X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ჯეი ლენოს McLaren P1
  • ჯეი ლენოს McLaren P1

    ამერიკელი ტელევარსკვლავი, „ღამის შოუს“ ყოფილი წამყვანი ჯეი ლენო, მთელს მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ავტომობილების დიდი მოყვარული და კოლექციონერი, რომლის ფარეხსაც არაერთი უიშვიათესი კლასიკური ავტომობილი ამშვენებს. ყველა საავტომობილო კომპანიისთვის დიდი პატივია, თუ ლენო მისი რომელიმე ავტომობილით დაინტერესდება. და ეს სუპერ ავტომობილების მწარმოებლებსაც ეხება.

    მათ შორისაა McLaren-იც. ლენო პირველი არაბრიტანელი ადამიანია, ვინც უოკინგელთა ჰიბრიდული ჰიპერ ავტომობილი P1 გამოსცადა და როგორც ახლახანს გაირკვა, ის პირველი ამერიკელია, ვინც P1-ის მფლობელი გახდა. სანამ „მაკლარენის“ ბევერლი ჰილზში არსებული შოურუმი ლენოს ავტომობილს ჩააბარებდა, ტელევარსკვლავის გარაჟს უკვე ამშვენებდა ამ კომპანიის ორი სუპერ ავტომობილი - F1 და კუპესძარიანი MP4-12C.

    ლენოს P1ღაჟღაჟა ყვითელ ფერშია შეღებილი, რომელსაც სახელად „ვოლკანო იელოუ“ ჰქვია. პატრონისთვის ავტომობილის გადაცემის დასასწრებად, ბევერლი ჰილზის შოურუმს ეწვია „მაკლარენ ნრთ ამერიკას“ გაყიდვების მენჯერი პიტერ ფრეიბერგერი და „მაკლარენ ავტომოტივის“ გაყიდვების შემდგომი სერვისის სპეციალისტი კრის ვუდლი. ავტომობილის გადაცემასთან დაკავშირებით, შოურუმში სპეციალური ფოტო სესია მოეწყო, რომელზეც ლენომ ქუჩიდან ორი ფანი მიიწვია და თავის მანქანაში ჩაჯდომის უფლებაც კი მისცა.

    სანუკვარი ავტომობილის გადაცემის ცერემონიაზე, ლენომ განცხადა, რომ ერთი სული აქვს, როდის გაიყვანს შოურუმიდან თავის სუპერ ავტომობილს, რათა მასთან ერთად, რამდენიმე ასეული მილი გაიაროს.

    ცნობისათვის, „მაკლარენი“ მხოლოდ 375 ცალ P1-ს გამოუშვებს და ყველა მათგანზე შეკვეთები უკვე მიღებული აქვს. თითოეულის ფასი 866 000 გირვანქა სტერლინგი, 1 030 000 ევრო და 1 350 000 დოლარია.
    წყარო
    972 ნახვა
    28-03-2014, 01:54