მეზობლებისთვის შესვლა აკრძალულია / Deck the Halls
წელი: 2006
ჟანრი: კომედია, საახალწლო, საოჯახო
რეჟისორი: ჯონ უაიტსელი
მსახიობები: დენი დევიტო, მეტიუ ბროდერიკი, კრისტინ დევისი, კრისტინ ჩენოუეტი, ალია შოკატი ...
აღწერა:
პატარა ჩრდილოეთამერიკულ ქალაქში შობის წინა დღეებში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა: ერთერთმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა თავისი სახლი ილუმინაციით მოერთო, რის ნახვა კოსმოსიდანაც კი შეიძლებოელი გახდებოდა. ეს არ მოეწონათ თანასოფლელებს და განსაკუთრებით მის უახლოეს მეზობელს. საბრძოლო მოქმედებები მზად არიან ქალაქი დაასხვრიონ. თუმცა ბოლოს და ბოლოს მოწინააღმდეგე მხარეები აღმოაჩენენ შობის ნამდვილ ფასეულობას ...
სანტა მაიამიდან / Mr. St. Nick
წელი: 2002
ჟანრი: კომედია, ფენტეზი, საახალწლო
რეჟისორი: ქრაიდ ზისკი
მსახიობები: კელსი გრემერი, ილეინ ჰენდრიქსი,ბრაიან ბედფორდი, ანა ორტიზი, უოლეს შოუნი,ლიულე ონტივეროსი ...
აღწერა:
მოხუცებული სანტა, მეუღლე კარლოტასთან ერთად მშვიდად ცხოვრობს ჩრდილოეთის თოვლიან ტყეებში... მაგრამ შობამდე ცოტა დრო რჩება და მოხუცებულმა სანტამ უნდა მოასწროს მაგიური ძალის გადაცემა მემკვიდრეზე. ეს მემკვიდრე კი არც კი ფიქრობს შინ დაბრუნებაზე. ის მაიამიში ყველაზე სასურველი მამაკაცია, რომელიც ოკეანის პირას მდიდრულ სახლში ცხოვრობს და დროს ღამის ჯკუბებში ატარებს. ნიკს სულაც არ სჭირდება ირმები, თეთრი წვერი, წითელი კოსტუმი და მამამისის საჩუქრების ტომარა. შობას მხოლოდ სასწაული გადაარჩენს ...