X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
უბრალოდ წაიკითხეთ...
  • უბრალოდ წაიკითხეთ...

    მაქვს წაკითხული ძალიან ბევრი ისტორია , ლექსი და ჩანახატი .არის ისტორიები რომლებიც მომწონს ა რომლებიც არმომწონს, ასევეა ლექსზეც და ჩანახატზეც.. უმეტესობა ამ საიტზე წერს მათ ცხოვრებაზე, გაცდებზე , გრძნობებზე, გამოგონილ გმირებზე ან სხვა პირის ცხოვრებაზე. ზოგი კი პრობლემაზე ან პრობლემებზე რომლებიც ხალხს ჭირს ... მეც მაქვს რაღაცა დაწერილი მაგრამ დიდი არაფერი, ახლა მომინდა დამეწერა მათზე ვინც ცუდად გრძნობს თავს და გონიათ რომ რაღაცა შემთხვევის გამო ვსო მორჩა დამთავრდა მათი ცხოვრება, ეს ხომ "სისულელეა" ღმერთი ყველას გვიმზადებს განსაცდელს , მაგრამ არასდროს ისეთს არ განგვაცდევინებს რაც სხვებისთვის არ გაუკეთებია და მათ ვერ გადაუტანიათ , შეიძლება ბევრმა ვერ გაუძლოს , მაგრამ ეს არა იმიტომ რომ არ შეეძლოთ არაბედ იმიტომ რომ ეშინოდათ რომ ამ განსაცდელს მეორე მოყვებოდა , მეორეს მესამე , და ასე გაგრძელდებოდა დაუსრულებლად... რათქმაუნდა ცხოვრება ხომ განსაცდელია. ამის დაწერა გადავწყვიტე იმის შემდეგ რაც წავიკითხე ერთ-ერთი ადამიანის დაწერილი "მონახაზი" რაც ეხებოდა , რომ მას უყვარდა ის ადამიანი რომელიც მას ყურადღებას არც აქცევდა , თან ეს ადამიანი არც ისე დიდი გახლდათ.სწორედ ასეთი სიყვარულით ნატანჯებს გეუბნებით რომ დედამიწაზე ყოველთვის არსებებს ისეთი ადამიანი რომელიც შეგიყვარდებათ და შეუყვარდებით მთავარია არჩევანის გაკეთება ნაადრევად არ მოგივიდეთ ან არ დააგვიანოთ. სიმართლე გითხრათ მე ჯერ არ მწვევია სიყვარული... ე ჩემი საკუთარი აზრია , რომელსაც ზოგი დაეთანხმება ზოგიც არა.ეს კარგიცაა ყველას თავისი აზრი უნდა გააჩნდეს , მთავარია უნდა შეეძლოს ამ აზრის გამჟღავნება სხვისთვის. ერთისიტყვით ყოველთვის ეცადეთ ყველა პრობლემის გამოჩენაზე რაიმე პოზიტიური აღმოვაჩინოთ , ამას მხოლოდ თქვენთითონვე თუ შეძლებთ თორემ სხვა ვერაფერში დაგეხმარებათ... არასდროს დაკარგოთ იმედი იმისა რომ ხვალნდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება,ხოლო ზეგინდელი ხვალინდელზე. ეცადეთ ყოველთვის გაიღიმოთ , რადგანაც თქვენ გარშემო ყოველთვის იქნება ისეთი ადამიანი რომელსაც თქვნი ღიმილი გაათბობს, თვალებში კი ვარსკვლავებს აუციმციმებს.. გახსოვდეთ რომ თქვენი ერთი ღიმილი ვიღაცისთვის შეიძლება ერთ ლამაზ დღეს ნიშნავდეს...ცხოვრებაში ძალიან ბევრი განსაცდელი შეგვხვდება ყველას , მაგრამ ყველა გვირაბს აქვს შესასვლელი და გასასვლელი ასეა განსაცდელიც შეიძლება გვირაბში ჩიხშიც მოვხვდეთ მაგრამ ამ ჩიხიდანაც დავაღწევთ თავს მთავარია ჩვენ მოვინდომოთ... ყველას ვინც აას წაიკითხავს დიდ ბედნიერებას ვუსურვებ .. კეთილი სურვილებით
    1 516 ნახვა
    29-03-2014, 02:29