X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
''ბევრ მანდილოსანს მოსწონს, როცა ურტყამენ''
  • ''ბევრ მანდილოსანს მოსწონს, როცა ურტყამენ''

    ნუგზარ ერგემლიძეს სტერეოტიპებსა და ტრადიციებზე სასაუბროდ შევხვდით. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ერთგვაროვანი სადღეგრძელოები აღიზიანებს, ტერმინ გენდერულ თანასწორობაში კი სიტყვა ''თანასწორობის'' ჩანაცვლების სურვილი აქვს, თუმცა იმას კი ამბობს, ცოლის ცემა იმიტომ, რომ ერევი, არ შეიძლებაო.

    - განსაკუთრებით მაღიზიანებს ერთი და იგივე, დაზეპირებული სადღეგრძელოები. თამადა ორიგინალური უნდა იყოს, მაგალითებით უნდა გაამდიდროს სათქმელი, ხან იუმორი უნდა ჩაურთოს, ხან - ცრემლი. ადრე იყო დაძალება, ყანწით დალევა, მაგრამ ახლა მგონი, ასეთები აღარ ხდება.
    ყანწთან დაკავშირებით ერთი კარგი ამბავი მინდა გიამბოთ. 90-იან წლებში არქიტექტორმა მეგობრებმა ჩემთან მოიყვანეს თავიანთი კოლეგა, მაფიოზების ქვეყნიდან, მაგრამ ქართველებზე თქვა, აქ ისეთი ცოფიანი ხალხი დადის, ჩვენზე უარესები ყოფილხართო (იცინის). სტუმარს ყანწი გამოვუტანე, ჩვენი წინაპრების სასმისია-მეთქი ვუთხარი, თან ვიფიქრე, ეგზოტიკაში ჩამეთვლება-მეთქი, მაგრამ ამის დანახვაზე იცით, რა მიპასუხა? წინათ სიცილიაში ჩვენი სასმისიც ეს იყო, მაგრამ მერე ჭიქები გამოვიგონეთ, პირველად ჩვენც მაქედან ვსვამდითო (იცინის).
    - როდესაც ინტერვიუზე შესათანხმებლად დაგირეკეთ, მითხარით, ქართულ ტრადიციას ვასრულებ, გასვენებაში ვარო. ამ კუთხით თუ არის ისეთი რამ, რაც არ მოგწონთ?
    - ამ ბოლო დროს ისეთი დიდი ქელეხები აღარ იმართება, მხოლოდ ოჯახის წევრების გარმოცვაში იშლება სუფრა, ზოგჯერ, საერთოდაც არ აკეთებენ. საბჭოთა პერიოდში თავის გამოჩენის არეალი მცირე იყო, ამიტომ ადამიანებს უჩნდებოდათ სურვილი, დიდი სუფრით გამოეჩინათ თავი, ახლა ამან აქტუალობა დაკარგა. რელიგიურად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, მაშინ უცხო კაცმაც რომ დალიოს ერთი ჭიქა მიცვალებულის სახელზე, ესეც კი მადლია, მაგრამ ზოგადად, მგონია, ქელეხის ცნება სოფლებიდან მოდის. როდესაც ადამიანი მწუხარების გამოსახატავად ურმით ერთი რაიონიდან მეორეში მიდიოდა, დიდხანს მგზავრობდა, ზოგჯერ რამდენიმე დღეც კი, ახვედრებდნენ საჭმელს, ეს იყო სოციალური მომენტი, თუმცა მერე სახე იცვალა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალება სამწუხარო ფაქტია, ამ თემას იუმორიც ახლავს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიცვალებული ასაკიანია. ასეთ შემთხვევაში რომ იკითხავენ, რით დაიღუპაო, ხუმრობით პასუხობენ, ცოტა ასაკმა შეუწყო ხელი, ცოტაც კიდევ ექიმები დაეხმარნენო, ბოლოს კი ეს ყველაფერი მრავალჟამიერში გადადის, რაც ნორმალური არაა.
    - თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალური გახდა ინტერნეტი, რამაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ადამიანების ცხოვრებაში. როგორ უყურებთ ამ სოციალურ ''შემოტევას''?..
    - ყველაფერს აქვს რამდენიმე მიზეზი და პასუხი. ამ კითხვის ერთი პასუხია თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა, რომლის დაკმაყოფილებაც სოციალური ქსელით კარგად შეიძლება, მეორეა ადამიანის რეალიზების ფაქტორი, ყველას არ იწვევენ ტელევიზებში, არ ეკითხებიან აზრს, სამაგიეროდ, სოციალური ქსელის სახით გამოჩნდა არენა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. გარდა ამისა, ეს კონტაქტის მარტივი საშუალება გახდა, უკვე ორ-სამ ქორწილში ვარ ნამყოფი, წყვილმა კი სწორედ ინტერნეტით გაიცნო ერთმანეთი. თუმცა, გეტყვით, რომ პირადად მე ''ფეისბუქი'' გავაუქმე, რადგან ემოციურად მღლიდა. რამდენიმე მეგობარი განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს წაეჩხუბა, ამ ყველაფერმა გამაღიზიანა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ინტერნეტი რომ დამოკიდებულებას იწვევს, ეს ახალი არ არის, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის სექსიც (იცინის)
    - ამ ბოლო დროს სექსზე საუბარი ძალიან აქტუალური გახდა.
    - კი, ტელევიზიებს უყვართ ამ თემაზე საუბარი, რადგან ხალხის ინტერესს იწვევს. ხალხურ ლექსებს თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ისინი სავსეა სექსუალური ფრაზებით და ისეთი სიტყვებია გამოყენებული, რომ ტელევიზიები ჯერ მაქამდე არ მისულან. მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო, თუ ყველგან და ყველა ასპექტში სექსზე იქნება ლაპარაკი, ესეც მოსაბეზრებელი გახდება, ყოველდღე რომ მწვადი და ხინკალი ჭამო, ამოგივა ყელში და ლობიო მოგენატრება.
    სექსის პროპაგანდა ძირითადად ისეთი ერებისგან წამოვიდა, რომლებსაც გამრავლების თვალსაზრისით პრობლემა ჰქონდათ, დაიწყეს პორნოს გადაღება, ამას ფული მოჰყვა და ფული სადაცაა, იქ უკან დახევა იშვიათია. Fფულის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ურთიერთობებში. ადრე ქალს 20 ბოთლი შამპანური უნდა დაელია, რომ სადმე წამოგყოლოდა, ახლა კლუბში წაიყვან, დაალევინებ ''მარტინის'', კიდევ რაღაცას და მოგვარებულია საქმე, ეს ყველაფერი გაცილებით იაფი ჯდება.
    - რას ფიქრობთ ქალისა და მამაკაცის თანაბარ ფუნქცია-მოვალეობებზე, გენდერულ თანასწორობაზე?
    - თანასწორობა ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ ქალი წიხლქვეშ გაიგდო იმიტომ, რომ ერევი, არ შეიძლება. თუმცა დამტკიცებულია, ბევრ მანდილოსანს მოსწონს, როცა ურტყამენ, რადგან ამ დროს აღიგზნებიან, ველური კაცი იზიდავთ და არა რაფინირებული, გენდერული მამაკაცი. მაგრამ ქვეყანაში, სადაც თამარ მეფე პოლკოვნიკებსა და გენერლებს ფეხებს უბაკუნებდა, რომელ გენდერულობაზეა საუბარი.
    - არსებობს შეხედულება, რომ კაცის ღალატი ''მოსულა'' და ქალის არა... როგორ უყურებთ ამას?
    - გააჩნია, როგორი პირობით მიჰყვება ქალი კაცს. თუ იცის, რომ უღალატებს და მაინც მიჰყვება, მაშინ ერთ ანეკდოტთან გვაქვს საქმე, მაგ კაცის გაყოლას, რიონს გაჰყოლოდა, ფოთს მაინც ნახავდაო - ზუსტად ასეთ შემთხვევებზე ამბობენ (იცინის). თუმცა, ხშირად ქალებს არ მოსწონთ ისეთი კაცები, რომლებიც არავის ინტერესს არ იწვევენ, ჰგონიათ, შემტენეს ქმარიო. წინათ ხომ იყო ქორწინება გარიგებით?! საშინელებაა. ასეთ ქორწილებში მოწყენილობაა, მაგრამ გარიგებული წყვილი დიდხანს ძლებს ერთად, რადგან საერთო ინტერესები აქვთ.
    ისრაელში არიან კიპუცები, რომლებიც ძალიან ჰგვანან კომუნისტურ საზოგადოებას, ეს კი თავის მხრივ პირველყოფილი თემური წყობილების მსგავსია. კიპუცებში ყველა ერთად ჭამს და მერე აქვთ თავისუფალი ურთიერთობები, ანუ სექსუალურ ურთიერთობას ამყარებენ იმ ადამიანებთან, ვისთანაც სურვილი უჩნდებათ და შემდეგ ამის შესახებ თავისუფლად უყვებიან ქმარს ან ცოლს. საბოლოოდ, მივდივართ იქამდე, რომ გენდერული თანასწორობა ისაა, რომ ცოლს არ უნდა ურტყა.
    - მარტო ეს არაა... მაგალითად, ბევრი კაცი ფიქრობს, რომ ქალს არ აქვს მუშაობის უფლება.
    - ასეთი რამ საქართველოში აღარ ხდება, რადგან დღეს უკვე ყველას უხარია, ცოლი რომ მუშაობს, ფული მიაქვს სახლში. დღეს ქალებმა აიღეს ხელში მართვის სადავეები და სათავეში ჩაუდგნენ შემოსავლიან საქმეებს, საჭიროები ხართ ქალები, საჭიროები. მოკლედ, გენდერულ თანასწორობაში ''თანასწორობა'' უნდა შევცვალოთ და გენდერული სამართლიანობა უნდა დავარქვათ, რადგან დედამიწის ზურგზე თანასწორობა არაფერში არაა. ღმერთს ადამიანები თანასწორად არ გაუჩენია, რადგან ზოგი დაიბადა მდიდრის ოჯახში, ზოგი – ღარიბის, ზოგი – ქუჩაში, მაგრამ ეს არც ერთი მათგანის ბრალი არაა, ბუნებამ განსაზღვრა ეს ყველაფერი. თანასწორობა არის ერთ-ერთი დიდი ტყუილი დედამიწაზე, ეს ტყუილების პირამიდა კი მოიცავს ჰუმანიზმს, კომუნიზმს და ა.შ. თანასწორობა არა მარტო აქ, არამედ საიქიოშიც არ არსებობს, იქაც დაყოფილნი არიან, ცოდვილები დაბლა, დანარჩენები - მაღლა (იცინის).
    - XXI საუკუნეში მამაკაცებმა სილამაზის სალონებში სიარული მანიკიურ-პედიკიურის გასაკეთებლად, სახის გასაწმენდად დაიწყეს, რას ფიქრობთ ამაზე?
    - სასაცილოა, მამაპაპურ სადღეგრძელოებს თუ ამბობს კაცი და მანიკიური უსვია ფრჩხილზე, რაღა უნდა ელაპარაკო.
    - საყურე შეშვენის ქართველ ვაჟკაცს?
    - ცალი საყურე რაინდების ნიშანია, ორივე თუ უკეთია და თან გრძელი, ე.ი. გეია. საერთოდ, არანაირ აგრესიას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ხედავ, წესიერი და ნატურალისტი ადამიანი მხოლოდ ტაქსისტია საქართველოში და გეი რატომღაც მოაზროვნე და ხელოვანი გახლავთ, ჩნდება პროტესტი და ეს იწვევს აგრესიას. შემდეგ, როგორც წესი, ასეთები იკრიბებიან, ილაშქრებენ უმრავლესობის წინააღმდეგ. დამერწმუნეთ, ნატურალისტებიც შეიძლება იყვნენ ხელოვანები, მაგალითად, ჩარლი ჩაპლინი არ იყო გეი, მაგრამ იცით მისი უდიდესი ღვაწლის შესახებ, ასევე პიკასო. თუმცა ასევე შემიძლია ჩამოგითვალოთ ცნობილი და ნიჭიერი გეები, მაგალითად, ჟან მარე, რომელიც არ დადიოდა ყურსაკიდით, მაგრამ ჟან კოქტო უყვარდა...
    - დასასრულ, მინდა გკითხოთ გადაცემა ''გააცინე და მოიგეში'' მონაწილეობის შესახებ. როგორც ვიცით, ცნობილი ადამიანების მიწვევა დაიწყეს და თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით...
    - დიახ, ასეა, რატომ წავედი, იცით? მიყვარს ეს ბიჭები, არ მინდოდა უარი მეთქვა, თან, ფული მჭირდებოდა და 400 ლარიც მოვიგე, მანდ იუმორია მთავარი. ერთს გეტყვით ჩემი ხუმრობებიდან: ჩემი ტოლა კაცი რომ კუს ტბაზე სირბილს დაიწყებს, ამას იცი რა ჰქვია ერთი სიტყვით - სირ-რბილი. აბა, რა გარბენინებს, შე კაი კაცო (იცინის).

    1 562 ნახვა
    28-03-2014, 02:53