X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
Bugatti მეორად ავტომობილებსაც გაჰყიდის
  • Bugatti მეორად ავტომობილებსაც გაჰყიდის

    Bugatti-მ ახალი ბიზნესის დაწყების შესახებ გამოაცხადა - ჰიპერ ავტომობილების მწარმოებელი, ამიერიდამ მყიდველს თავისი წარმოების მეორად ავტომობილებსაც შესთავაზებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყველა მეორად ავტომობილს წინასწარი შემოწმება ჩაუტარდება.

    Bugatti-ს ვებსაიტზევე უკვე გამოქვეყნდა გასაყიდი ავტომობილების გაყიდვების განცხადებები. ჯერჯერობით, სიაში მხოლოდ შვიდი ავტომობილია, რომელთაგან ოთხია Veyron Grand Sport და სამი ამავე ავტომობილის ღია ვერსია Vitesse (ფოტოზე). ამ ავტომობილებიდან ყველაზე ნაკლები, 10 000 კილომეტრი ორს აქვს გავლილი. ყველაზე მეტი გარბენი კი - 70 000 კილომეტრი, ერთ Grand Sport-ს აქვს გავლილი. მალე მყიდველს შესთავაზებენ საგამოფენო ავტომობილებს, რომლებსაც არცერთი კილომეტრი არ აქვთ გავლილი.

    საინტერესოა, რომ Bugatti მეორად ავტომობილებზე ფასებს არ აქვეყნებს. ფრანგული კომპანიის განცხადებით, ყველა კლიენტთან ინდივიდუალური მოლაპარაკება, ელექტრონული ფოსტის დახმარებით გაიმართება. ამისთვის კი საკმარისია ვებგვერდზე განაცხადის გაკეთება.

    ცნობისათვის, Bugatti Veyron Grand Sport აღჭურვილია 8.0-ლიტრიანი W16 ტურბო ძრავით, რომელსაც ოთხი ტურბო კომპრესორი ემსახურება. მაქსიმალური სიმძლავრე 1200 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 1500 ნიუტონმეტრია. ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 2.6 წამში შეუძლია.
    წყარო
    1 098 ნახვა
    27-03-2014, 08:24