X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
კაცი თევზაობს და ჭიაყელები გამოელევა. აიღებს ქაღალდს, დააწერს "ჭიაყელას" და ჩაუშვებს. ცოტა ხანში ანკესს ამოიღებს და ქაღალდი აქვს გაყრილი წარწერით "თევზი".
  • კაცი თევზაობს და ჭიაყელები გამოელევა. აიღებს ქაღალდს, დააწერს "ჭიაყელას" და ჩაუშვებს. ცოტა ხანში ანკესს ამოიღებს და ქაღალდი აქვს გაყრილი წარწერით "თევზი".

    პანაშვიდზე იმდენი ცრემლი დაიღვარა, რომ ჭირისუფალი აკვალანგებით იჯდა.

    ***

    ბავშვს ეკითხებიან:

    – რამდენი ასოა ანბანში?

    – ექვსი.

    – როგორ ექვსი?!

    – ა, ნ, ბ, ა, ნ, ი. სულ ექვსი.

    ***
    ველური დასავლეთი. ორი კოვბოი შედის ბარში. ბარში გამოკრულია განცხადება:

    „ვიბარებთ ინდიელთა სკალპებს. ერთი სკალპი 100 დოლარი.“

    წავიდნენ კოვბოები ინდიელების საძებნელად. ეძებენ, ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ. გაუცრუვდათ იმედები, ეგონათ გამდიდრდებოდნენ. ბოლოს როგორც იქნა ერთ ინდიელს მიაგნეს, მოკლეს და სკალპი ააჭრეს. იფიქრეს „100 დოლარიც საქმეაო.“ სადაც დაუღამდათ იქვე დაიძინეს. დილით პირველად გაღვიძებულმა კოვბოიმ ასეთი სურათი დაინახა: გარშემორტყმულები არიან ინდიელებით, მინიმუმ 2000 კაცი, სუყველას მშვილდი აქვს მოზიდული და ისრები მათზეა დამიზნებული. კოვბოის სახეზე სიხარული აღებეჭდა და დაუწყო მეორეს გაღვიძება:

    – ჯო, გაიღვიძე, გავმდიდრდით! აქ უამრავი 100 დოლიარიანია!

    ***

    ორი მეგობარი საუბრობს:

    – ამასწინათ მაგრად გადავრჩი, ცოლს კინაღამ საყვარლის სახელი დაუძახე. გადავწყვიტე თავი დამეზღვია, კატა ვიყიდე და საყვარლის სახელი დავარქვი.

    – ოჰო, მაგრად მოგიფიქრებია, ხო იცი!

    – ეგ კი კარგია, მაგრამ ერთი კვირის წინ ცოლმა ლეკვი მოიყვანა და კოტეს ეძახის.

    ***

    სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება ბრალდებულს:

    – ესე იგი, თქვენ აღიარებთ, რომ ტაფა თავში ჩაართყით დაზარალებულ ქალბატონს.

    – დიახ, ბატონო მოსამართლევ, ოღონდ ფეხები მანამდეც დაბრეცილი ქონდა.

    ***
    ქმარმა დაიჭირა თავისი ცოლის საყვარელი და სცემს. ცოლი შეეცადა საყვარლის დაცვას:

    -რას შვრები, ეგ ხომ შენი შვილების მამაა

    ***

    - გუშინ ჩემ ცოლს ვიღაც ფრანგთან შევუსწარი საძინებელში.

    - მერე? რა უთხარი?

    - რა უნდა მეთქვა, ერთი სიტყვა ფრანგული არ ვიცი.

    ***

    – გამარჯობა ექიმო, ჩემი ანალიზების პასუხები უკვე მზადაა.

    – კი, მზადაა.

    – მერე რა ხდება, როგორაა ჩემი ჯანმრთელობის საქმე?

    – ცუდად, ძალიან ცუდად.

    – რამდენი ხანი დამჩა სიცოცხლე?

    – 10.

    – რა 10? თვე, კვირა?

    – 9, 8 ,7…

    ***

    ბავშვი ეკითხება დედას:

    – დედიკო, იმ დროს, როცა მე ვმღერი, ფანჯარასთან რატო დგები?

    – ხალხმა დამინახოს, რომ არ გცემ.

    ***

    სხედან პლიაჟზე დირექტორი, ჟურნალისტი და მიწის მთხრელი. ყველა მათგანს მუხლამდე აქვს…

    დირექტორს – ღიპი,

    ჟურნალისტს – ენა,

    მიწის მთხრელს – ხელები.

    ***

    ბავშვი შედის აფთიაქში:

    – ტკივილგამაყუჩებელი გააქვთ?

    – კონკრეტულად რა გტკივა?

    – ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ მამაჩემი მშობელთა კრებაზე წავიდა.

    ***
    ექიმი ეუბნება გახდომის მსურველ პაციენტს:

    – აი თქვენ 500 აბი.

    – დღეში რამდენი უნდა დავლიო?

    – არა, დალევა არ არის აუცილებელი.

    – აბა, რანაირად გავხდები?

    – ამ 500 აბს დილას და საღამოს წამოყრით იატაკზე და მერე აკრიფავთ.

    ***

    პირველი რაუნდის მერე მოკრივე თავის სეკუნდანტს ეკითხება:

    – რას ატყობ, მოუგებ?

    – რა თქმა უნდა! თუ მასე გააგრძელებ ხელების ქნევას, გაცივდება და ფილტვების ანთება დაემართება.

    ***

    კახელი მრგვალ სახლს აშენებს. მეზობელი აკვირდება და ბოლოს გაკვირვებული ეკითხება:

    – კი მაგრამ, რად გინდა ასეთი მრგვალი სახლი?

    – სიდედრმა მითხრა, სახლს რო ააშენებ, ერთი კუთხე ჩემთვისაც გაითვალისწინეო…

    ***

    სვანეთს თვითმფრინავი გადაუფრენს და საკენკს დაუყრიან მოშინაურდესო.

    ***

    ახალგაზრდა ქალი შედის პიცერიაში. მიმტანმა მოუტანა პიცა და ეკითხება:

    – რამდენ ნაჭრად დავჭრა ოთხად თუ რვად?

    – ოთხად, რვას ვერ შევჭამ.

    ქმარი და ცოლი წვანან საწოლში. მეორე დღეს აქვთ ქორწინების 15 წლისთავი
    ცოლის ფიქრები:
    „ხვალ ჩვენი ქორწინების 15 წლისთვია ალბათ რამე ძვირფასს მაჩუქებს ალბათ იმ მანქანას მიყიდის მე რომ მომწონს და ა.შ“
    ქმრის ფიქრები:
    ქორწილის დღეს რომ მომეკლა ხვალ ციხიდან გამოვიდოდი

    ლექტორი: ხვალ ლექცია გვექნება მარსზე და ნეპტუნზე,ყველა სტუდენტი უნდა დაესწროს !

    სტუდენტი: ვწუხვვარ, მაგრამ დედაჩემი მე მასე შორს ვერ გამომიშვებს…

    კაცი კვდება და დაუძახებს თავის შვილს. შვილი მივა და მამა ეტყვის:
    - შვილო მე ვკვდები და მინდა დაგიტოვო მემკვიდრეობა. მე შენ გჩუქნი სამ დიდ ფერმას.
    - სად მამი? როდის მამი?
    - ფეისბუქში.
    ბრალდებულო როგორ მიაყენე 3ჭრილობა დაზარალებულს?
    -მომე დანა და გაჩვენებ ტიპt-indent: 0px; text-transform: none; white-space: normal; widows: 2; word-spacing: 0px; background-color: #eef3dc; display: inline !important; float: none;"> მიხო და მარო სტუმრად მიდიან,მარო სარკის წინ იპრანჭება შეძლებისდაგვარად,მიუბრუნდება მიხოს და ეკითხება-აბა როგორ გამოვიყურები?-ჩვეულებრივად მარა წამო წავიდეთ მალე დაბნელდება

    მეგრელი ციხეში მოხვდა. როცა დაიძინა მწვანე საღებავი წაუსვეს მელოტ თავზე. გამოიღვიძა მეორე დილით და სარკეში რომ ჩაიხედა, გადაირია: – დედას გიტირებთ, ახლავე თქვით რომელმა გამკრასკა! – მე გაგკრასკე – წამოდგა ვიღაც კუნთებიანი ახმახი – რა გინდა ახლა? – ხოხ, არაფერი ისეთი… გაშრა და მეორე პირი არ უნდა გადაუსვა?
    მეგრელის მონოლოგი: მივდივართ 40 მეგრელი კანტიკუნტად… გევიხედეთ და მოდის 2 სვანი ჯგროდ… დეგვიწყენ ახირება.. გავლახეთ, იმდენი გავლახეთ დავრჩით ორი ორზე… ძაან რომ გაჭირდა ემევიღე დანა და დავარტყი, აგერა შრამი თუ არ გჯერა… გამოვეკიდე მეორეს… მივდევ – მირბის, მოვიხედავ – მომდევს… ბოლოს დევეწიე და იმდენი ვურტყი ძლივს მევედი გონს საავადმყოფოში

    მარო: მიხოოო მიდი საწოლი გაასწორე მიხო: რა მაიღუნა რო?



    მიხო და მარო გადაწყვეტენ გახსნან მაღაზია და მიხო იტყვის – ”მიხო” დავარქვათო, მარო იტყვის – ” მარო ” დავარქვათო და ბოლოს დაარქმევენ ”მიხმაროს”
    მიხოს ეკითხებიან: – როგორა ხარ? – ფანდურივითა ვარ – ეგ როგორა კაცო? – როგორა და იმასაც სამი ლარი აქვს და მეც. მიხო დასახვრეტად მიჰყავთ. უცბად იკითხა: -ჯოო, რა დღეა დღესა? – ორშაბათი. – რა თარსად იწყება ე კვირა, ჯოო!

    არ გრცხვენიათ, ქუჩაში რომ მათხოვრობთ?

    - აბა, რას მირჩევთ, ოფისი გავხსნა?



    * * *

    გურული მოდის ყბაახვეული

    - რა გჭირს ძამა?

    - მარტო ვარ სახლში და რომ მოვკვდე, ყბას ვინ ამიხვევს?



    * * * *

    ექიმი პაციენტს:

    - თქვენ გულის გაგანიერება გაქვთ!

    - რა მიშველის ექიმო?

    - ჯიბის გაგანიერება...



    * * * *

    ორი შინაბერა შეხვდა ერთმანეთს:

    - აუ, ზოგს რა ბედი აქვს, ეს ჩვენი მეზობელი გათხოვდა, საყვარელიც ყავს და ორი დღის წინ გააუპატიურეს კიდეც!



    * * * *

    ექიმო, სარკეში რომ ვიხედები, გული რატომ მერევა?

    - გადასარევი მხედველობა გაქვთ, ქალბატონო და იმიტომ.



    * * * *

    კაცი თევზაობს და ჭიაყელები გამოელევა. აიღებს ქაღალდს, დააწერს "ჭიაყელას" და ჩაუშვებს. ცოტა ხანში ანკესს ამოიღებს და ქაღალდი აქვს გაყრილი წარწერით "თევზი".



    * * * *

    ტიპი მაგარი ნაცემი მოდის. მეორე ეკითხება:

    - რა გჭირს იჩხუბე?

    - ხო, სულ სახე ვურტყი ფეხებში.



    * * *

    მთვრალი კაცი ავტობუსში ცდილობს ასვლას. მგზავრები სიცილს დაიწყებენ.

    - იცინეთ, იცინეთ, მე ავტობუსის მძღოლი ვარ და ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს.



    * * * *

    - დედიკო, დედიკო! მე დღეს მასწავლებელმა ხუთამდე დათვლა მასწავლა!

    - ჰოო? აბა დაითვალე!

    - ერთი, ორი, სამი, რით ვერ დაიმახსოვრე, დებილო (ირტყამს თავში ხელს), ოთხი, ხუთი...




    * * * *

    ორი გურული შეხვდა ერთმანეთს.

    - როგორა ხარ?

    - გადასარევად! შენ?

    - მე გადავირიე უკვე!



    * * * *

    - შენმა ქმარმა იცის, რომ ღალატობ?

    - ჩემმა არა. შენმა იცის.



    * * * *

    - წელსაც მინდა პარიზში წასვლა.

    - რა, შარშან იყავი?

    - არა, შარშანაც მინდოდა.
    1 299 ნახვა
    28-03-2014, 03:05