X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ანრი ჯოხაძის ახალი მუზა რუსეთის ამომავალი ვარსკვლავია
  • ანრი ჯოხაძის ახალი მუზა რუსეთის ამომავალი ვარსკვლავია

    ანრი ჯოხაძე ახალ კლიპს იღებს. ''განა ყველა ქალი ქალია'' - ასე ჰქვია მომღერლის ნამუშევარს, რომელის პრემიერას მაყურებელი გადაცემა ''პროფილში'' იხილავს. ანრიმ კლიპში გადასაღებად შორენა ბეგაშვილი, კრისტი ყიფშიძე, მაკა შალიკაშვილი და ია ნინიძის ქალიშვილი ნინო ნინიძე მიიწვია.

    ნინო ნინიძე რუსეთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია. რუსეთში მას მსახიობად და მომღერლად იცნობენ. მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე რუსულ ფილმში. რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩამოვიდა და ანრის კლიპში მონაწილეობაზე დასთანხმდა.

    კლიპზე მუშაობისას ნინოსთან ერთად გადაღებული ფოტო ანრიმ ''ფეისბუქზე'' გამოაქვეყნა და დაწერა ''ნინო - ჩემი ახალი მუზა''. ფოტოს ბევრი მოწონება და კომენტარები აქვს.

    ზოგიერთის აზრით, ნინო კარგი მუზაა. ერთი მათგანი იმასაც წერდა, კარგი გოგოა, იქნებ, ანრი მან მაინც ''მოარჯულოს'' არაჩვეულებრივი წყვილი იქნებაო. ანრის დამცველები გამოუჩნდნენ. წერდნენ, მოსარჯულებელი რა სჭირს, კაცი ასეთი უნდა იყოსო.

    ამ კომენტარებს ანრის ''ჩვეული'' კომენტარი მოჰყვა. ''ზოგიერთებს ღია ხომ არ გაქვთო'' - იკითხა მომღერალმა. ალბათ ერთია რა სურს ანრის მსმენელს მომღერლისთვის და მეორე, რა უნდათ თავად ანრის და ნინოს. ნინომ რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, რომ დედამისის მსგავსად პატარა ასაკი გათხოვებას არ აპირებს.
    2 001 ნახვა
    24-03-2014, 07:02