X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
Alfa Romeo ყოველწლიურად 4C-ს ახალ ვერსიას გამოუშვებს
  • Alfa Romeo ყოველწლიურად 4C-ს ახალ ვერსიას გამოუშვებს

    Alfa Romeo გაჭიანურებულ კრიზისშია, მაგრამ მაინც ახერხებს ისეთი ავტომობილების შექმნას, რომლებიც ავტომოყვარულებს ნუსხავს. ამჟამდ ასეთია კომპაქტური კუპე 4C, რომელიც თანამედროვე „ალფას“ სახე გახდა. სწორედ ეს ავტომობილია მილანური კომპანიის ლოკომოტივი და მისი გამოცოცხლების იმედი. ამიტომ, მას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

    ამის დასტურად, ბრიტანული გამოცემა „ტოპ გიარი“ იუწყება, რომ Alfa Romeo ყოველწლიურად 4C-ს ახალ ვერსიას გამოუშვებს. კუპეს სერიული ვერსია იტალიურმა კომპანიამ ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა, მისი ღია ვერსია 4C Spider-ი კი ჟენევაშივე, წელს წარადგინა. ეს ორი ძირითადი ვერსიაა, თუმცა ამით მილანელთა ფანტაზიები არ შემოიფარგლება.

    ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის 4C იქნება შემდეგი ვერსია. ამაზე ჯერ მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება. მაგალითად, ერთ-ერთი ვერსია სატრეკო მოდელი შეიძლება იყოს. ასევე ვერსია GT. ამ ავტომობილისთვის ფასტბეკის ტიპის ძარა მეტისმეტად შეუფერებელია. სხვათა შორის, კომპანიის დიზაინერებს შეუძლიათ, კონკურენტი Lotus-ის პატარა სპორტქარ Elise-ის მაგალითსაც მიბაძონ და 4C-ს ბაზაზე სარბოლო მონო სერია ჩამოაყალიბონ.

    და სანამ შეპირებულ ვერსიებს გამოუშვებს, „ალფა“ ალბათ ამერიკის ბაზარზე დაბრუნებას მოასწრებს...
    წყარო
    1 116 ნახვა
    26-03-2014, 07:07