X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
რომელი სტიქიური მოვლენა ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • რომელი სტიქიური მოვლენა ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    ვერძი - ხანძარი
    ვერძის ნაცნობებმა იციან, რომ ამ ნიშანთან ცეცხლი შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს. ვერძის სიბრაზე წამიერად, ალივით ინთება. ყოველთვის რაღაც უაზრობის გამო. თითქოს ყველაფერი კარგად იყო და უცებ ცეცხლის კედელი აღიმართება. და თუ მაშინვე არ ჩააქრობთ ცეცხლს, ვეღარაფერს გადაარჩენთ. ან ჩააქრობთ და დამწვრობას მიიღებთ, ან გაიქცევით და უკან დასაბრუნებელი ადგილი აღარ გექნებათ.

    კურო - ცუნამი
    ცუნამის მთავარი საშიშროება - მოულოდნელობაა. სულ ახლახან მზე ანათებდა, ოკეანე მშვიდი იყო და უცბად, ერთ წამში მოვარდა წყალი და მთელი ნაპირი დაფარა.
    ცუნამს ვერ იწინასწარმეტყველებ.
    კატასტროფის მიზეზი არ არის შტორმი, არამედ - მიწისძვრა. თუ კურო პროვოკაციაზე არ წამოეგო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასში არაფერი ამოხეთქავს. როდესაც მსხვერპლი გააცნობიერებს, რომ კურო გააბრაზა - უკვე გვიან იქნება!


    ტყუპი - ქარიშხალი
    ტყუპის მრისხანება ისევე მოსალოდნელი რამაა, როგორც ქვიშის ქარბუქი. ხედავ უდაბნოს? ქვიშის ქარბუქის მოახლოებასაც დაინახავ. ტყუპები არ არიან დამნაშავეები იმაში, რომ სწორედ ახლა დაიწყო ქარბუქი. ისინი ამას ვერ აკონტროლებენ.{

    კირჩხიბი - ჭექა-ქუხილი
    კირჩხიბის მრისხანება ჭექა-ქუხილია, ყველასათვის ჩვეული მოვლენა. ჭექა-ქუხილის დროს შეგიძლია ისეირნო, უყურო ელვას და თავი უსაფრთხოდაც იგრძნო. ელვის ხაზები სადღაც, ძალიან შორსაა, ქუხილის ხმა კი - უბრალოდ ხმაური. აბსოლუტურად უსაფრთხო. კირჩხიბთანაც ასეა. ისინი ხმაურობენ, მაგრამ არასოდეს მოგაყენებენ ზიანს.

    ლომი- ვულკანის ამოფრქვევა
    თუ ლომი ძალიან გაბრაზებულია, ამის შესახებ ყველა გაიგებს. ეს ვულკანის ამოფრქვევას ჰგავს. როცა ვულკანი იღვიძებს, მის გარშემო ადამიანებს შეიძლება სუიციდური აზრები გაუჩნდეთ.

    ქალწული - ქარბუქი
    ქალწული არასოდეს ბრაზდება უმიზეზოდ. მხოლოდ განსაზღვრულ გამაღიზიანებლებზე პასუხობს. ის ქარბუქს ჰგავს. მას ადამიანები მომზადებულნი ხვდებიან: ძირითადად, ალპინისტები, მოგზაურები და სამეცნიერო ექსპედიციის წევრები. თუმცა, მომზადებაც არაფერს შველის, რადგან ქარბუქში ძნელია ორიენტაციის დაცვა.

    სასწორი - გვალვა
    სასწორები არასოდეს ვარდებიან ისტერიკაში. არ ყვირიან, ან აბაკუნებენ ფეხებს და არ გესვრიან ნივთებს. იმიტომ, რომ ისინი არ არიან დარწმუნებულები, ღირს თუ არა ამის გაკეთება. იქნებ გაუგო და აპატიო? ან პირიქით, ამოაგდო შენი ცხოვრებიდან? სასწორებმა უნდა გადაწყვიტონ, ხელს ნუ შეუშლით! სანამ ისინი სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მსხვერპლი ლოდინისგან იტანჯება, როგორც წყლიდან ამოგდებული თევზი. ილოკავს გამომშრალ ტუჩებს და წვიმას ან სიკვდილს ნატრობს, რომელიც მას ამ ტანჯვისაგან იხსნის. ჩვეულებრივ, მსხვერპლი გადარჩება, რადგან სასწორი გულისხმიერი და კეთილია. არ ფიქრობთ ასე?

    მორიელი - მიწისძვრა
    მორიელის გაბრაზება იგივე თვითმკვლელობაა. იმიტომ, რომ მორიელი არ წვრილმანდება. ის მაშნვე ნაკუწებად აქცევს მთავარ არსს. მსხვერპლს ფეხქვეშ მიწას აცლის - ეს არის მისი კოზირი. გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელია.

    მშვილდოსანი - ზვავი
    მშილდოსანს ძალიან არ უყვარს გაბრაზება, რადგან იცის, რომ ვიღაც აუცილებლად დაზარალდება. მისი მრისხანება მომაკვდინებელია, როგორც ზვავი, რომელიც ცოცხლად ჩამარხავს ყველას, ვინც გზაზე გადაეღობება. როდესაც მშვილდოსანი ტონს აუწევს და ჟესტიკულაციით სასოწარკვეთილებას გამოხატავს - გაიქეცით!

    თხის რქა- წყალდიდობა
    თხის რქის მრისხანება მოსალოდნელი და უსაფრთხოა. ის ნაპირზე განსაზღვრული ციკლით გამოდის... როგორც წესი, სერიოზულად არავინ ზიანდება და იტანჯება. თხის რქა არავის მოკვლას არ აპირებს. ის მხოლოდ ჭკუას ასწავლის!

    მერწყული - შტორმი
    შტორმი არის ქარი, რომელიც 30 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით უბერავს. ის უცბად არ ჩნდება, ნელ-ნელა იკრებს ძალას. მერწყულიც ასეა. ის ჯერ გაფრთხილებთ, კიდე ცოტა და... მერე ჯობს დაიმალოთ...

    თევზი - ტორნადო
    ტორნადო - მომაკვდინებელი ქარბორბალაა, რომელიც ყველაფერს საშინელი სისწრაფით დაატრიალებს და გადარჩენის შანსს არავის და არაფერს უტოვებს. მრისხანების დროს აჯობებს თევზს არ მიუახლოვდეთ. როდესაც ის იბუტება, გაქვავებული სახით გიყურებთ და დუმს, გაიქეცით! ის უბრალოდ ენერგიას იკრებს, რომ გადარჩენის შანსი არ დაგიტოვოთ!

    წყარო: marao.ge
    77 ნახვა
    22-03-2020, 02:38