GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
"იწყება ასტრონომიული ახალი წელი, გამოიყენეთ ეს დრო, მომავალი კვირა ისევ რთულია" - ასტროლოგი
  • "იწყება ასტრონომიული ახალი წელი, გამოიყენეთ ეს დრო, მომავალი კვირა ისევ რთულია" - ასტროლოგი

    ასტროლოგი ხათუნა ნოელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს:
    "კვირის პროგნოზი დავიწყოთ ამ კვირის უკურსო მთვარის პერიოდებით:
    16 მარტს - 13:30-დან 20:25-მდე,
    20-ში - 13:00-დან 16:35-მდე
    14-ში - 14:00-დან 15:10-წუთამდე

    ეს დროის ის მონაკვეთებია, როცა მნიშვნელოვან ახალ საქმეებს არ ვიწყებთ და მხოლოდ რუტინულს მივყვებით.
    ამ კვირაში 3 ინგრესია გვაქვს, რაც ნიშნავს პლანეტის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვლას.
    ორშაბათს, 16 მარტს, 11:44-ზე მერკური გადადის თევზის ზოდიაქოში. ეს ნიშანი მერკურის ხელს არ უწყობს თავის გამოვლინებაში, ჩვენს მიერ გამოთქმული აზრები თანამოსაუბრისათვის ცოტა არ იყოს ბუნდოვანი, გაურკვეველი ხდება. შედეგად რთულდება კომუნიკაცია. მათ, ვისაც პირად რუკაში მერკური დაზიანებული ჰყავს, არაა გამორიცხული ისეთ ადამიანებთან მოუწიოთ ურთიერთობა, რომლებიც შეეცებიან რაღაცაში მოატყუონ. სიფრთხილე გმართებთ ვაჭრობისას. აქაც მაღალია ზომა-წონაში მოტყუების ალბათობა. სამაგიეროდ ერთი-ორად იზრდება შემოქმედებითი აზროვნება, ჩვენი ფიქრები უფრო მაღალ მატერიებს ეხება და სულიერი/ გულითადი საუბრების რიცხვიც მატულობს. ეს დღე არახელსაყრელია მერკურიანული საქმეების დასაწყებად, სამგზავროდ, დოკუმენტებზე სამუშაოდ, სწავლის დასაწყებად, ვინაიდან ნიშნის შეცვლის შემდეგ პლანეტას გარკვეული პერიოდი ადაპტაციისათვის ესაჭიროება ხოლმე. მერკური თევზების ნიშანში 11 აპრილამდე დარჩება.
    მეორე ინგრესია 20 მარტს დაახლოებით დილის 7:50-ზე გვექნება. მზე იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და ვერძის 0 გრადუსიდან ახალ ერთწლიან ციკლს იწყებს. ეს დღე - გაზაფხულის მზებუდობა ასტრონომიულ ახალ წლად მიიჩნევა და ამ დღესასწაულს არაერთი ერი აღნიშნავდა და დღემდეც აღნიშნავს საზეიმო განწყობით. ამ დღიდან რეალურად იწყება გაზაფხული, იღვიძებს ბუნება და ჩვენც ახალ მიზნებს და ახალ გეგმებს ვისახავთ, მე გისურვებთ, რომ მომდევნო წლის გაზაფხულის ბუნიობამდე ყველას სისრულეში მოგვეყვანოს ჩვენი კეთილი ზრახვები.
    მესამე ცვლილება სატურნს ეხება - 22 მარტს ის მერწყულში გადადის.
    ისეთი ნელა მოძრავი პლანეტისთვის, როგორიც სატურნია ნიშნის შეცვლა დაახლოებით 2 ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება, ამიტომ ეს მოვლენა საკმაოდ მნიშვნელოვანია. სატურნიანული საქმეები, ძირითადად კი ეს კარიერულ საკითხებს შეეხება ხოლმე მერწყულურ შეფერილობას მიიღებს, თუმცა არც თუ დიდი ხნით, ვინაიდან სატურნი ამ ნიშანში მხოლოდ 2 ივლისამდე დარჩება შემდეგ კი, რეტროგრადულობის გამო, კვლავ თხის რქის ნიშანს დაუბრუნდება, სადაც თითქმის წლის ბოლომდე, 17 დეკემბრამდე დაჰყოფს.
    მერწყული თავისუფლების და ცვლილებების ნიშნად ითვლება და სატურნის მიერ ამ ნიშანში ყოფნის პერიოდი შესაძლოა სწორედ ცვლილებების ახალ ტალღასთან იყოს დაკავშირებული. აქ ორ ძირითად მიმართულებას გამოვყოფდი ერთი დამოუკიდებელი ქმედებების სურვილს და მეორე - რაიმე იდეის გარშემო გაერთიანებისაკენ მისწრაფებას. ამ ფონზე შესაძლოა ვიხილოთ ახალი სოციალური გაერთიანებები თუ პოლიტიკური ალიანსები. შესაძლოა სრულიად ახალი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების შესახებაც კი მოვისმინოთ ანონსი.
    თუმცა, როგორც იტყვიან, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. სატურნი მერწყულის ნიშანში ბოლოს 30 წლის წინ იყო და თუ გავიხსენებთ რა ხდებოდა მაშინ, შესაძლოა პარალელების გავლებაც არ გაგვიჭირდეს.
    მაგრამ მოდით წარსულიდან ისევ ამ კვირას, მიმდინარე პროცესებს დავუბრუნდეთ.
    კვირის მანძილზე აქტიური იქნება 3 საკმაოდ ჰარმონიული ასპექტი - მზის სექსტილი სატურნთან, მერკურისა და ურანის სექსტილი და მარსის შეერთება იუპიტერთან. მათი დადებითი ენერგეტიკა აქტიურობისაკენ გვიბიძგებს, იმ პროექტების და საქმეების განხორციელებისაკენ, რომლებიც ხანგრძლივ პერსპექტივებზეა გათვლილი. ეს შეიძლება იყოს კარიერული ზრდაც, სოციალური სტატუსის შეცვლაც, რაც პრინციპში ქორწინებითაც შეიძლება რომ გამოიხატოს, აგრეთვე ბინის მშენებლობასთან დაკავშირებული საქმეებიც და ასე შემდეგ. კარგი პერიოდია სწავლის დაწყებისათვის, იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის. სასამართლოსთან დაკავშირებული თემების გაააქტიურებისთვის.
    მშვენიერი კვირაა ასევე ელექტროხელსაწყოების და მსხვილი ტექნიკის შესაძენადაც. მიუხედავად იმისა, რომ მთელი კვირა ამ ყველაფრისათვის მეტად პოზიტიურია, მაინც ხაზგასმით გამოვყოფდი ხუთშაბათსა და პარასკევ დღეებს, ვინაიდან ასპექტების პიკი სწორედ ამ პერიოდში უწევს.
    მოკლედ - მშვენიერი კვირაა და გამოიყენეთ მაქსიმალურად. იქით კვირიდან ისევ სირთულეებთან მოგვიწევს შეჭიდება".

    წყარო: intermedia.ge
    151 ნახვა
    X
    18-03-2020, 01:16