X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
რჩევა ქალებს!
  • რჩევა ქალებს!

    გოგონებს ერთი სული აქვთ ხოლმე, როდის მოახლოვდება ზაფხული, რომ სხვადასხვა ფერებში გამოწყობილები გამოვიდნენ ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზ სამოსში შეიძლება არაკომფორტულად გრძნობდეს თავს, ქალი მაინც ყოველთვის იმაზე ფიქრობს, რომ მომხივლელად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
    თუმცა მერწმუნეთ, არ არის საჭირო ბევრი ფიქრი. ზაფხული გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზედმეტი გადაპრანჭულობის გარეშეც კარგად და მოხდენილად გამოვიყურებოდეთ და რაც ყველაზე მთავარია კომფორტულად ვგრძნობდეთ თავს.
    ამისთვის, ზაფხულის სეზონზე, მით უფრო, როცა გარეთ უკვე ასატანზე მეტად ჩამოცხება თეთრ, მოკლე კაბასა და სანდლებზე უფრო კომფორტულ სამოსს იშვიათა იპოვნით. კაბა სასურველია მაქსიმალურად თავისუფალი და მოკლე იყოს. თავისუფალი იმიტომ რომ მოდურთან ერთად, მეტ სიგრილეს შეგინარჩუნებთ ტანზე, მოკლე კი იმიტომ რომ სანდლებამოცმული გარუჯული ფეხები ლამაზად გამოჩნდეს თეთრი კაბის ფონზე და ტანსაც მეტი მიმზიდველობა და მოხდენილობა შეჰმატოს. სახეზე კი არანაირი საცხი, რადგან მაკიაჟი ზაფხულში არასდროს ინარჩუნებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც გინდათ რომ მიანიჭოთ.
    ასე, რომ იყავით თავისუფალი და ბუნებრივი და დამიჯერეთ მეტად კონფორტულად და მიმზიდველად იგრძნობთ თავს ზაფხულის ცხელ დღეებში.


    მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 332 ნახვა
    26-03-2014, 13:27