქვენი გასაჭირი ამან კი პირველმა წამოიძახა ამ ჩემ ყ...ო ავდექი და წამოვიყვანეოოო


    * * *
    გუშინ ქუთაისში ჭიაკოკონობა იყო და ეშმაკის ბორბალი დაწვეს


    * * *
    გურული ცოლს შეუსწრებს სხვა კაცთან საწოლში და გაბრაზებული კითხულობს _ რას აკეთებს აგი ყაზილარი ჩემსლოგინშიო,
    _ არ მკითხო, სასწაულებს, სასწაულებსოოოო - უპასუხა ცოლმა:)))



    * * *
    ორი კაციჭამია გემრიელად სადილობს:
    – ერთი რაღაცა უნდა გითხრა, მაგრამ არ გეწყინოს. შენი სიდედრი არ მომწონს.
    – არ მომწონსო და ძალიან გემრიელად კი მიირთმევ.


    * * *
    გაკვეთილზე:
    – აბა, გუჯა, მაჩვენე, სად არის წითელი ზღვა?
    – არ გამოვა, მასწ, დალტონიკი ვარ.



    * * *
    რისთვის ზიხარ? – ეკითხებიან ციხეში გურულს.
    – ერთი პატარა შეცთომიზა, ძამა.
    – რაში შეცდი?
    – ჩემი ასდოლარიანი ამერიკულზე ორი მილიმეტრით მოკლე აღმოჩნდა.


    * * *
    ოსმა პოლიციელმა ქურდი დაიჭირა.
    – გამიშვი და 300 მარკას მოგცემ, – დაპირდა ქურდი.
    – 300 მალკა ბებიასენს მიეცი, ლა ძანდაბად მინდა! წელილებს ალავის ვუგზავნი. ძობია, 30 ლარი მომცე.



    * * *
    ცოლმა ქმარს მიახარა:
    – ძვირფასო, მალე მამა გახდები.
    – მაინც დაგირეკა იმ ჩათლახმა ლამარიამ, ხომ?!


    * * *
    – რატომ დაგიჭირეს? – ეკითხებიან პატიმარს.
    – პრეზიდენტს ვუჭერდი მხარს.
    – შენ? – ეკითხებიან მეორეს.
    – მე არ ვუჭერდი მხარს პრეზიდენტს.
    – და შენ? – ახლა მესამეს ეკითხებიან.
    – მე ვიყავი ის პრეზიდენტი.



    კახეთში იგრეთი წვიმა მოიდა ჯორი ვალინკებსა მთხოვდაო
    თედომ ეზოში იგრეთი ვირი დააბა ნოდარა ცოლს გაშორდაო
    ამ ჩვენი საქართველოს თამადობით ლუბოი საქართველოს გაუმარჯოსო : ))
    რას ამბობ ჯოოოუ, გურიაში სტუმრათა რო ვიყავ, იგრეთი ნესტი იყო ნასკებს იღლიაში ვარშრობდიო
    თედოს ცოლსა იგრეთი კაი ბალღი გაუჩდა, მთელი კვირა მეზობლებს თავისი ცოლები თედოსთან დაყავდათო
    ქელეხში იგეთი ხაშლამა მოიტანეს, ხალხი 15 წუთი ტაშს უკრავდაო – მზარეული სამჯერ ბისზე გამაიყვანესო კაცო
    ქელეხში იმდენი ხალხი მოვიდა მკვდარი დაამატესო
    გუშინ სამძიმარზე ისეთი ყვავილები მოიტანეს მიცვალებული თითონ ადგა გამოსართმევადოო
    ბიჯოოო მიცვალებული ისეთი მახინჯი იყო ჭირისუფალი კუხნიდანა ტიროდაო
    ნუ ცქმუტავ გასათხოვარი ქალივით
    ნამდვილი ამბავი
    იტოგში ჩემი ერთი ძმაკაცის თანამშრომელია კახელი რა.. ხოდა მაგის ძმაკაცს ადრე ხელში აუფეთქდა დინამიტი და ერთ ხელზე სამი თითი მოწყვიტა.. ხოდა მაგის მერე “ფანჯი-დუს” ვეძახითო
    ძმაკაცი მყავს მაგარი ხოხმა (ქართლელი კია, მარა მაინც უნდა ვთქვა)
    კითხეს მამაშენთან ეწევი სიგარეტსო?
    - მამაჩემი რა, ბენზინის კალონკა ხომ არ არისო
    ველისციხეში მოხუცი კაცის საფლავის ქვას აწერია:
    არც ახლა გჯერავთ, ცუდად რო ვიყავი, თქვე შობელძაღლებოო?!


    “იმასა გაუმარჯო ჰერეთი რო შაჰაბასს მიცა და თავისთვინ კიდე შიბლიანი დაიტოაო” შიბლიანი სოფელია



    იმ ქართველო გაუმარჯოსო, რომელიც საააკაძის ქუჩაზე თათრის სახლში ცხოვრობს ქირითო



    იმ კაცს გაუმარჯოს, სიდედრის გაკუებულს ხარბად რომ შეისუნთქავსო
    1 301 ნახვა
    22-03-2014, 05:25