პროექტი კოლიბრი / The Hummingbird Project
წელი: 2019
ჟანრი: თრილერი
რეჟისორი: კიმ ნგუიენი
როლებში: ჯესი ეიზენბერგი, ალექსანდრ სკარსგარდი, სალმა ჰაიეკი, მაიკლ მენდო, იოჰან ჰელდენბერგი ...
ფილმის მიმოხილვა
ბიძაშვილები ვინსენტი და ანტონი ცხოვრობენ სამყაროში სადაც თითოეულ წამს მილიარდის მოტანა შეუძლია. ისინი გადაწყვეტენ ოპტიკურ-ბოჭკოვან საკაბელო პროექტს ჩაუყარონ საფუძველი. ყველაფერი გათვლილია და წარმატების შანსიც ისეთი მაღალია როგორც არასდროს. თუმცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე მათ ყოფილ ბოსთან, ევა ტორესთან მოუწევთ დაპირისპირება, რომელიც ბოროტი გენია და მათი დაუძინებელი მტერია. ფსონები დიდია - დამარცხებული კარგავს ყველაფერს, გამერჯვებულის მონაპოვარი კი ფასდაუდებელია ...
სასიკვდილო ბრძოლა  / Mortal Kombat
წელი: 1995
ჟანრი: სათავგადასავლო, თრილერი, ფანტასტიკა, ფენტეზი, ბოევიკი
რეჟისორი: პოლ უ. ს. ანდერსონი
როლებში: კრისტოფერ ლამბერტი, რობინ შუ, ლინდენ ეშბი, კერი-ჰიროიუკი ტაგავა ...
ფილმის მიმოხილვა
იგივე სახელწოდების პოპულარული ვიდეო თამაშის მიხედვით გადაღებული ფილმი, სადაც ნაჩვენებია უძველესი შეჯიბრება სხვადასხვა სამყაროებიდან ჩამოსულ საუკეთესო მებრძოლებს შორის. მიზანი 10 შჯიბრის მოგებაა, რომ წაგებულად არ ჩაითვალო. ბოროტთა მხარეს უკვე 9 მოგება აქვს, ამიტომ ახლა ლორდ რეიდენის და მისი მებრძოლების მიზანია შეაჩეროს ბოროტი ძალების საბოლოო გამარჯვება ...
ტკივილი და დიდება / Pain and Glory
წელი: 2019
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი
როლებში: ანტონიო ბანდერასი, პენელობა კრუზი, ასერ ეჩეანდია, ლეონარდო სბარალია ...
ფილმის მიმოხილვა
სიუჟეტის ცენტრში – ნიჭიერი ხანდაზმული რეჟისორის სალვადორ მალოს (ანტონიო ბანდერასი) დრამატული ამბავია, რომელიც თავისი შემოქმედებითი კარიერის დასასრულს წარსულში იყურება და მთელ რიგ მნიშვნელოვან შეხვედრებს განიცდის, როგორც რეალობაში, ისე საკუთარ მეხსიერებაში. სალვადორი იმ ქალების – დედის და მისი ძველი ფილმების მსახიობების პირისპირ დგება, რომლებიც მას ძალიან უყვარდა. წინ მას – მხოლოდ ბუნდოვანი მომავალი აქვს, რომელშიც მალოს აღარ შეუძლია ფილმების გადაღება. ყოველივე ამას შემოქმედი სიცოცხლისა და ხელოვნების – ტკივილის და დიდების მნიშვნელოვან მოსაზრებებამდე მიჰყავს ...
ძაღლური ცხოვრება 2 / A Dog's Journey 2
წელი: 2019
ჟანრი: საოჯახო, თრეილერები
რეჟისორი: გეილ მანკუსო
როლებში: დენის კუეიდი, ბეტი გილპინი, ჯოშ გადი, ები რაიდერ ფორტსონი ...
ფილმის მიმოხილვა
ისტორია გრძელდება, ერთი ძაღლის დრამატული ცხოვრების შესახებ, რომელმაც რამდენიმე სიცოცხლე იცხოვრა, სანამ ერთ დღეს მის პირველ პატრონს არ შეხვდა. ძაღლი თავისი არსებობის აზრს სხვადასხვა ადამიანების ცხოვრების მეშვეობით პოულობდა, რომელიც მას გზაზე ხვდებოდნენ. საბედნიეროდ ამით მისი რეინკარნაციის მიზანი არ დასრულებულა. ამჯერად ის ლეკვის სახელად მოლის სხეულში ბრუნდება, და ახალ მისიას ასრულებს – პრობლემური თინეიჯერი-გოგონას სიჯეის ცხოვრებაში ბედნიერება მოაქვს ...
რკინის ზეცა 2  / Iron Sky 2: The Coming Race
წელი: 2016
ჟანრი: კომედია, თრილერი, ფანტასტიკა, ბოევიკი
რეჟისორი: ტიმო ვუორენსოლა
როლებში: უდო კიერ, იულია დიტცე, სტეფანი პოლი, იუკა ჰილდენი, ვლადიმირ ბურლაკოვი, რიკი უოტსონი ...
ფილმის მიმოხილვა
მოვლენები ფილმიდან - -რკინის ცა- -25 წლის შემდეგ ხდება. ნაცისტების ყოფილი ბაზა მთვარეზე კაცობრიობის უკანასკნელი თავშესაფარი გახდება. დედამიწა ბირთვულმა ომმა გააჩანაგა, თუმცა ამ გავერანებული მიწის ქვეშ ღრმად ჩამარხულია ძალა, რომელსაც შეუძლია ის რაც კაცობრიობისგან დარჩა, გადაარჩინოს ან ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს. სიმართლე კაცობრიობის შექმნასთან დაკავშირებული სიმართლე გამჟღავნდება, როდესაც დიდი ხნის მტერი ფილმის გმირებს ფუღურო დედამიწაში სამოგზაუროდ წარუძღვება. კაცობრიობის გადასარჩენად ისინი უნდა შეებრძოლონ ვრილებს, უძველეს ფორმაცვალებადი რეპტილიების მოდგმას და მათ დინოზავრების არმიას ...
მამაჩემი და ჩემი ვაჟიშვილი / Hadi Be Oglum
წელი: 2018
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ვოგა ექემენი
როლებში: ქივანჩ თათლითუგი, ბუშრა დეველი, ალიჰან თურქდემირი, ფერიდუნ დუზაგაჩი, სეზაი აიდინი ...
ფილმის მიმოხილვა
წარმოდგენილი თურქული დრამა, მამისა და შვილის გამაოგნებელ ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მეთევზე ალიმ, მთელი სიცოცხლე თავის ვაჟს, პატარა ეფეს მიუძღვნა. ალი მხოლოდ შვილისთვის ცხოვრობს, მაგრამ ეფე სხვა ბავშვთაგან განსხვავებულია... მას არ შეუძლია მათსავით თამაში და საკუთარი ემოციების გამოხატვა. ალი, რაც უფრო ცდილობს შვილთან დაახლოვებას, მით უფრო მარტოსულად გრძნობს თავს. ერთადერთი, რისი გაგებაც კაცს სურს ის არის, რომ იცოდეს - ნამდვილად ესმის თუ არა მისი შვილს. ალი გულში მშობლებისა და საყვარელი ქალის მოგონებების დიდ ტკივილს ატარებს და სიყვარული, რომელსაც იგი შვილის მიმართ განიცდის, მათ ცხოვრებას ალამაზებს ...
შევხვდებით იქ, ზემოთ / See You Up There
წელი: 2017
ჟანრი: კრიმინალური, დრამა
რეჟისორი: ალბერ დიუპონტელი
როლებში: ნაუელ პერეს ბისკაიარტი, ალბერ დიუპონტელი, ლორან ლაფიტი, ნილს არესტრუპი, ემილი დეკენი ...
ფილმის მიმოხილვა
მოვლენები 1918 წელს პირველი მსოფლიო ომის ბოლო დღეებში ვითრდება. არამზადა, კაპიტანი პრადელი, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფერია, ორ ჯარისკაცს სასიკვდილო დავალებაზე აგზავნის – ახალგაზრდა მახატვარი, მილიონერის ვაჟი ედურა პერიკო და ყოფილი ფოსტალიონი ალბერტ მეილარი. ედურა ფრონტის ხაზზე ალბერტს გადაარჩენს, მაგრამ თავად მძიმედ დაიჭრება. მისი სახე საშინლად დამახინჯდება, და შინ დაბრუნებაზე უარს იტყვის. თავს გარდაცვლილად გამოაცხადებს და სახეს სამუდამოდ ნიღბით დაიფარავს, ედურა ომზე სურათების ხატვას იწყებს. ხოლო კაპიტანი პრადელი, რომელიც დამკრძალავ ბიზნესში თაღლითობით გამდიდრდა, ბედის ირონიით ედურას დაზე დაქორწინდება. ახლა კი, სამივეს პირისპირ შეხვედრა მოელის ...
თუ გინდა კარგი დრო გაატარო, დამირეკე / For a Good Time, Call...
წელი: 2012
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ჯემი ტრევისი
როლებში: ლოურენ მილერი, ჯეიმს ვოლკი, ერი გრეინორი, ჯასთინ ლონგი, ლოურენს მენდლი ...
ფილმის მიმოხილვა
ორი -ვითომ-მეგობარი- ლორენი და კეტი ერთად გადავლენ საცხოვრებლად კეტის ბებიის ბინაში ნიუ-იორკში , მას შემდეგ რაც ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ. გოგოები სულ ჩხუბში არიან და ერთ საბედისწერო დღესაც, კეტის საძინებლიდან გამოსული ხმაურის გამო ოთახში შესული ლორენი პატარა -ბინძურ- საიდუმლოს გაიგებს. ეს გოგოებს კიდევ უფრო დაახლოვებს - ლორენი (ტვინი) და კეტი (ტალანტი) ძალიან წარმატებულ საქმეს წამოიწყებენ. მოგება იზრდება და გოგონებიც გადააფასებენ თავიანთ იმედებსა და ოცნებებს ...