X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
* * *
  • * * *

    სადღაც უკვალოდ დაკარგული ყოველი წუთი,
    მიმოფანტული აზრები რომ წამებს ითვლიან,
    ძვირფასო შენი ღიმილი და ჩემი გრძნობები,
    "აბა მათ მეტი ქვეყანაზე რა მაბადია..."
    მომენატრები.. ისევ დღიურს გადავშლი, ვფურცლავ,
    მინდა გავიქცე, ან შევჩერდე, შეჩერდეს წამიც,
    მომენატრები... და ისევე გიცდი იმ ხესთან,
    გიტარაზე რომ უკრავდი და ვმღეროდით ერთად.
    თვალს რომ დავხუჭავ, მაგონდები, მივყვები ფიქრებს,
    მერე ვერ ვახელ, არ მინდა რომ ფიქრი გამექცეს,
    სადღაც მივდივარ, შენ მოგყვები, მერე კი გრძნობებს
    აღარ ვუყვები, არ მინდა, რომ ოცნებად იქცე...
    მომენატრები... და ცრემლებიც თავისით მოდის,
    თვალებს გავახელ, სარკეშიც კი ჩახედვა არ მსურს,
    რომ დავინახავ საკუთარ თავს ასე დატანჯულს,
    უფრო ვბრაზდები,რომ გრძნობები ისევე მახრჩობს.
    ახლა ღამეა... დაუბერავს ნოტიო სიო,
    სანთელიც იწვის, ფანჯარასთან რომ მიდევს ობლად,
    მე კი ფიქრებში ჩაძირული, გრძნობებით მთვრალი,
    გავყურებ იმ ხეს, გიტარას რომ ვუკრავდით ერთად.
    1 359 ნახვა
    29-03-2014, 02:29