X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ფოთოლი..
  • ფოთოლი..

    ვუყვარვარ ?! არ ვუყვარვარ . მინდვრის ყვავილებს ფოთლებს ვაცლი და ჰაერში ვუშვებ , მეცინება მე თვითონაც ვიცი რომ ვუყვარვარ ყვავილს ხელს ვუშვებ და ძირს ვაგდებ.
    ზაფხულის მშვენიერი დილაა , ის ჩემსკენ მოემართება ღიმილი არ შორდება სახეზე ერთმანეთს ვუცინით , ვსაუბრობთ და თვალები გვიბრწყინავს. ყველაფრის მიუხედავად ის სულ ჩემთაანაა ვიცი რაც არ უნდა მოხდეს სულ ჩემთან იქნება დამეხმარება და დამიცავს. მაგრამ უცებ ჩნდება სხვა ის მივიწყებს და ყველაფერი მთავრდება... ცრემლად ვიღვრები , თავს ვიმშვიდებ მერე კვლავ ვტირი . მგონია უსასრულოდ გაგრძელდება ყველაფერი ... მგონია დანარჩენ ცხოვრებას ტანჯვაში გავატარებ , სისუსტეს ვგრძნობ ვეშვები .
    ***
    შემოდგომის ცივი დღეა , ქუჩაში მოვსეირნობ და ძველ დროს ვიხსენებ , მწყინს , მტკივა მაგრამ არავის აინტერესებს გაყვითლებულ ფოთოლს ფეხს ვადგამ გამხმარია და ნაწილებად იშლება , მახდენდება როგორ მიმატოვა და წავიდა სხვასთან მაშინვე ვიხრები და ვცდილობ ფოთლის ნაწილები შევაკოწიწო , შევაერთო და ძველი სახე დავუბრუნო...
    არაფერი გამოდის ისე როგორც დიდი ხნის წინ მან დამიმსხვრია გული , ვფიქრობ მას ხომ არც არასდროს უცდია დამსხვრეული გულის შეერთება ფოთლის ნაწილებს ხელს ვუშვებ და ისიც ქარს მიჰყვება. ისევ დავფიქრდები ღირს კი მისი ლოდინი და ვხვდები როგორ მიყვება ჩემი გრძნობები ფოთლის ნაწილებს , გულზე მეშვება და გატეხილი გულიც თითქოს გამიმრთელდა. ჩანთას ვაგდებ და გავრბივარ... უსასრულობაში ... ვიცინი , სულელივით ვიცინი . ბედნიერი ვარ ამდენი ხანი სწორედ ამას ველოდი.
    ***
    ქუჩაში კვლავ მარტო მოვაბიჯებ , სიცივე უკვე ძვლებში ატანს საშინლად აცივდა . ისეთი სიჩუმეა ქუჩაში ჩემი გულის ცემის ხმა მესმის , გატრუნულია ხალხი ან ამ სიცივეში ჩემს გარდა ცხვირსაც კი არავინ გამოყოფს . ხმა მესმის და ვიხედები ქუჩის თავში "ის" მოდის , ნაბიჯს ვუჩქარებ და ხელს ვიქნევ მეშინია ... მიახლოვდება და ხელზე მწვდება , მისკენ მაბრუნებვს და მიცინის . ხმას არ ვიღებ და მას შევყურებ , თვალებში სევდა უდგება და ბოდიშებს იხდის . უემოციოდ ვდგავარ ვცდილობ თავი დავახწიო მის მარწუხებს , მეცინება მის ბოდიშზე ხელს უხეშად ვაცლი და გზას ვაგრძელებ . არ მშორდება , მე კი ჯიუტად მივიწევ წინ . უკვე დავიღალე , ვერ ხვდება რომ არაფერი უშველის მის დანაშაულს ჯიბეში ვიქექები , მერე ჩანთას ვხსნი და კარგა ხანს ვეძებ რაღაცას . საბოლოოდ ვპოულობ და მას მუჭში ვუდებ . ხელს ხსნის და ყვითელ ფოთოლს ხედავს , ეღიმება ჩემს სისულელეზე ალბათ. ვხვდები რომ იბნევა მე კი გზას ვკვეთ და სახლში შევდივარ. ფიქრებს ვიშორებ და ვხვდები როგორ მეხსნება გულზე ლოდი ...
    1 636 ნახვა
    26-03-2014, 07:28