X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ჩემი მე ჩემში ...
  • ჩემი მე ჩემში ...

    ყველაფერი დაიწყო იქიდან,რომ...
    ერთ დღეს მივხვდი, მე და ის ვერასოდეს ვიპოვიდით საერთო ენას. ის ხიდის გაღმა ნაპირას დარჩა, მე კი გზას გავუყევი.
    მივდიოდი ისე თითქოს, აქამდე არ მევლოს. თითქოს გავრბოდი, ნაბიჯებთან ერთად. მინდოდა ამას გავქცეოდი, რაღაც ახალი შემეგრძნო, რაღაც სხვა განმეცადა. ყველაფერი მაშინ დავინახე,როცა საბოლოო სარეცელს მივუახლოვდი. დავინახე ჩემი განვლილი წლები და თვალი ცრემლებით ამევსო. დავინახე ტკივილი,სიხარული,მონატრება.
    უკან არ გამიხედავს...

    პირველად ჩემი შინაგანი სამყარო მაშინ დავკარგე,როცა მოვწყდი მშობლიურ ქალაქს, და ყველაფერს რითაც ვარსებობდი.
    მონატრების დიდ ცეცხლში გავეხვიე,და უმისამართოდ ვაკეთებდი უაზრო მოძრაობებს.. უაზრო ფრაზებს... იმდენად ვატკინე ჩემს საყვარელ ადამიანებს გული, თავადაც შემრცხვა. მეგონა ეს ტკივილი უსასრულო იყო, მეგონა ვერასოდეს დავიბრუნებდი თბილისის მზეს...
    დიდი იყო მონატრება.
    მცდელობა დავიწყების...
    ამან ჩემში დიდი რევოლუცია გამოიწვია. გავღიზიანდი, საკუთარ თავთან ლაპარაკი შევწყვიტე. მეგონა ეს უკანასკნელი,სისულელის მეტს არაფერს ამბობდა.
    თუმცა შემოდგომის ერთ ოქროსფერ დღეს, მივხვდი... სისულელეა, იარო გზის იმ მხარეს,რომელსაც დასასრული არ უწერია. სისულელეა,იარო პირდაპირ,როცა გვერდით უფრო შთამბეჭდავი სამყარო იშლება...
    გავიფიქრე, იქნებ არ არის ასეთი ,,სულელი'. იქნებ წარსულის რაღაც შემორჩა...

    შემდეგ იყო სიყვარული.
    მეორედ დაკარგული შინაგანი ,,მე"...
    ეს უფრო დიდი ემოცია იყო! საშინელი ემოცია...
    ეს იყო, სიცივე, სრულ სიცხეში.
    ფერები შავი. კვლავ შავი... არაფერი სხვა.
    მხოლოდ მისი სახე, მხოლოდ მისი ღიმილი, მხოლოდ მისი ხმა.
    ჩემი თავი მასში უფრო აღმოვაჩინე.
    დღეები გადიოდა, იმდენმა შემოდგომამ გაიარა... იმდენმა ზამთარმა დამცინა... იმდენმა ზაფხულმა მანუგეშა,რომ საბოლოოდ ამ გრძნობას გავუმკლავდი. კვლავ დავინახე ზამთარში თოვლი, და არ ვსვამდი კითხვას, ,,რომელი დროა?".

    წლები გადის, და არ ვიცი რამდენად სამართლიანად ვსაუბრობ საკუთარ თავთან. იქნებ არც მიპოვია, და ხიდის იმ მხარეს დარჩა,რომელზეც ერთ დროს დავტოვე. იქნებ თბილისივით დამემშვიდობა... თუმცა არ შემინიშნავს.
    იმედი იმის,რომ კვლავ ვნახავ დიდია. ალბათ უფრო ,,ოპტიმისტური".
    იქნებ ერთ დღეს შევხვდე და...
    კადრები, ჩუმად უკან გადავახვიოთ...
    1 549 ნახვა
    29-03-2014, 02:28