X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ნინი დედალამაზიშვილი დანგრეულ ოჯახსა და თავისუფლებაზე
  • ნინი დედალამაზიშვილი დანგრეულ ოჯახსა და თავისუფლებაზე

    ნინი დედალამაზიშვილისა და კოტიკო ყიფიანის ოჯახი რომ შეიქმნა, „რეიტინგი“ პირველი ჟურნალი იყო, რომელიც მათ ეწვია და ამ სიახლის შესახებ საკუთარ მკითხველს ამცნო. სამწუხაროდ, ნინი და კოტიკო დაქორწინებიდან ძალიან მალე დაშორდნენ ერთმანეთს. ჩვენი რესპონდენტი ახლა თავის საქმიანობასა და პატარაზეა გადართული და თავს ძალიან კარგად გრძნობს.

    - ნინი, შენი ელენე ერთი წლის გახდა და ფოტოებიდან, რომლებიც „ფეისბუქზე“ განათავსე, ჩანს, რომ განსაკუთრებულად აღგინიშნავთ.
    - არსებობს სტერეოტიპი, რომ პატარის ერთი წლის შესრულება არ უნდა აღნიშნო, მაგრამ დედაჩემი გიჟდება ასეთ რიტუალებზე. ელენეს ტორტი მოუტანა, სადღესასწაულო ქუდები დავიხურეთ და აღვნიშნეთ. მართალია, ელენემ ვერაფერი გაიგო, მაგრამ დაბადების დღე მაინც გადავუხადეთ. ბევრი საჩუქარი მიიღო და ამაზე გაგიჟდა. უკვე დაიწყო რაღაცების აღქმა. ათი თვის იყო, კიევში, ევრომაიდანზე რომ აიდგა ფეხი, ასე ვხუმრობთ ხოლმე, იქ ვიყავით ახალ წელს. სხარტი ბავშვია და ძალიან საყვარელი.
    - ამას წინათ „იავნანას“ კონცერტზე გამოხვედი. ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინე, ხარ „მგზავრების“ წევრი თუ არა?
    - (იცინის) ძალიან კარგი შეკითხვაა. ვარ ამ ჯგუფის წევრი, ოღონდ უფრო პროდიუსინგის, პიარისა და დაგეგმარების კუთხით. „იავნანას“ 10 წლის იუბილეზე კი სპონტანურად გამოვედი. გიგიმ მთხოვა, აუცილებლად უნდა იმღეროო. მე მაინც მგონია, არ მაქვს ისეთი ხმა, რომ სცენაზე ვიდგე. ამას განსაკუთრებით მას შემდეგ ვფიქრობ, რაც სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში გამომსვლელებს ვუყურებ. იმდენად მაგარი მომღერლები არიან, რომ სირცხვილია, რადგან მე მაქვს შესაძლებლობა, ჯგუფში ვიმღერო, ამით ვისარგებლო. პიარი ბევრად კარგად გამომდის, ვიდრე სიმღერა. „იავნანას“ კონცერტზე იმიტომ გამოვედი, რომ იმ სიმღერაში ადრე ვმღეროდი. თან, თანხა უნდა გამომეცხადებინა. ძალიან მაგარი იყო...
    შეიძლება ითქვას, ამ ჯგუფში არ ვირიცხები, რადგან გიგის კონცერტები ძირითადად საზღვარგარეთ აქვს და მე ელენეს გამო ასე აქტიურად ვერ ვივლი. თუმცა, რას გაიგებ, ჩვენთან ყველაფერი სპონტანურად ხდება. მაგალითად, შეიძლება, „მგზავრების“ კონცერტზე როგორც მაყურებელი, ისე მივიდე და უცბად გიგიმ დაიყვიროს, ნინი, ამოდი სცენაზეო. მეც ავიდე და ვიმღერო, თუმცა ეს თავისთავად იმას გულისხმობს, რომ რეპეტიცია არ მაქვს გავლილი. მერე ხშირად უკმაყოფილო ვრჩები. ასე რომ, ზოგადად, მირჩევნია, საქმე ვაკეთო კადრს მიღმა, ვიდრე ვიყო სცენაზე და არ იყოს მაღალი დონე.
    - „მგზავრების“ კონცერტმა როგორ ჩაიარა?
    - „ივენთ ჰოლში“ გვქონდა კონცერტი. ვნერვიულობდით, რადგან იმ დღეს ბევრი სხვა ღონისძიებაც იმართებოდა. დიდი ხანია, თბილისში კონცერტი არ გვქონია და მაინც ვღელავდი, მაგრამ როცა გავიხედე და ფილარმონიის გადავსებული კიბეები დავინახე, მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი გვქონდა. ინტერნეტში დევს ვიდეოები, ფოტოები, როგორ კარგად ჩაიარა კონცერტმა. სხვათა შორის, კლუბური სივრცე „მგზავრების“ მუსიკას ბევრად მოუხდა, რადგან ჩვენი მსმენელები სულ წერდნენ ხოლმე, ცეკვა გვინდოდა და ვერ ვიცეკვეთო, როცა კონცერტები ფილარმონიის დიდ დარბაზში ტარდებოდა. კლუბში კი ყირაზე გადავიდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (იღიმის).
    - ახლა რას აკეთებენ?
    - კონცერტები აქვთ უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში, იწვევენ ცნობილ გადაცემებში, კონცერტი ჰქონდათ მოსკოვშიც. ძირითადად, სულ იქით არიან. აქ, მგონია, რომ არც არაფერი ხდება, რომ მონაწილეობა მიიღონ.
    - ფინანსურადაც ალბათ, უფრო მომგებიანია.
    - ფინანსურად ვერც შევადარებ აქაურ და იქაურ სიტუაციას. აქ ჩემს ტელეფონზე აღარც კი მახსოვს, როდის გაისმა ზარი რომელიმე კონცერტის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ძირითადად, შინაურებისგან მოდიან და მერე უხერხულობა გექმნება, რაღაც ფასდაკლებები უნდა აკეთო (იღიმის).
    - შენ ამჟამად რას საქმიანობ?
    - იმის გარდა, რომ „მგზავრების“ პიარზე ვმუშაობ საქართველოში, ასევე ვაპირებ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც ცნობილი წამყვანი ეყოლება. ვაპირებთ შემეცნებითი გადაცემის მომზადებას, არა ყვითელის, რომელსაც რამდენიმე არხს წარვუდგენთ. ახლა პილოტს ვამზადებთ.
    - ყვითელს შევეხოთ. შენს პირად ცხოვრებას გარკვეულ წრეებში აქტიურად განიხილავენ.
    - სულ მაქვს იმის პრობლემა, რომ ან გიგის დად მომიხსენიებენ, ან ციცის შვილად.
    - ეს კომპლექსს გიქმნის?
    - კომპლექსს ნაკლებად, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩემს პროფესიაში ცოტა არ მაქვს გაკეთებული და ზოგჯერ თავდაჯერების მოსამატებლად ჩემს სივის გადავხედავ ხოლმე (იღიმის). ბევრს ჰყავს ცნობილი ძმა ან და, მაგრამ ჩემ შემთხ-ვევაში, როცა ჩემზე რამეს წერენ, სულ ასეთი სათაურია, გიგი დედალამაზიშ-ვილის დამ რაღაც გააკეთა. ალბათ, ბევრს უფიქრია, როცა ესა თუ ის ჟურნალი გადაუშლია, ამ ადამიანის ინტერვიუ ვის რაში აინტერესებსო და მეშინია, რომ ჩე-მზეც ასე არ თქვან.
    - მაინც მინდა გკითხო შენს პირად ცხოვრებაზე. მომღერალ კოტიკო ყიფიანს დაქორწინებიდან მალევე დაშორდი, არადა, ძალიან ბედნიერები ჩანდით, როცა პირველად გესტუმრეთ.
    - ალბათ, ჩემთვის უფრო კარგი იქნებოდა, დაშორების შემდეგ ცუდად ვყო-ფილიყავი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. თითქოს გა-ვთავისუფლდი და იმის დროც არ მქონია, რომ მეფიქრა, ეს რა დამემართა-მეთქი. აბსოლუტურად არ მქონია ეს მომენტი. დაქორწინებიდან მართლაც მალე და-ვშორდით. ალბათ, ეს არაფერში არ წერია, მაგრამ ასე მოხდა. ჩემს პიროვნულ ამბებს ვერ დავთმობდი იმის გამო, მერე ხალხი რას ილაპარაკებს და როგორ შეხვდება ჩვენს დაშორებას-მეთქი. გარკვეული პერიოდის შემდეგ შევრიგდით, თუმცა ამას შერიგებასაც ვერ ვარქმევ. არ მინდოდა... ეტყობა, ქორწინება ბევრ რამეს აფუჭებს. ახლა კი მართლა ძალიან კარგად ვარ. არც გაბრაზებული ვარ და არც არანაირი გრძნობა მაქვს. რაღაცებზე ვილაპარაკებდი, მაგრამ ელენე არსებობს ჩემს ცხოვრებაში. მაინც ყველამ იცის ყველაფერი. რომ დავშორდით, ყველამ გაიგო.
    - კოტიკო ძალიან მალევე დაქორწინდა მეორედ.
    - არ ვიცი მისი ცხოვრება, ეს ზედმეტი ინფორმაციაა ჩემთვის. იმდენი სა-ფიქრალი მაქვს, როგორ იყოს ელენე კარგად და კომფორტულად, რომ არ მინდა კოტიკოზე ზედმეტად ლაპარაკი. მინდა, რომ ელენეს მამასთან კარგი ურთიერ-თობა ჰქონდეს და ამაში მაქსიმალურად შევუწყო ხელი.
    - ახლა როგორია შენი პირადი ცხოვრება?
    - ერთ რამეს მივხვდი. ჩემმა ქორწინებამ მასწავლა, რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რასაკვირველია, ჩემი ოჯახის დანგრევას ამას ვერ დავაბრალებ, მაგრამ როცა წყვილის მიმართ ბევრი შეკითხვა ისმის, ეს მათ ურთიერთობაზე დადებითად არ მოქმედებს. ფლირტის დონეზე ურთიერთობაზეც კი აღარსად აღარ ვილაპარაკებ. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ახლა ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი შვილია. არც მეგონა, რომ ასეთი დედა ვიქნებოდი. ორმაგად ვართ გადართული ყველა ელენეზე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
    - შენი ოჯახი როგორ შეხვდა შენი განქორწინების ამბავს?
    - ჩემს გადაწყვეტილებებს პატივს სცემენ და ადეკვატურად შეხვდნენ. ზრდასრული ადამიანი ვარ. მაქვს ჩემი პრინციპები, ცხოვრების წესი, საქმისადმი საკუთარი დამოკიდებულება. როგორც კი შემეზღუდება ეს ყველაფერი, იქ არ წახვიდე, აქ არ წამოხვიდე დაიწყება და ჩემს საქმეს საფრთხე შეექმნება, თუკი მამაკაცმა ხელი არ შემიწყო, როგორი შეყვარებულიც უნდა ვიყო, იქვე დავა-მთავრებ ურთიერთობას. და არ მაინტერესებს, რას იფიქრებენ მეზობლები. მგონია, მაგრად გამიმართლა, რომ ასე მალე დასრულდა ეს ყველაფერი. არიან წყვილები, რომლებიც, მიუხედავად პრობლემებისა, წლობით რჩებიან ერთად. დაოჯახება ბედნიერებისთვის სულაც არ არის აუცილებელი. უნდა იყო იმ ადამიანთან, რომელთანაც თავს თავისუფლად გრძნობ. ქაღალდი მარაზმია და მიხარია, რომ ეს მარაზმი მალე დავამთავრე.
    - დაოჯახებაზე საერთოდ აღარ ფიქრობ?
    - ეს მეორე პათოლოგია მგონია, როცა ორი დღის დაშორებული ისევ ქორწინდები. მგონია, რომ იმ ადამიანსაც რეაბილიტაციისთვის იყენებ. რა საჭიროა ეს ყველაფერი, ვერ ვხვდები.
    - შენი ძალიან კარგი ფოტოსესიები ვნახე.
    - ფოტოგრაფმა ლევან ჭყონიამ მითხრა, რომ სხვა კუთხით მხედავდა და ფი-ქრობდა ჩემს გადაღებას. ვიზუალურად თავადაც შევიცვალე, დავიკელი წონაში, საკუთარი თავისთვის დრო მომეცა, შემიძლია, თავისუფლად ვისუნთქო. მგონია, რომ ლეკომ საინტერესოდ დამინახა და მომეწონა ეს ფოტოსესია. რამდენიმე სხვა ფოტოგრაფთანაც ვიმუშავე. ძალიან ვხალისობ ამ ყველაფრით.

    1 906 ნახვა
    23-03-2014, 04:05