GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც ხშირად "წველიან" ქალები - მათი გასულელება ყველზე ადვილია
  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც ხშირად "წველიან" ქალები - მათი გასულელება ყველზე ადვილია

    მა­მა­კა­ცებს სჯე­რათ, რომ მათ ვე­რა­ვინ გა­ა­სუ­ლე­ლებს და გა­მო­ი­ყებ­ნებს, მით უმე­ტეს ქალი. რე­ა­ლო­ბა კი ცო­ტა­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ხში­რად კა­ცე­ბი ქალ­თა მა­ხე­ში ისე ებ­მე­ბი­ან, რომ ერთხე­ლაც არ იეჭ­ვე­ბენ, ხომ არ ვტყუვ­დე­ბიო. ეშ­მა­კუ­ნა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი თავ­ბრუს ახ­ვე­ვენ მათ, არა­ერთ როლს ირ­გე­ბენ - და­უც­ვე­ლი არ­სე­ბა, ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა, ინ­ტე­რე­სი­ა­ნი გო­გო­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და ხი­ფა­თის მოყ­ვა­რუ­ლი ექ­სტრე­მის­ტი და ა.შ. - ფულს ახარ­ჯი­ნე­ბენ, სა­ჩუქ­რე­ბით ავ­სე­ბი­ნე­ბენ თავს, ფე­შე­ნე­ბე­ლურ სას­ტუმ­რო­ებ­ში ან ბარ-რეს­ტორ­ნებ­ში აწყო­ბი­ნე­ბენ პა­ემ­ნებს და, რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი თხოვ­ნის გა­რე­შე. დიახ, დიახ, მთე­ლი ეშ­მა­კო­ბაც სწო­რედ იმა­შია, რომ ქალი არას­დროს წარ­მოთ­ქვამს სიტ­ვებს: "გთხოვ, მი­ყი­დე" ან ", გთხოვ, წა­მიყ­ვა­ნე", თუ დიდი დრო არაა გა­სუ­ლი, რაც მა­მა­კაც­თან სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია. საქ­მე ისაა, რომ თუ თხოვ­ნებს შე­უს­რუ­ლებთ, თქვენ წი­ნა­შე თავს ვალ­დე­ბუ­ლად იგ­რძნობს, ამი­ტომ ურ­ჩევ­ნია და­ი­წუ­წუ­ნოს: "რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ..." და მისი სურ­ვი­ლი ისე­დაც ას­რუ­ლე­ბუ­ლია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წა­მო­კი­დე­ბის გა­რე­შე.

    წარ­მო­გიდ­გენთ იმ მა­მა­კაც­თა ოთხე­ულს, რო­მელ­საც ხში­რად "წვე­ლი­ან" ქა­ლე­ბი:

    ტყუ­პი
    ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ფულს და­უ­დევ­რად ხარ­ჯავს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ "ქა­რის მო­ტა­ნილს ქარი წა­ი­ღებს." ერთ დღეს შე­საძ­ლოა ღამე გა­ა­თი­ოს ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­როს საპ­რე­ზი­დენ­ტო აპარ­ტა­მენ­ტში, მე­ო­რე დღეს კი მეტ­რო­თი სამ­გზავ­რო ფული არ ჰქონ­დეს. ქა­ლე­ბი ტყუ­პის ქა­რაფ­შუ­ტო­ბას იყე­ნე­ბენ და მას დიდ თან­ხას ახარ­ჯი­ნე­ბენ. საკ­მა­რი­სია უთხრან: "მოდი, თა­ვა­წყვე­ტით გა­ვერ­თოთ, მა­გა­რი ად­გი­ლი ვიცი!"

    ლომი
    ლომი ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან ხელ­გაშ­ლი­ლია, მას მოს­წონს ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ჩუქ­რე­ბა. რო­გორც იცით, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი გა­და­მე­ტე­ბით ზრუ­ნა­ვენ სა­კუ­თარ იმიჯ­ზე. სწო­რედ სურ­ვი­ლი, და­ამ­ტკი­ცოს, რომ სა­უ­კე­თე­სოა, უბიძ­გებს დიდი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯის­კენ. ქა­ლე­ბი სწრა­ფად უღე­ბენ ალ­ღოს ლომ მა­მა­კა­ცებს, თავს მე­ფედ აგ­რძნო­ბი­ნე­ბენ, მის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­საც შე­უ­ღი­ტი­ნე­ბენ და ისიც მარ­ტი­ვად სა­მარ­თა­ვი ხდე­ბა: ქალსთვის ყვე­ლა­ფერს ყი­დუ­ლობს და ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას დაჰ­ყავს - რაც უფრო პრეს­ტი­ჟუ­ლი იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მით უკე­თე­სი, ეს ხომ მი­ა­ნიშ­ნებს რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია ლომი?!

    მშვილ­დო­სა­ნი
    მშვილ­დო­სა­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მფლან­გვე­ლი ნი­შა­ნია. მისი აზ­რით, ფული იმის­თვის გა­მო­ი­გო­ნეს, რომ და­ხარ­ჯონ და ცხოვ­რე­ბის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღონ, ამი­ტომ დო­ლა­რე­ბის ბან­კის ან­გა­რიშ­ზე შე­ნახ­ვა ან, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, მუ­თა­ქა­ში დალ­პო­ბა გო­ნივ­რუ­ლი არ არის. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ფულს უმი­სა­მარ­თოდ ხარ­ჯავს. შე­სა­ბა­მი­სად, ქალი მის სა­ფუ­ლეს ისე აცა­რი­ე­ლებს, რომ სა­ერ­თოდ ვერ ხვდე­ბა.

    მერ­წყუ­ლი
    მერ­წყუ­ლის­თვის ფული მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. მთა­ვა­რია, ქალ­თან თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს. ამ ნიშ­ნის მა­მა­კა­ცე­ბის გა­ცუ­რე­ბას ჭკვი­ა­ნი ქა­ლე­ბი ახერ­ხე­ბენ, მათ მოს­მე­ნა შე­უძ­ლი­ათ და თავს ისე იჭე­რენ, თით­ქოს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ მერ­წყუ­ლის ნა­ბოდ­ვა­რი. ნა­ბოდ­ვა­რი, რა თქმა უნდა, მისი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რად­გან შე­საძ­ლოა, მერ­წყუ­ლი უა­ზი­ა­რებ­დეს იდე­ას, რო­მე­ლიც სულ მალე სამ­ყა­როს თავ­და­ყი­რა ამო­აბ­რუ­ნებს. ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ერთ ვახ­შამ­ზე­ვე და­ხარ­ჯონ მთე­ლი თან­ხა, ან ქა­ლის გა­სა­ხა­რებ­ლად მას­თან ერ­თად შო­პინგზე გა­ა­ნი­ა­ვონ ყვე­ლა­ფე­რი.

    წყარო: ambebi.ge/astrology
    135 ნახვა
    X
    2-04-2020, 03:24