X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
Ford Taurus წარმოებისთვის ემზადება
  • Ford Taurus წარმოებისთვის ემზადება

    მეექვსე თაობის სრულგაბარიტიან სედან Taurus-ის წარმოება Ford-მა 2010 წელს დაიწყო, შარშან კი განაახლა. შორს არც ის დროა, როცა ბაზარზე გამოსვლის ჯერი მეშვიდე თაობის „ტორასს“ დაუდგება. ცისფერი ოვალი უკვე მუშაობს მასზე და როგორც პორტალი „ედმუნდსი“ იუწყება, ამ ავტომობილს მომავალ წელს ვიხილავთ.

    იმავე „ედმუნდსის“ ინფორმაციით, ახალი Taurus-ი წინა ამძრავიანი ავტომობილი იქნება და უფრო პატარა და ძალიან პოპულარული Fusion-ის მოდიფიცირებულ პლატფორმას დაეყრდნობა. მოდიფიკაციის შედეგად, პლატფორმა დაგრძელდება და გაგანიერდება, თუმცა ამის მიუხედავად, ის ახლანდელი Taurus-ის პლატფორმაზე მსუბუქი იქნება.

    ამასთან, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, ახალი ავტომობილი წინამორბედზე სწრაფი და ეკონომიური იქნება. ამ ტექნოლოგიებს შორის, სერია ეკობუსტის ძრავების გარდა, უახლესი 9-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფიც იქნება, რომელიც საწვავის ხარჯის შემცირებას გამოიწვევს.

    „ახლანდელი „ტორასის“ (ფოტოზე) მთავარი პრობლემა, მისი სიმძიმეა. ამის გამო, საუკეთესო მახასიათებლების მქონე ვერსია SHO-ც კი რეალურად, არაკონკურენტუნარიანია. ეკობუსტის V6-საც კი უჭირს მისი დაძვრა“, - ყვება კომპანიის თანმშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ეს ყველაფერი გაკვეთილია, რომლის გათვალისწინებითაც, Ford-ი სულ სხვა ავტომობილს მოამზადებს და ამის გარანტია უკვე ისა, რომ ახალი Taurus-ი, მეტად წარმატებული Fusion-ის ბაზაზე აიგება.

    ჯერჯერობით, არც ახალი ავტომობილის ძრავების გამაზე გავრცელებულა ინფორმაცია. თუმცა დიდი მარჩიელობა არ უნდა იმას, რომ მასში ძირითად ადგილს სერია ეკობუსტის ოთხ და ექვსცილინდრიანი აგრეგატები დაიკავებს.
    წყარო
    1 184 ნახვა
    23-03-2014, 02:00