X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
Bentley-ს ყველგანმავალი 320 კმ/სთ-ით ივლის
  • Bentley-ს ყველგანმავალი 320 კმ/სთ-ით ივლის

    საოცარია - ამ ავტომობილის პრემიერამდე მინიმუმ ერთი წელია, ის კი საავტომობილო მედიაში უკვე ნამდვილი ჰიტი გახდა. არადა, მისი კონცეპტუალური ვერსია, სახელად EXP 9 F, ბევრისთვის სიმახინჯის განსახიერება იყო. Bentley-მ ჯერ მხოლოდ ამ ავტომობილის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე მას უფრო ახლოსაც გაგვცნობს.

    მაგრამ სანამ ეს მოხდებოდეს, ბრიტანულმა ჟურნალმა „ავტოქარმა“ ახალი ავტომობილის შესახებ გარკვეული ინფორმაცია შეიტყო. მაგალითად ის, რომ ეს უგზოობის ავტომობილებს შორის ყველაზე სწრაფი მოდელი იქნება - მისი სიჩქარე 320 კმ/სთ-ს მიაღწევს!

    რა თქმა უნდა, EXP 9 F-ს საფუძვლიანი გარეგნული ცვლილება ჩაუტარდება. ამ საქმეს კომპანიის დიზაინის ახალი შეფი, ლუკ დონკერვოლკე ხელმძღვანელობს. ფოტო ტიზერის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილს ისევ მონუმენტური გარეგნობა ექნება, რაც არაა გასაკვირი. თუმცა ასეთი ავტომობილისთვის 300-ზე მეტი სიჩქარე გაოცებას და იმავდროულად, აღტაცებასაც იწვევს.

    ინფორმაციის წყარო იტყობინება, რომ ასეთი სიჩქარის მისაღწევად, გაუმჯობესდბა კონცეპტუალური ავტომობილის აეროდინამიკა. კერძოდ, მისი სახურავი უფრო დაბლა განთავსდება. ამასთან, დაიხვეწება ავტომობილის ძირი, რაც ასევე აეროდინამიკის გაუმჯობესებას ემსახურება. Bentley არ მალავს, რომ მისი ყველგანმავალი სწორ გზაზე აქცენტს კომფორტზე გააკეთებს, უგზოობაზე კი მთავარი მაღალი გამავლობა იქნება.

    სხვათა შორის, ამ ტიპის ავტომობილებისთვის, ძირის აეროდინამიკური დახვეწა არ ითვლება პრიორიტეტად. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცუდ გზაზე მოძრაობისას, ავტომობილის ძირი ქვებისგან დაცული იყოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება საბურავები იქნება - ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ უგზოობის ავტომობილი საკმაოდ მძიმე იქნება. ასეთს კი მაღალ სიჩქარეზე სპეციალური რეზინი დასჭირდება...
    წყარო
    1 424 ნახვა
    24-03-2014, 05:31