X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ზოდიაქოს რომელი ნიშანი უყვარს ფულს - ასტროლოგები ფინანსურად სამ ყველაზე წარმატებულ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებენ
  • ზოდიაქოს რომელი ნიშანი უყვარს ფულს - ასტროლოგები ფინანსურად სამ ყველაზე წარმატებულ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებენ

    მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ალ­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის წარ­მო­ად­გენს უგუ­ნე­ბო­ბის წყა­როს. შე­საძ­ლოა არ­სე­ბობს კი­დეც ისე­თი ხალ­ხი, ვისი თვით­შე­ფა­სე­ბაც მთე­ლი ასი პრო­ცენ­ტით არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ფულ­ზე, თუმ­ცა ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას სა­ი­მი­სოდ, რომ თავი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იგ­რძნოს, კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი და ფი­ნან­სუ­რი წინსვლა სჭირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. მარ­თა­ლია, ფუ­ლით ყვე­ლა­ფერს ვერ იყი­დი, მაგ­რამ რო­გორც ხუმ­რო­ბით იტყვი­ან - "ბენტლი­ში ტი­რი­ლი ჯო­ბია, ავ­ტო­ბუს­ში ცრემ­ლე­ბის ღვრას"...

    ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და ის თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი პლა­ნე­ტა მარ­თავს თქვენს ნი­შანს დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს იმას თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოთ ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით. თუმ­ცა, და­მე­თან­ხმე­ბით ალ­ბათ, რომ მარ­ტო­ო­დენ ვარ­სკვლა­ვე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა არ კმა­რა და ნა­ბი­ჯე­ბი იღ­ბალ­თან შე­სახ­ვედ­რად თა­ვად ადა­მი­ან­მაც უნდა გა­დად­გას აქ­ტი­უ­რად. ამი­ტომ თუკი თქვენ შრო­მა არ გე­ზა­რე­ბათ, სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბის გწამთ და მტკი­ცედ გჯე­რათ, რომ ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად გამ­დიდ­რდე­ბით, სამ­ყა­რო აუ­ცი­ლებ­ლად გი­ბო­ძებთ მეტი ფუ­ლის შოვ­ნის რე­ა­ლურ შან­სებს.

    მაგ­რამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი თვი­სე­ბე­ბით სულ რამ­დე­ნი­მე ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მორ­ჩე­უ­ლი. ზუს­ტად ამი­ტომ ხდე­ბა, რომ ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბი­ან მდი­და­რი და ფი­ნა­ნა­სუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი პერ­სო­ნე­ბი.

    ვერ­ძი - პლა­ნე­ტა მარ­სი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს მარ­თავს გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ვერ­ძე­ბი შე­სა­შუ­რი ოპ­ტი­მიზ­მით, სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­თა და მო­მავ­ლის და­უ­ღა­ლა­ვი რწმე­ნით არი­ან და­ჯილ­დო­ე­ბულ­ნი. ისი­ნი ას­ხი­ვე­ბენ ხოლ­მე თავ­და­ჯე­რე­ბას, რაც მათ­კენ არა­ერთ ინ­ვეს­ტორს და სპონ­სორს იზი­დავს. ვერ­ძე­ბი ფულს იო­ლად და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ, თუმ­ცა ასე­თი­ვე გუ­ლუხ­ვო­ბით ხარ­ჯა­ვენ კი­დეც. ამი­ტომ რო­გორც წესი, მათ ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რია ფი­ნან­სუ­რი აღ­მას­ვლე­ბი და დაღ­მას­ვლე­ბი.

    ქალ­წუ­ლი - უზო­მოდ მშრო­მე­ლი, წინ­და­ხე­დუ­ლი, ეკო­ნო­მი­უ­რი და გო­ნი­ე­რი ხალ­ხის ზო­დი­ა­ქოა. ყვე­ლა ქალ­წუ­ლი სა­ო­ცა­რი რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მით ეკი­დე­ბა ფულს და მა­ტე­რი­ა­ლურ სახ­სრებს. ამას­თან ისი­ნი სა­ოც­რად პრაქ­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან და შე­უძ­ლი­ათ მცი­რე ბი­უ­ჯე­ტით დიდი პრო­ექ­ტე­ბის ამუ­შა­ვე­ბა. ქალ­წუ­ლი ტი­პუ­რი "ვორ­კოჰო­ლი­კია", რო­მელ­საც მუ­შა­ო­ბა და შრო­მა უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­უ­ღა­ლა­ვად ის­წრაფ­ვი­ან ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­კენ, თუმ­ცა მიღ­წე­უ­ლით არა­სო­დეს არი­ან კმა­ყო­ფი­ლი და ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ უფრო და უფრო მეტი სივ­რცე და­ი­კა­ვონ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის კუ­თხით. რაც თა­ვის­თა­ვად კარგ შე­მო­სავ­ლებს უდ­რის.

    მერ­წყუ­ლი - ალ­ტრუ­ის­ტი, მე­ცე­ნა­ტი, სა­ოც­რად მე­გობ­რუ­ლი და მო­მავ­ლის ხედ­ვის მქო­ნე ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. მერ­წყუ­ლებს გა­სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია და წი­ნას­წარ­ხედ­ვის ნიჭი აქვთ, ამი­ტომ მათი უმე­ტე­სო­ბა წარ­მა­ტე­ბით აბან­დებს ფულს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტებ­ში, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ მათ კო­ლო­სა­ლურ მო­გე­ბას და სიმ­დიდ­რეს ჰპირ­დე­ბა. ისი­ნი არ არი­ან ძუნ­წე­ბი, თუმ­ცა ფუ­ლის უმი­სა­მარ­თოდ ფლან­გვის­კე­ნაც არ ახა­სი­ა­თებთ მიდ­რე­კი­ლე­ბა. სი­ა­მოვ­ნე­ბით რის­კა­ვენ და გო­ნივ­რუ­ლად ახერ­ხე­ბენ ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­კუ­თა­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის გა­საზ­რდე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას.

    წყარო: ambebi.ge/astrology
    99 ნახვა
    19-03-2020, 01:10