X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
კონცეპტი, რომელზეც Rolls-Royce-ის ყველგანმავალია დამოკიდებული
  • კონცეპტი, რომელზეც Rolls-Royce-ის ყველგანმავალია დამოკიდებული

    Rolls-Royce-ი უგზოობის ავტომობილის გამოშვებას აპირებს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. სამაგიეროდ, უკვე ოფიცალურადაა ცნობილი, რომ მდიდრული ავტომობილების ბრიტანული მწარმოებელი თავის პროგრამაში ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვილ ავტომობილებს ჩართავს. უფრო მეტიც, არავის გაუკვირდეს, თუ „როლსები“ მალე მხოლოდ შიდაწვის და ელექტრო ძრავების კომბინირებული აგრეგატებით აღიჭურვება.

    არაერთმა მაგალითმა ცხადყო, რომ ასეთი აგრეგატები სიმძლავრითაც გამოირჩევა და საწვავის ეკონომიური მოხმარებითაც. ასეთი აგრეგატებით Ferrari-ს, McLaren-ის და Porsche-ს ტოპ მოდელები აღიჭურვა და ისინი მაშინვე „დაიტაცეს“. „როლსების“ მსგავსად, საწვავის ეკონომიურობაზე ზრუნვა ადრე არც ამათ ადარდებდათ, მაგრამ მალე ევროპაში ისეთი რეგულაციები ამოქმედდება, რომლებიც გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის მკვეთრად შემცირებას მოითხოვს. ამას კი საწვავის ეკონომიურად მოხმარების გარეშე ვერ მიაღწევ...

    დავუბრუნდეთ Rolls-Royce-ის ყველგანმავალს. ასეთი ტიპის ავტომობილები, პრაქტიკულად ყველა ტიპის მწარმოებლისთვის ნორმად იქცა. სუპერ ავტომობილების მწარმოებელთა პროგრამაში ასეთი ავტომობილების დამკვიდრებას სტიმული Porsche Cayen-მა მისცა, რომელმაც გერმანული კომპანია რადიკალურად გარდაქმნა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ტრენდმა Lamborghini-ც კი ჩაითრია. ჯერჯერობით მტკიცედ Ferrari და McLaren-ი დგანან. „როლსიც“ ურჩებს შორის იყო, მაგრამ უკვე აღარაა. უფრო სწორედ, შესაძლოა აღარაა...

    ბრიტანულმა კომპანიამ თავის დიზაინერებს და ინჟინრებს კონცეპტუალური ავტომობილის შექმნა დაავალა, რომელზეც იქნება დამოკიდებული, ვიხილავთ, თუ არა Rolls-Royce-ის უგზოობის ავტომობილს. როგორც ჩანს, „როლსს“ არ სურს, თავისი ძველი ნათესავი Bentley-ს ბედი გაიზიაროს, რომელსაც საკუთარი ყველგანმავალი კონცეპტის რადიკალურად გადაკეთებამ მოუწია. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობამ თავის დიზაინერებს მკაცრი ჩარჩოც განუსაზღვრა - ავტომობილს მკვეთრად გამოხატური სპორტული ხასიათი უნდა ჰქონდეს!

    რაც მთავარია, „როლს-როისის“ გაყიდვების და მარკეტინგის შეფი ჯოლაიონ ნეში ამბობს, რომ თუ კონცეპტის სტილი კომპანიის ხელმძღვანელობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მაშინ პროექტს მწვანე შუქს აუნთებენ. თუ არა, „როლსი“ ისევ „განდგომილთა“ რიცხვში დარჩება.
    წყარო
    1 047 ნახვა
    25-03-2014, 08:27