X
თუ გინდა კარგი დრო გაატარო, დამირეკე / For a Good Time, Call...
წელი: 2012
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ჯემი ტრევისი
როლებში: ლოურენ მილერი, ჯეიმს ვოლკი, ერი გრეინორი, ჯასთინ ლონგი, ლოურენს მენდლი ...
ფილმის მიმოხილვა
ორი -ვითომ-მეგობარი- ლორენი და კეტი ერთად გადავლენ საცხოვრებლად კეტის ბებიის ბინაში ნიუ-იორკში , მას შემდეგ რაც ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ. გოგოები სულ ჩხუბში არიან და ერთ საბედისწერო დღესაც, კეტის საძინებლიდან გამოსული ხმაურის გამო ოთახში შესული ლორენი პატარა -ბინძურ- საიდუმლოს გაიგებს. ეს გოგოებს კიდევ უფრო დაახლოვებს - ლორენი (ტვინი) და კეტი (ტალანტი) ძალიან წარმატებულ საქმეს წამოიწყებენ. მოგება იზრდება და გოგონებიც გადააფასებენ თავიანთ იმედებსა და ოცნებებს ...
სიცრუის ქალაქი / City of Lies
წელი: 2018
ჟანრი: კრიმინალური, თრილერი, ბიოგრაფიული, დეტექტივი, დრამა
რეჟისორი: ბრედ ფურმანი
როლებში: ჯონი დეპი, ფორესტ უიტაკერი, ტობი ჰასი, დეიტონ კალი, ნილ ბრაუნი, ლუის ჰერტემი ...
ფილმის მიმოხილვა
ფილმი დაფუძნებულია რენდელ სალივანის დოკუმენტურ წიგნზე - LAbyrinth – ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ტუპაკ შაკურის და ნოტარიუს ბიგის მკვლელობების ვერსიებს აღწერს. ნიუ-იორკელი დეტექტივი რასელ პული, რომელიც მრავალი წელი ცდილობდა ლეგენდარული რეპერების მკვლელობების გამოძიებას, მოვლენებიდან ოცი წლის გასვლის შემდეგ ერთიანდება რეპორტიორთან ჯეკი ჯექსონი, რომელიც სასოწარკვეთი ცდილობდა თავის კარიერის გადარჩენას. პული და ჯექსონი, წარმოუდგენელი შეთქმულების ქსელს ხსნიან ფარდას, რომელშიც მთავარი გმირის ვერსიით მისი პოლიციელი-კოლეგები იყვნენ გარეულები. როგორც დეტექტივი ამტკიცებდა, ტუპაკის მკვლელობაში გარეული იყო მისი მეგობარი და ლეიბლის Death Row Records-ის თანადამფუძნებელი შუგ ნაიტი, და ასევე ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დევიდ მეკომი. სამწუხაროდ ტუპაკ შაკურის და ნოტარიუს ბიგის მკვლელობები დღემდე გაუხსნელია, ხოლო თავად რასელ პული 2015 წელს დაიღუპა ...
შაფტი / Shaft
წელი: 2019
ჟანრი: კომედია, კრიმინალური, ბოევიკი
რეჟისორი: ტიმ სტორი
როლებში: სემუელ ლ. ჯეკსონი, ალეკსანდრა შიპი, ევან ჯოგია, რეჯინა ჰოლი, ლუნა ლორენ ველესი ...
ფილმის მიმოხილვა
2000 წლის პოპულარული კრიმინალური თრილერის რებუთი, რომელიც ნიუ-იორკელი აფროამერიკელი კერძო დეტექტივის ჯონ შაფტის და მისი ვაჟის ჯონ შაფტი-უნცროსის შესახებ მოგვითხრობს. FBI-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ჯონ შაფტი-უნცროსი, რომელმაც გადაწყვიტა მამის გზას არ გაყვეს, ახლა იძულებულია მასთან გააერთიანოს ძალები, რათა დაეხმაროს მას თავისი საუკეთესო მეგობრის კარიმის სიკვდილის საიდუმლოს ამოხსნაში და ბოლო მოუღოს ნიუ-იორკში გამეფებულ ნარკოტიკებით ვაჭრობას და ფულის გათეთრებას ...
მე დედა ვარ / I Am Mother
წელი: 2019
ჟანრი: საშინელება, ტრილერი, ფანტასტიკა, დრამა
რეჟისორი: გრანტ სპიუტორი
როლებში: როუზ ბირნი, ჰილარი სუენკი, კლარა რუგორი, ლუკ ჰოკერი ...
ფილმის მიმოხილვა
სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი ადამიანსა და რობოტს შორის ურთიერთობის შესახებ, სადაც მოვლენები უახლოეს მომავალში, დედამიწაზე მომხდარი აპოკალიფსის და კაცობრიობის გადაშენების შემდეგ ვითარდება, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის რეპროდუქცირებას რობოტები დაიწყებენ. მიწისქვეშ მდებარე, მაღალტექნოლოგიურ ბუნკერში, რობოტი სახელად "დედა" ახალი თაობის ადამიანის სიცოცხლეს ქმნის. მისი პირველი -შვილი- - სინჯარაში გამოყვანილი ემბრიონისგან დაბადებული გოგონაა. ერთ დღეს მათი ბუნკერის კართან უცნობი დაჭრილი ქალი აღმოჩნდება, რომელიც გმირების ურთიერთობაში ჩაერევა და -დედასა- და შვილს შორის კავშირს საფრთხეს შეუქმნის. ის, გოგონას გარე სამყარზე და მისი -დედის- მიზნებზე თავისი წარმოდგენის ეჭვქვეშ დააყენებს აიძულებს ...
ჰელბოი: სისხლიანი დედოფლის აღზევება / Hellboy: Rise of the Blood Queen
წელი: 2019
ჟანრი: სათავგადასავლო, ფანტასტიკა, ფენტეზი, ბოევიკი
რეჟისორი: ნილ მარშალი
როლებში: მილა იოვოვიჩი, დევიდ ჰარბორი, პენელოპა მიტჩელი, იენ მაკშეინი, საშა ლეინი ...
ფილმის მიმოხილვა
ფანტასტიური ექშენის გადატვირთვა დემონური ძალის და შესაბამისი გარეგნობის მქონე სუპერგმირის ჰელბოის შესახებ. ნაცისტების ექსპერიმენტის დროს ჯოჯოხეთიდან გამოყვანილი და ადამიანების მიერ გაზრდილი ჰელბოი, დიდი ხნის მანძილზე იცავდა მსოფლიოს ბოროტებისგან. მისი მკაცრი დემონური გარეგნობის მიუხედავდ, მას სინამდვილეში კეთილი გული აქვს და სხვადასხვა ბოროტი არსებების წინააღმდეგ ბრძოლაში, არაერთხელ გადაურჩენია სუსტი და უმწეო. ჰელბოის, ინგლისში გამგზავრება მოელის, სადაც მას მეფე არტურის დროს მცხოვრები და საუკუნეების შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი მერლინის გაიძვერა და გრძნეულ ცოლთან ნიმუესთან საშიში ბრძოლა ემუქრება. მაგრამ ამ ბრძოლის შედეგები შეიძლება მთელი სამყაროსთვის და კაცობრიობისთვის დამღუპველი გახდეს, და ჰელბოიმ, რომელმაც ერთხელ უკვე კეთილი გზა და საიდუმლო ბიუროში მუშაობა აირჩია, არ სურს არმაგედონის დადგომა და სინთლეზე ბნელი ძალების გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯოჯოხეთიდან არის შობილი და ნებისმიერ დროს შეუძლია სიბნელის ერთ-ერთი მეფის ტახტი დაკავება, წითელკანიანი დემონი უკვე მერამდენედ ცდილობს თავიდან იქნას აცილებული სამყაროს ჩამოშლა ...
გაქცევის გეგმა 3 / Escape Plan: The Extractors
წელი: 2019
ჟანრი: ბოევიკი
რეჟისორი: ჯონ ჰერცფელდი
როლებში: სილვესტერ სტალონე, ფიფთი ცენტი, დეივ ბატისტა, ჯეიმი კინგი, მაკს ჩჟანი ...
ფილმის მიმოხილვა
ჰონგ-კონგის ტექნიკური კომპანიის გავლენიანი ხელმძღვანელის ახალგაზრდა ქალიშვილის გაუჩინარება ერთი შეხედვით თითქოს გამოსასყიდის გამო ჩვეულებრივ გატაცებას ჰგავს, მაგრამ გამოსასყიდის გადაცემის რუტინული ოპერაციის დროს ახალგაზრდა გატაცებული უგზო–უკვლოდ იკარგება. როდესაც რეი ბრესლინი (სილვესტერ სტალონე) და მისი გუნდი ამ იდუმალი საქმის გამოძიებას დაიწყებს, მოულოდენალდ აღმოჩნდება, რომ გოგონას გატაცებაში რეის ერთ-ერთი ყოფილი ბიზნეს პარტნიორის შეშლილი-შურისმაძიებელი ვაჟია გარეული, რომელმაც ასევე მისი ყველაზე საყვარელი ადამიანი გაიტაცა, რომელიც მაისურ ციხეში სახელწოდებით -ეშმაკის სადგურში- ჰყავს დამწყვდეული ...