X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
საყვედურის წერილი ტელეკომპანია  "Tvkvemokartli"-ს
  • საყვედურის წერილი ტელეკომპანია "Tvkvemokartli"-ს

    21 მარტს კომპანია "GOGAGGG"-ის ორგანიზებით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში ჩატარდა რუსთავისა და თბილისის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც, ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა მხატვრები. აქცია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. აქციაში შემოსული თანხა თვით ამ ადამიანებს გადაეცათ.
    აღსანიშნავია ის, რომ ამ გამოფენა-გაყიდვას მხოლოდ ორი მედია საშუალება ესწრებოდა: ქვემო ქართლის ტელეკომპანია "Tvkvemokartli" და ინტერნეტმედია "GOGAGGG".
    კომპანია "GOGAGGG"-მ სრული ნდობა გამოუცხადა "Tvkvemokartli"-ს და თანამშრომლობაც შესთავაზა. მეტიც, საქველმოქმედო გამოფენაზე, აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენლები ტრანსპორტით უზრუნველყო. მოლოდინმა კი არ გაამართლა, რის გამოც, ამ უკანასკნელს საყვედურის წერილი გაუგზავნა "GOGAGGG"-ს დამფუძვნებელმა-გოგა გოგილაშვილმა და ამავე კომპანიის პიარ-მენეჯერმა-თათია გოგილაშვილმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ტელეკომპანიის გაშუქებული ინფორმაცია არაზუსტი იყო. მათ არც ის უხსენებიათ თუ ვინ იყო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი და სპონსორი და არც კომპანიის სახელწოდება მიუთითეს სწორად.
    უზარმაზარი საყვედურის და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ტელეკომპანია "Tvkvemokartli"-მა დაშვებული შეცდომა ნაწილობრივ გამოასწორა და კომპანია "GOGAGGG"-ს ბოდიში მოუხადა.


    მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის
    1 697 ნახვა
    23-03-2014, 15:04