X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
Lamborghini Huracan-ი ყველასათვის...
  • Lamborghini Huracan-ი ყველასათვის...

    არა, იტალიური კომპანია სულაც არ აპირებს მასობრივ წარმოებაზე გადასვლას! ეს არაფერში სჭირდება. მართალია, Lamborghini იმედოვნებს, რომ უახლესი Huracan-ი მის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდება, მაგრამ მის შეძენას მაინც მხოლოდ მდიდრები შეძლებენ. დანარჩენებმა კი ნერწყვები უნდა ყლაპონ და მაქსიმუმი, რითაც შეიძლება სურვილი დაიოკონ, ამ ავტომობილის კომპიუტერში მართვაა.

    ამის საშუალებას კი მათ სპეცალური კომპიუტერული ონლაინ სიმულატორი (http://drivemyhuracan.lamborghini.com/) მისცემს, რომელიც სანტ’აგატა ბოლონეზელებმა თავიანთი ფანებისთვის შეიმუშავეს. რა თქმა უნდა, ვირტუალური „ურაკანი“ რეალურ შეგრძნებებს ვერ გამოიწვევს, მაგრამ ამ ავტომობილს ყველა ის მონაცემი აქვს, რაც რეალურს. თანაც, მისი მართვის საშუალება გაცილებით ადრე შეიძლება, ვიდრე რეალურ ავტომობილს პირველი შემკვეთები მიიღებენ!

    ცნობისათვის, Huracan-ი 5.2-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 601 ცხენის ძალას და 650 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან ორქუროიანი გადაბმულობით დაკავშირებულია 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი. ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ია.

    Huracan-ი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტით დამზადებულ შასის ეყრდნობა, რომელიც ძალიან მსუბუქიცაა და მტკიცეც. ამასთან, გრეხვაზე მაღალი მედეგობით გამოირჩევა, რაც მისი ტიპის ავტომობილებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამავე პლატფორმაზე აიგება შემდეგი თაობის Audi R8-ც.
    წყარო
    1 331 ნახვა
    24-03-2014, 05:31