X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ქირურგების ძალისხმევის მიუხედავად პაციენტი გადარჩა…
  • ქირურგების ძალისხმევის მიუხედავად პაციენტი გადარჩა…

    ***
    მიხოს შვილი ბრუნდება სკოლიდან მურიანი და ტანსაცმელჩამოხეული:
    __რა იყო შვილო რა მოგივიდა?
    __ ქიმიაში ცდა ჩავატარეთ მამიი.
    __ კიდე სკოლაში მიბარებენ შე შობელძაღლო?
    __ არა მამიი, სადღაა სკოლა.

    ***
    მარშუტკაში იმდენი ხალხი იყო მძღოლი მეორე რეისს გამოყვაო.

    ***
    სვანს სტუმრები ჰყავს და ოჯახის წევრებს აცნობს:
    __ გაიცანით ეს არის ჩემი ძმა.
    __ სასიამოვნოა.
    __ კიდევ ერთი ძმა მყავს
    __ მერე სად არის
    __ აგერ გორაზე 40 კაცი რომ დგას იქაა.
    __ მერე რომელია
    სვანი თოფს გამოიტანს და გაისვრის
    __ აგერ მთიდან რომ მოგორავს ისაა.

    ***
    ძველი მეგობრები ხვდებიან ერთმანეთს:
    __ გავიგე კვარტეტი შეგიქმნია.
    __ კი.
    __ რამდენნი ხართ?
    __ სამნი.
    __ ვინ და ვინ?
    __ მე და ჩემი ძმა.
    __ შენ ძმა გყავს?
    __ არა რა იყო???

    ***
    ორი ძმა საუბრობს. ერთი ეუბნება:
    - მე დედიკოს და მამიკოს ოფრო ვუყვარვარ იმიტომ რომ სულ
    შოკოლადებს და კამფეტებს მიყიდიან ხოლმე.
    მეორე:
    - ზატო მე კიბო არა მაქ.

    ***
    სომეხს ეკითხებიან ყველაზე დედამ*****ლი ერი მსოფლიოში რომელიაო.
    ზატო კანიაკი გვაქ მაგარიო.

    ***
    სვანი ოქროს თევზს დაიჭერს, ბოტკინი აქვსო და გაუშვებს.

    – გილოცავთ ბავშვის შეძენას. რა დაარქვით.
    – ჩემ ცოლს თორნიკე უნდოდა მე გიორგი, ბოლოს კი მაყვალა დავარქვით.
    ***
    – აჰა, შოკოლადი!
    – არ მინდა!
    – რატო?
    – ნოემბერშია გამოშვებული.
    – ახლა რომელი თვეა?
    – სექტემბერი.
    – აზრზე ხარ. მომავლიდანაა…
    ***
    კაცი თავის მეოთხე ცოლს ასაფლავებს, ეკითხებიან:
    – პირველი ცოლი რით დაიღუპა?
    – სოკოთი მოიწამლა.
    – მეორე?
    – სოკოთი მოიწამლა.
    – მესამე?
    – ისიც.
    – ბოლო?
    – ტვინის შერყევით… სოკოს ჭამა არ უნდოდა.
    ***
    სამშობიაროში მედდა კითხულობს:
    – რა ტირილი ისმის… ეს, ალბათ, გუშინ ოთხი ტყუპი გოგო რომ დაიბადა ისინი ტირიან.
    – არა, მათი მამა…
    ***
    – ვერ ვიძინებ სიბნელეში, იმიტომ რომ ვერ ვიგებ თვალები დახუჭული მაქვს თუ არა.
    ***
    პატარა ბიჭს ძალიან უნდოდა მამას დამსგავსებოდა და გალოთდა.
    ***
    ერთმანეთს ხვდება ორი კურდღელი, ერთს ფეხი აქვს დაზიანებული:
    – ნადირობის დროს?
    – ჰო…
    – მონადირემ?
    – ჰო…
    – გესროლა?
    – არა, ფეხი დამაბიჯა.
    ***
    სვანი მეასე სართულიდან გადმოვარდა და ფილტვების ანთებით მოკვდა.
    ***
    სვანეთში ორი ქალი საუბრობს:
    – გაიგე, ზვიადმა თავი მოიკლა!
    – ისევ?
    – ჩუმად, აგერ მოდის და არ გაიგოს.
    ***
    დედა ეუბნება შვილს:
    – შვილო, ნუ ურტყავ მეზობლის ბავშვს თავში აგურს, თორემ გაოფლიანდები და გაცივდები.
    ***
    სვანმა იმდენჯერ შეიყვანა არასწორი პაროლი, რომ კომპიუტერი დანებდა…
    ***
    სვანმა ცხენი დაკარგა და გაფიქრა: კიდევ კარგი ზედ არ ვიჯექიო.
    ***
    ბაყაყი გუბესთან იჯდა, წვიმა წამოვიდა და წყალში გადახტა არ დავსველდეო.
    ***
    სვანს შეხვდება ძველი ნაცნობი:
    – რა იშოვე ასეთი, ამდენი ოქრო რომ გიკეთია?
    – ოქროს თევზი დავიჭირე.
    – მერე რა თხოვე?
    – რა უნდა მეთხოვა, გადავადნე.
    ***
    – ექიმო, სარკეში რომ ვიყურები გული მერევა.
    – ხოოო… კარგი მხედველობა გქონიათ.
    ***
    სვანეთის ერთ-ერთ სოფელში სახანძრო განყოფილება გაიხსნა. მეხანძრეებმა მოსახლეობას განუმარტეს: “ჩვენი მომსახურება უფასოაო…”
    … იმ საღამოს, იმ სოფელში ბევრ სახლს გაუჩნდა ხანძარი.
    ***
    ქართველების გათვლა:
    – პირველი!
    – პირველი!
    – პირველი…
    ***
    ვანი კომპიუტერზე ნიორს ჩამოკიდებს, ვირუსი აღარ შეეყრებაო.
    ***
    ქირურგების ძალისხმევის მიუხედავად პაციენტი გადარჩა…
    ***
    სიდედრი ესტუმრა სიძეს. სიძე ეკითხება:
    – რამდენი ხნით ჩამოხვედი?
    – როგორც კი მოგბეზრდება წავალ.
    – ჰო… საჭმელი მაინც გეჭამა.
    ***
    სვანი წერილს წერს მეგობარს: "ამ წერილს ნელა გწერ, ვიცი რომ ჩქარა კითხვა გიჭირს".
    ***
    სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი… სვანი უყვირის.
    – როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?
    – არა!
    – ფეხი ხო არ მოიტეხე?
    – არა!
    – აბა, რა მოიტეხე?
    – დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!

    ექიმი ეუბნება პაციენტს:

    – ესე იგი‚ უნდა იცოდეთ‚ რომ თქვენ ვერ დალევთ‚ ვერ მოწევთ‚ ვერ უყურებთ ტელევიზორს....

    – და ეს როდემდე?

    – სანამ არ გადაიხდით ამ ანგარიშში მითითებულ თანხას.

    ***

    წარწერები მდივანთან სასიგნალო ნათურების ქვეშ:

    – „ბუღალტერია“‚ „ბოსი“‚ „სექსი“...

    ***

    ქმარი თითქმის ყოველ საღამოს ნასვამი მოდის. ცოლმა ყველა ღონე იხმარა – თხოვნა‚ ჩხუბი‚ გაბუტვა – არაფერმა გაჭრა და, გადაწყვიტა‚ შეეშინებინა: იშოვა რაღაც საშინელი ნიღაბი‚ გადაიცვა ზეწარი, შუქები ჩააქრო და, ქმარი რომ ოთახში შემოვიდა‚ წინ შეეფეთა.

    – შშენ მე ვერ შშემაშინებ‚ მე შენს შვილზე ვარ დაქორწინებული...

    ***

    დიდი ხანია, მეცნიერები მუშაობენ, მაგრამ, ჯერჯერობით ვერავინ აღმოაჩინა სიტყვა „ევრიკას“ ანტონიმი.

    ***

    დიდი ხნის უნახავი ორი ებრაელი ერთმანეთს შეხვდა. მოიკითხეს ერთმანეთი. ერთ-ერთმა შესთავაზა, ბარში შევიდეთო.

    – მერედა, ვინ გადაიხდის? – ჰკითხა მეორემ.

    – მაგაზეც ვიფიქრე. აი, ხედავ შადრევნებს აუზში? მოდი, ორივემ ჩავყოთ თავი, ვინც პირველი ამოყოფს, ფულიც იმან გადაიხადოს.

    ...მეორე დღეს ყველა გაზეთები მკითხველს პატარა აუზში დამხრჩვალ ორ ებრაელზე მოუთხრობდა.
    ***

    სამშობიარო სახლში მამა ახალგაჩენილ შვილს სურათებს უღებს‚ ხან წინიდან‚ გვერდიდან‚ დაწოლილი‚ ხელში... მოკლედ, ბატარეის „დაჯდომამდე“ მამა არ გაჩერებულა.

    – თქვენი პირველი ბავშვია? – ჰკითხა ექიმმა.

    – არა, ბავშვი მესამეა‚ ფოტოაპარატია პირველი.

    ***

    ექიმი პაციენტს სინჯავს:

    – აჰა‚ კარგია! მობრუნდით‚ აჰა‚ გასაგებია!.. – შემდეგ „ავადმყოფობის ისტორია მოიმარჯვა და პაციენტს სთხოვა: – თუ შეგიძლიათ‚ პათანატომთან შედით...

    პაციენტმა ფერი დაკარგა და ძლივს ამოილუღლუღა:

    – რატომ?

    – კალამი დამრჩა და იქნებ შემომიტანოთ...

    ***

    „რა უცნაური რამეა კანონი: ერთი პურის მოპარვისთვის დამაპატიმრეს და, ყოველდღე თითო პურს უფასოდ მაჭმევენ, თანაც, არა მარტო პურს...“

    ***

    „მერე იტყვიან‚ ტყუილია – „გალიაში ბულბულები ზიანო“... აი‚ მე პატიოსნების განსახიერება ვარ: ქალებში არ დავდივარ‚ არ ვსვამ‚ არ ვეწევი... აი გამათავისუფლებენ და ყველაფერი შეიცვლება“.

    ***

    ტურისტული სააგენტო „მოსეს“ განცხადება:

    „ეწყობა მოგზაურობა ეგვიპტეში“.
    1 224 ნახვა
    24-03-2014, 07:18