GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
რა შემთხვევაში რჩება კაცი ცოლის ერთგული მთელი ცხოვრება, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • რა შემთხვევაში რჩება კაცი ცოლის ერთგული მთელი ცხოვრება, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    მა­მა­კა­ცე­ბი რომ პო­ლი­გი­ა­მი­უ­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან, ამ თე­მის გარ­შე­მო არა­ერ­თი სტა­ტია და კვლე­ვა და­წე­რი­ლა. ამი­ტომ ჩვენ, ჩვე­ნი მხრივ აღარ ვა­პი­რებთ თავი შე­გა­წყი­ნოთ იმის ახ­სნით რა­ტომ არი­ან მამ­რე­ბი ბუ­ნე­ბით მო­ნო­გა­მი­უ­რე­ბი, მით უმე­ტეს, რომ დღეს­დღე­ო­ბით მათ ბევ­რი მან­დი­ლო­სა­ნიც არ უდებს ტოლს ამ მხრივ. დღეს გვინ­და ერ­თგუ­ლე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ და ის მე­თო­დე­ბი შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც თქვენს საყ­ვა­რელს მა­მა­კაცს მეტ სტი­მულს მის­ცემთ სა­ი­მი­სოდ, რომ იყოს ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რი.

    ვერძთან ბა­ლან­სის დაც­ვაა სა­ჭი­რო. თავი არც ძა­ლი­ან უნდა მო­ა­ნატ­როთ და არც უნდა მო­ა­ბეზ­როთ. ნაკ­ლე­ბად უკი­თხეთ ნო­ტა­ცი­ე­ბი.

    კუ­როს ერ­თგუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვე­ნი ხა­სი­ა­თის სიმ­ყა­რე­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე. ზო­გა­დად ეს ის კა­ცია, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად და უხა­ლი­სოდ ღა­ლა­ტობს.

    ტყუ­პის თქვენ გვერ­დით "დაბ­მა", მხო­ლოდ ინ­ტე­ლექ­ტით და ერუ­დი­ცი­ის დო­ნით გა­მო­გი­ვათ. მან უნდა იცო­დეს, რომ თქვენ­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლია თავ­მოყ­რი­ლი - ცოლი, მე­გო­ბა­რი და საყ­ვა­რე­ლი. ტყუპს ჭკვი­ა­ნი ქა­ლე­ბი ხიბ­ლავს.

    კირჩხი­ბის­თვის უნდა იყოთ ერ­თდრო­უ­ლად დე­დაც და ცო­ლიც. თუკი მას თქვე­ნი სა­ხით მზრუნ­ვე­ლი და თა­ნამ­გრძნო­ბი ადა­მი­ა­ნი ეყო­ლე­ბა, სხვა ქალ­თან არ და­ი­წყებს კომ­ფორ­ტის ძი­ე­ბას.

    ლო­მის ერ­თგუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად ახერ­ხებთ, რომ იგი თქვენ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე იყოს ცხოვ­რე­ბა­ში. თუკი მუდ­მი­ვად და­უ­ფიქ­სი­რებთ იმას, რომ თქვენ­თვის ის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, ლომი სხვა­ზე არა­სო­დეს გაგცვლით.

    ქალ­წუ­ლის ერ­თგუ­ლე­ბა რომ და­იმ­სა­ხუ­როთ, არა­სო­დეს უნდა შე­უქ­მნათ ქა­ო­სი არც სახ­ლში, არც ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუკი ის თქვენ­თან თავს კომ­ფორ­ტუ­ლად და მყუდ­როდ გრძნობს, ნაკ­ლე­ბად მო­ინ­დო­მებს სხვის­კენ გა­ხედ­ვას.

    სას­წო­რი მა­მა­კა­ცი ფლირ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია, მას უბ­რა­ლოდ არ შე­უძ­ლია მსუ­ბუ­ქი ფლირ­ტის გა­რე­შე. თუკი ამის გამო დრა­მას არ მო­უ­წყობთ და სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ პე­რი­ო­დუ­ლად თავი მო­ი­წო­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სე­რი­ო­ზულ ღა­ლა­ტამ­დე საქ­მე არა­სო­დეს მივა.

    მო­რი­ე­ლი მა­მა­კა­ცის ერ­თგუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვენ მი­მართ მისი ემო­ცი­უ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის ხა­რისხზე. თუკი ერ­თგუ­ლე­ბა­ზე გა­და­გა­მოწ­მათ, სუ­ლის სიძ­ლი­ე­რით მო­ხიბ­ლეთ და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მაც მყა­რი გაქვთ, ნუ გე­ში­ნი­ათ, თქვენს სუ­პერ­სექ­სუ­ა­ლურ პარტნი­ორს ვერც ერთი ქალი ვერ წა­გარ­თმევთ.

    მშვილ­დოს­ნის ერ­თგუ­ლე­ბა რომ და­იმ­სა­ხუ­როთ ერ­თობ რთუ­ლი საქ­მეა. ამ მა­მა­კა­ცებს უჭირთ თა­ვის კონ­ტრო­ლი. თუმ­ცა, თუკი თქვე­ნი სა­ხით კარ­გი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე ეგუ­ლე­ბათ, რო­მე­ლიც არა­სო­დეს აკ­რი­ტი­კებს რაც არ უნდა და­ა­შა­ოს, შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ფლირ­ტით შე­მო­ი­ფარ­გლოს მისი საქ­ცი­ე­ლი.

    თხის რქა საკ­მა­ოდ ერ­თგულ­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. თუმ­ცა, მის ერ­თგუ­ლე­ბა­საც სჭირ­დე­ბა მო­პო­ვე­ბა და და­ფა­სე­ბა. ასე­თი მა­მა­კა­ცი სხვა­ზე არა­სო­დეს გაგცვლით, თუკი მყა­რი მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბის მქო­ნე, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და მშვი­დი ქალი ხართ.

    მერ­წყუ­ლი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებს ზო­გა­დად ერ­თგუ­ლე­ბის სა­კითხს. ფი­ზი­კუ­რი ღა­ლა­ტი მის­თვის დიდ ტრა­გე­დი­ად იშ­ვი­ა­თად აღიქ­მე­ბა. ამი­ტომ რო­გორც წესი რომც გი­ღა­ლა­ტოთ ამ თე­მა­ზე თა­ვად შე­გა­ტყო­ბი­ნებთ. გარ­კვე­ულ­წი­ლად ერ­თგუ­ლი არის მა­შინ, როცა მე­უღ­ლის სა­ხით კარ­გი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე ჰყავს.

    თევ­ზე­ბი ხათ­რი­ა­ნი და რბი­ლი კა­ცია. ქა­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ მისი იმი­ჯი და გა­ლან­ტუ­რო­ბა. ამი­ტომ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის სიმ­ცი­რეს არა­სო­დეს უჩი­ვის. ერ­თგუ­ლია, თუკი ემო­ცი­უ­რად ძლი­ე­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა გა­აჩ­ნია პარტნი­ო­რის მი­მართ, ან ამ უკა­ნას­კნე­ლის უბ­რა­ლოდ ეში­ნია.

    წყარო: ambebi.ge/astrology
    152 ნახვა
    X
    20-03-2020, 00:12