X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
მოღალატე ქმრების სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - არის თუ არა თქვენი მეუღლე სიაში
  • მოღალატე ქმრების სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - არის თუ არა თქვენი მეუღლე სიაში

    ალ­ბათ არა­ერ­თი სტა­ტია და­წე­რი­ლა იმის შე­სა­ხებ, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მამ­რე­ბი არი­ან ყვე­ლა­ზე მე­ტად მიდ­რე­კილ­ნი პო­ლი­გა­მი­უ­რო­ბის­კენ. ას­ტრო­ლო­გე­ბიც ხში­რად და­ვო­ბენ ამ სა­კი­თხზე და სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა იმ აზ­რზე ჯერ­დე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ინ­დი­ვი­დის პი­რად ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ზო­გა­დი სტა­ტის­ტი­კაც არ­სე­ბობს და მას ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით.

    მა­ინც რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებს გა­აჩ­ნი­ათ ყვე­ლა­ზე მე­ტად მიდ­რე­კი­ლე­ბა ღა­ლა­ტის­კენ?

    რა თქმა უნდა, სიის სა­თა­ვე­ში მშვილ­დო­სა­ნი ხვდე­ბა . თუმ­ცა მის შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რი ღა­ლა­ტის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­ზე მე­ტად მო­ბეზ­რე­ბის ფაქ­ტო­რი თა­მა­შობს გა­დამ­წყვეტ როლს. მშვილ­დოს­ნე­ბი ბუ­ნე­ბით იდე­ა­ლის­ტე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად ქალი, რო­მე­ლიც მის იდე­ალს ვერ შე­ე­სა­ბა­მე­ბა (სა­წყის ეტაპ­ზე მას ყვე­ლა მო­რი­გი რო­მა­ნი ბოლო და უკა­ნას­კნე­ლი ჰგო­ნია!) მალე ხდე­ბა მის­თვის დამ­ღლე­ლი და მო­სა­წყე­ნი პარტნი­ო­რი. რაც შე­სა­ბა­მი­სად გა­ნა­პი­რო­ბებს კი­დეც იმას, რომ იგი გვერ­დზე და­ი­წყებს თვა­ლის გა­პა­რე­ბას.

    არა­ნაკ­ლებ მიდ­რე­კი­ლია ღა­ლა­ტის­კენ მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი . თუმ­ცა მას­თან ღა­ლა­ტის ფაქტს ინ­ტე­რე­სის მო­მენ­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს. მერ­წყუ­ლი მა­მა­კა­ცი ხში­რად ცოლს (ან პარტნი­ორს) მენ­ტა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის ნაკ­ლე­ბო­ბის ან მისი სრუ­ლი არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ღა­ლა­ტობს. იმი­ტომ რომ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სი­ახ­ლო­ვე, მის­თვის სექსზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც კია ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

    და­ბო­ლოს, სიის მე­სა­მე სა­პა­ტიო ად­გილს თევ­ზე­ბი იკა­ვე­ბენ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თევ­ზი მა­მა­კა­ცის ღა­ლა­ტის ფეს­ვე­ბი მის ხათ­რი­ან და რბილ ბუ­ნე­ბა­ში ყო­ფი­ლა სა­ძე­ბა­რი. ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი პარტნი­ორს ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში ღა­ლა­ტობს, თუ მას ვინ­მე ძალ­ზე პრინ­ცი­პუ­ლი და აქ­ტი­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნი გა­და­ე­კი­და. შე­სა­ბა­მი­სად, თუ გსურთ, რომ თქვენ­მა პარტნი­ორ­მა თევზმა არა­სო­დეს გი­ღა­ლა­ტოთ, კარ­გად უნდა "და­იც­ვათ" იგი აბე­ზა­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­გან!

    წყარო: ambebi.ge/astrology
    101 ნახვა
    21-03-2020, 01:01