X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
„სტოკჰოლმის სინდრომი“
  • „სტოკჰოლმის სინდრომი“

    არსებობს „სტოკჰოლმის სინდრომი“-ანუ ფსიქოლოგიური დარღვევაა, რომელიც მოძალადე-მსხვერპლის ურთიერთობისას წარმოიქმნება. ასეთ დროს მსხვერპლი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სიმპათიით იმსჭვალება მოძალადის მიმართ. რომელიც ხანდახან მზადაა კიდეც რომ მოძალადის „ბრალეულობა“, ნებისმიერი მეთოდით გააბათილოს და როგორმე გაამართლოს იგი.
    სახელწოდებას ერთ რიგით კრიმინალისტს, ვინმე ნილს ბუჯეროტს მიაწერენ, რომელმაც საკუთარ ანალიზში აღწერა ქალაქ სტოკჰოლმში, 1973 წელს მომხდარი ინციდენტიდან, როცა მოძალადეებმა ტყვედ აიყვანეს ბანკის
    პერსონალი.. შემდგომში კი თავად ტყვეებსა და მოძალადეებს შორის, ერთობ რომანტიული სიტუაცია ჩამოყალიბდა..
    ასეთი სინდრომი დღეს ხშირად გამოიკვეთება შეყვარებული წყვილის ურთიერთობაში, როდესაც სიყვარულს აგრესია და გაუცხოვება მოჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ტანჯავენ და ამას აცნობიერებენ, მაინც უყვართ და უერთმანეთოდ არ შეუძლიათ.
    იმ შემთხვევაში, როდესაც ურთიერთობის გაგრძელების სულ მცირე იმედი მაინც გაქვთ, პირველ რიგში, აუცილებელია დაფიქრდეს მსხვერპლი, უღირს თუ არა ასეთი ურთიერთობა და რას მოუტანს მომავალში.


    მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 717 ნახვა
    26-03-2014, 15:03