X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
მწარე რეალობა
  • მწარე რეალობა

    –მერე?
    –მერე გახუნდა
    –მერე რაღა მოხდა?
    –მერე გაქრა
    –სულ სულ გაქრა?
    –არა, მოგონებები დატოვა
    –რამე კიდევ გტკივა?
    –კი ისევ
    –და რა?
    –მოგონებები
    –კი, მაგრამ რატომ?
    –გახუნებას და გაქრობას მახსენებს
    –...
    –არაფერი, რომ არ გამოვიდა მაგიტომაა მტკივნეული
    –ნანობ?
    –არ ვიცი, ალბათ არა
    –მაგრამ,რომ გტკივა?
    –მაგრამ, ჰომ მიხაროდა კიდეც
    –განა ღირდა?
    –ალბათ
    –რა იყო ღირებული?
    –გაღვიძება, რომ მიხაროდა
    –ახლა აღარ გიხარია?
    –ახლა სულერთია
    –ახლა რამეს მაინც არ გრძნობ?
    –კი, სირცხვილს
    –კი,მაგრამ რისი გრცხვენია?
    –სისუსტის
    –ვერ მივხვდი
    –აი, სუსტი,რომ აღმოვჩნდი,ისეთი რომ მის გულს კვალიც ვერ დავატყვე,ან იქნებ...
    –ან იქნებ რა?
    –იქნებ სერიოზულად არც მიყურებდა
    –ახლა აქვს აქრი მაგას?
    –რათქმაუნდა
    –ანუ ისევ გიყვარს?
    –მე არ მყვარებია
    –აბა?
    –აბა?!არ ვიცი
    –მოგწონდა მაინც?
    –რაღაც უფრო მეტი, მაგრამ...
    –მაგრამ რა?
    –არც მთლად სიყვარული
    –უცნაურია
    –არა, სულაც არა
    –მაშ რა არის?
    –შიში
    –რისი?
    –იმის, რომ მიყვარდა მას კი...
    –რატომ გაჩერდი?
    –მიჭირს თქმა
    –უკაცრავად, იცი მე..არ მინდოდა
    –არა ნუ მიბოდიშებ, მინდა გითხრა
    –მაშ, მე გისმენ
    –ის მაშინებს რომ მას აერც მოვწონდი
    –ვერ მიხვდებოდი?
    –როგორც ჩანს ვერა
    –მაგრამ იქნებ...
    –მაშინ არ წავიდოდა
    –მაშ რატომღა მოვიდა?
    –არავინ ჰყავდა
    –მერე რა?
    –ვიღაც ჭირდებოდა და მე გამოვჩნდი
    –რა სტატუსით?
    –უსტატუსოდ
    –ეგ როგორ?
    –ფაქტია, რომ მეგობრები არ ვიყავით,თან მეტიც და თან ნაკლებიც
    –რთული იყო?
    –არა კარგი
    –როგორ ფიქრობ რისი ბრალია?
    –რა?
    –რომ წავიდა
    –აღარ ვაინტერესებდი
    –კი მაგრამ რატომ?
    –ალბათ ჩემი იმპულსურობოთ ყველაფერი გავაფუჭე
    –როგორ?
    –მე არასდროს ვფიქრობ ვის რას ვეტყვი და როგორ მიიღებს
    –ანუ არ თამაშობ, ეგ კი კარგია
    –არ ვიცი ვითომ?!
    –კი და ეგ უნდა დაეფასებინა
    –ალბათ გრძნობებს მიმიხვდა
    –მერე?
    –ინტერესი დაკარგა
    –კი, მაგრამ რატომ?
    –რთულად მოსაპოვებელი აღარ ვიყავი
    –ჰოდა... მჰ
    –ჰოდა რაც უფრო რთულია, მით უფრო ტკბილია
    –არ ვიცი რა უნდა ვთქვა
    –არც მე და მაშინ გავჩუმდეთ....
    ....
    –ერთი კიტხვა მაქვს შეიძლება?
    –კი,გისმენ?
    –რომ დაბრუნდეს?
    –გააჩნია
    –რას?
    –როგორ დაბრუნდება
    –შენ როგორ გირჩევნია?
    –სიყვარულით, სამუდამო სიყვარულით
    –როგორ გინდა რომ უყვარდე?
    –როგორც გიჟს, თუნდაც უმიზეზოდ ვუყვარდე, მიცავდეს მისი პატარა გოგო ვიყო, დამიცვას, იდიოტები არ გამაკაროს,არ მატკინოს და ჩემ ცრემლებს ვერ იტანდეს. ჩემი სიცილი უყვარდე?
    –და მერე?
    –მერე მეუღლეს ვუწოდებ
    –მალევე?
    –არა, რომ დავრწმუნდები
    –მის სიყვარულში?
    –ჰო და კიდევ იმაში, რომ მზად ვარ
    –მზად რისთვის?
    –ყველა ქალს ვინც კი მის გვერდით იქნება კონკურენციაში, რომ მოვუგებ!
    1 495 ნახვა
    24-03-2014, 05:40