X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
სატურნი მერწყულში: 5 ასტროლოგიური პროგნოზი, რომელიც სასიხარულოა
  • სატურნი მერწყულში: 5 ასტროლოგიური პროგნოზი, რომელიც სასიხარულოა

    დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ახლა ყველა სტრესის ქვეშაა. ამიტომ, გვსურს გაგაცნოთ ახლანდელი და სამომავლო პროგნოზი. გვინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გგონიათ.

    21 მარტი: სატურნმა მერწყულის ზოდიაქოში გადაინაცვლა
    სატურნი არის პლანეტა, რომელიც ასოცირდება სხვადასხვა სისტემებსა და ტრადიციებთან. ახლა ის თხის რქისკენ 29 გრადუსითაა მიბრუნებული და დაძაბულობის მწვერვალზეა.
    21 მარტს სატურნმა დატოვა თხის რქის ზოდიაქო და მერწყულში გადაინაცვლა, რაც ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს პროგრესსა და ინოვაციას მოუტანს. მერწყულს ექნება საშუალება მოძებნოს სწორი გზა,
    გაუჩნდეს ახალი იდეები და სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს.

    24 მარტი: ვერძი და ახალი მთვარე
    იწყება ახალი მთვარის ფაზა. ის მართავს გრძნობებსა და ემოციებს. მისი ცვლილება კი ხელს შეუწყობს ემოციების დასტაბილურებას. რაც იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ ვერძი, ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი უნდა ელოდოს, რომ თავს იმაზე ბევრად გაწონასწორებულად იგრძნობს, ვიდრე აქამდე.

    13 მაისი: ვენერა რეტროგრადიულად გადაადგილდება ტყუპების ზოდიაქოსკენ
    ამ ეტაპის განმავლობაში შესაძლებელია გაგიჩნდეთ იმედი და განეწყოთ ოპტიმისტურად.
    ეს რეტროგრადიული (ამ სიტყვის კარგი გაგებით) პერიოდი 25 ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო რეტროგრადული ჩრდილი მოძრაობას 9 აპრილიდან დაიწყებს.
    ამრიგად, ჩვენ ელვის სისწრაფით ვიგრძნობთ, თუ როგორ შეიცვლება ვარსკვლავების განლაგება. ჩვეულებრივ, რეტროგრადული ვენერა მძაფრ ემოციებს იწვევს, მაგრამ ნეპტუნი მას აუცილებლად დააბალანსებს.
    ამ დროს, ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ სიყვარულისა და სილამაზის პლანეტისგან იმას, რომ დადებით ენერგიას გაგვიზიარებს და უარყოფითისგან განგვკურნავს. როდესაც ვენერა კირჩხიბში შევა (ეს კი 7 აგვისტოს მოხდება) შინაგანი შფოთვა გაიფანტება.

    4 ოქტომბერი: რეტროგრადიული პლუტონი
    ვარსკვლავები გვაუწყებენ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვან მიღწევებს უნდა ველოდოთ - ეს იქნება იმდენად ძლიერი რამ, როგორც ნახტომი ევოლუციაში.
    ამ პერიოდში ჩვენ უფრო მეტად დავფიქრდებით საკუთარ თავზე, შინაგან პრობლემებზე.
    პლუტონის ამგვარი მდგომარეობა, სტიმული იქნება, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

    19 დეკემბერი: იუპიტერი იმყოფება მერწყულში
    იუპიტერს უყვარს ხელგაშლილობა, ხოლო თხის რქას, პირიქით. თხის რქა დანაზოგის მოყვარულია. ამრიგად, ეს ორი ერთად მთლად კომფორტულად ვერ გრძნობს თავს.
    თუმცა, 19 დეკემბერს მერწყულში შებრძანებასთან ერთად იუპიტერი შეძლებს, რომ ეპიცენტრში მოექცეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მერწყულს უყვარს კეთილდღეობა, სიუხვე. სწორედ ამიტომ, უნდა გვქონდეს იმედი, რომ ფინანსური პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება და ჯიბეებს ოქროულით აგვივსებს.

    წყარო: marao.ge
    68 ნახვა
    23-03-2020, 01:59